ზოდიაქოს რომელ ნიშანს რითი იყიდი?
12:06 შაბ. 28 მაისი, 2022 წელი

„ყველა საქონელს თავისი მუშტარი ჰყავს“ - ეს ფრაზა, ალბათ, გაგიგიათ და ასეც გახლავთ რეალობაში. თუმცა ვინ, როდის, რაზე და რა შემთხვევაში „იყიდება“, ამას კონკრეტული ადამიანის ფსიქოლოგიური შტრიხები და ცხოვრებისეული იდეოლოგია განაპირობებს, რომელსაც, სხვათა შორის, დიდწილად განსაზღვრავს ზოდიაქოს ნიშანიც.
ასე მაგალითად:
ვერძის გადმობირება შეიძლება, ლიდერობას თუ არ შეეცილებით და თავს მნიშვნელოვან პერსონად აგრძნობინებთ თქვენს გარემოცვაში.
კურო პირდაპირპროპორციულად იყიდება კომფორტზე, ფულსა და კარგ საკვებზე.
ტყუპის „ყიდვა“ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მეშვეობით გამოგივათ. ხშირად დააინტრიგეთ იგი.
კირჩხიბს მარტივად „იყიდით“, თუკი მისი ოჯახის წევრების და მეგობრების სიმპათიას მოიპოვებთ.
ლომის ყიდვა ცოტა რთული და ძვირი საქმეა, მაგრამ, თუ მას ერთპიროვნულ ძალაუფლებას შესთავაზებს ვინმეს, ალბათ, დაფიქრდება.
ქალწულის ყიდვა მოწესრიგებულობით, პატიოსნებითა და პასუხისმგებლობის გრძნობით შეიძლება. თუ ამ თვისებებს დაანახვებთ, იგი გვერდიდან აღარ მოგიცილებთ.
სასწორს სითბოთი, გალანტურობითა და ტკბილეულით „იყიდით“.
მორიელს მხოლოდ და მხოლოდ ინტრიგით „იყიდით“, რაც უფრო გვიან გაუხსნით კარტებს და დაინახავს, რომ ძალიან ჭკვიანი ხართ, რეალურად მით მეტად ძვირფასი იქნებით მისთვის.
მშვილდოსნის „ყიდვა“ ოპტიმისტ ადამიანს შეუძლია. იგი არასოდეს გაგცვლით სხვაზე, თუკი მიხვდა, რომ მუდმივად იღიმით, ალალი და კეთილი ხართ.
თხის რქას პრინციპული ხასიათით, მიზანდასახულობით და პროფესიული მიღწევებით „იყიდით“.
მერწყულის ყიდვა თუ გინდათ, არ უნდა შეუზღუდოთ თავისუფლება და უნდა გამოიჩინოთ კრეატიულობა ყველაფერში.
თევზებს გულთბილობით, თანაგრძნობითა და მზრუნველობით „იყიდით“.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან