Fun-ტესტი

რამდენად ნიჭიერი შვილი გყავთ? (ტესტი)

fun time

12:00 სამ. 1 ივნისი, 2021 წელი

Fun-ტესტი

14
დაკოპირებულია

ამის დადგენაში ქვემომოყვანილი ტესტი დაგეხმარებათ...

შეკითხვებზე გაცემულ ყოველ დადებით პასუხში 1 ქულა დაიწერეთ, უარყოფითში კი - 0 ქულა:

1. ოდესმე თქვენს შვილს რაიმე ნივთი უჩვეულო დანიშნულებით გამოუყენებია?
2. იცვლება თუ არა მისი მიდრეკილებები?
3. წარმოსახვითი რაღაცების ხატვა თუ უყვარს?
4. აბსტრაქტულ ნახატებს თუ ხატავს?
5. ფანტასტიკური ამბების მოსმენა თუ უყვარს?
6. მოთხრობებს ან ლექსებს ხომ არ თხზავს?
7. ქაღალდისგან უცნაურ ფიგურებს ხომ არ ჭრის?
8. ოდესმე ისეთი რამეც ხომ არ გაუკეთებია, რის შესახებაც არაფერი სმენია, ან რაც ბუნებაში საერთოდ არ არსებობს?
9. საკუთარი გემოვნებით რამის გადაკეთების სურვილი თუ უჩნდება?
10. სიბნელის თუ ეშინია?
11. ოდესმე ახალი სიტყვა თუ გამოუგონია?
12. ხომ არ ჩაუთვლია, რომ ეს სიტყვა სხვებისთვისაც უთუოდ გასაგები უნდა ყოფილიყო?
13. ოდესმე რაიმე ნივთი სხვა დანიშნულებით ხომ არ გამოუყენებია?
14. როცა ძალიან პატარა იყო, ამა თუ იმ საგნის დანიშნულების ამოცნობა ხომ არ შეეძლო?
15. ჩაცმის საკითხში თქვენს გემოვნებას საკუთარს ხომ არ ამჯობინებს?
16. სხვებისთვის გაუგებარი საკუთარი სამყარო ხომ არ აქვს?
17. მისთვის ჯერჯერობით გაუგებარი მოვლენების ახსნას ხომ არ ცდილობს?
18. ირგვლივ მომხდარი მოვლენების გარშემო ახსნა-განმარტებებს ითხოვს?
19. უყვარს თუ არა არარეალისტური წიგნების კითხვა?
20. ახალ თამაშებსა და თავშესაქცევებს ხომ არ იგონებს?
21. ამახსოვრდება თუ არა სიზმრები და გიყვებათ თუ არა მათ შესახებ?


შედეგები:

20-21 ქულა: ზედმიწევნით გონიერი შვილი გყავთ. უნარიც აქვს და ყველანაირადაც ცდილობს, რომ გარემომცველ სამყაროზე საკუთარი აზრი იქონიოს, რაშიც თქვენც მაქსიმალურად უნდა დაეხმაროთ.

15-19 ქულა: თქვენს შვილს ყოველთვის როდი შეუძლია საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა, როგორც წესი, საზრიანი და მარჯვე მხოლოდ მაშინაა, როცა რაიმე ძალიან აინტერესებს.

9-14 ქულა: იქ, სადაც მკვეთრად გამოხატული საკუთარი შეხედულებების ქონა აუცილებელი არ არის, თქვენი შვილი ძალიან საზრიანია, მაგრამ შემოქმედებით ასპარეზზე გამოსასვლელად ჯერ ბევრი უკლია.

4-8 ქულა: თქვენს შვილს უფრო პრაქტიკული საქმეების კეთებისკენ აქვს მიდრეკილება, შემოქმედებით მიდგომას კი მხოლოდ და მხოლოდ ძალზე მნიშვნელოვანი მიზნის მიღწევისას თუ ავლენს.

4-ზე ნაკლები ქულა: მართალია თქვენს შვილს გამომგონებლობის უნარი აკლია, მაგრამ, როგორც კარგი შემსრულებელი, მაინც ბევრ პროფესიაში მიაღწევს წარმატებას.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ტესტი მათთვის, ვისაც სიმართლის არ ე...

ტესტი მათთვის, ვისაც
სიმართლის არ ეშინია

აირჩიეთ ქანდაკება და გაიგეთ, როგორ...

აირჩიეთ ქანდაკება და
გაიგეთ, როგორ ცვლის
სამყაროს თქვენი არსებობა

აირჩიეთ სარკე და გაიგეთ, როგორს გხე...

აირჩიეთ სარკე

აირჩიეთ ნავი და გაიგეთ საით მიცურავ...

ტესტი ნავები

რა არის თქვენი შინაგანი მოწოდება?

რა არის თქვენი შინაგანი
მოწოდება?

თვითშეფასების კითხვარი

თვითშეფასების კითხვარი

აირჩიეთ ხე და გაიგეთ, რა არის თქვენ...

აირჩიე ხე და გაიგე, რა არის
შენი შინაგანი საყრდენი?

გაიგეთ, რამდენად ქალური ხართ — ფსიქ...

გაიგეთ, რამდენად ქალური
ხართ

ფსიქოლოგიური ტესტი: როგორ უმკლავდებ...

ფსიქოლოგიური ტესტი: როგორ
უმკლავდებით კონფლიქტს?