იცით თუ არა

არასოდეს ჩახვიდეთ თუ მელოტი ხართ - რა საფრთხე ემუქრებათ მელოტ მამაკაცებს  მოზამბიკში?

fun time

14:00 კვი. 7 ივლისი, 2024 წელი

მელოტი კაცი

14
დაკოპირებულია

მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სწრაფი განვითარების მიუხედავად, მსოფლიოში ჯერ კიდევ არის ადგილები, სადაც შოკისმომგვრელი სისასტიკით გამორჩეული ტრადიციები და ცრურწმენები პირველ ადგილზეა..

რა გასაკვირია, როცა დიდ ქალაქებშიც კი, სადაც მოწინავე ტექნოლოგიები, პროფესიონალ ფსიქოლოგებთან და ფსიქოთერაპევტებთან ერთად ჯანსაღი აზრის მცველებად გვევლინებიან, სხვადასხვა მჩხიბავების, მკითხავების, ექიმბაშებისა და ჯადოქრებისთვის საქმე ყოველთვის მოიძებნება. ადამიანები მათთან მიდიან, რომ საკუთარი მომავალი გაარკვიონ, ბოროტი თვალისგან თავი დაიცვან ან სხვა ადამიანს თავი შეაყვარონ. ასე რომ ეზოტერიკოსები უსაქმოდ განვითარებულ სამყაროშიც კი არ სხედან, რომ აღარაფერი ვთქვათ ე.წ. მესამე სამყაროს ქვეყნებზე.

მაგალითად, აფრიკაში, სადაც დაწყებითი განათლება ყველასთვის ხელმისაწვდომი არაა. მოგეხსენებათ, ცოდნის ნაკლებობა რაღაცით უნდა შეივსო... და ეს რაღაცა ხშირად ცრურწმენაა.

მოზამბიკში, ისევე როგორც მთელ სამხრეთ აფრიკაში, დანაშაულის იმდენად მაღალი დონეა, რომ ევროპელი ადამიანისთვის ამ ქვეყანაში ყოფნა საკმაოდ საშიშია, განსაკუთრებით, თუ ევროპელი მელოტია. დაუჯერებლად ჟღერს, მაგრამ ამ ქვეყანაში მელოტებზე ღია ნადირობაა გამოცხადებული.

მოზამბიკის სამართალდამცავი ორგანოები ამ პრობლემას პირველად ხუთი წლის წინ შეეჯახნენ. მაშინ ქალაქ მელანჟის მიდამოებში ორი მელოტი მამაკაცი სასტიკად მოკლეს. მელოტების მკვლელობისთვის პოლიციამ ორი ახალგაზრდა დაიჭირა, რომლებსაც სადისტური მიდრეკილებები არ ჰქონდათ და მანიაკები არ იყვნენ.

დაკითხვისას ბიჭებმა აღიარეს, რომ უბრალოდ ფულის გამომუშავება სურდათ. მათ მელოტების თავები და შინაგანი ორგანოები ადგილობრივ ექიმბაშებს მიყიდეს, რომლებიც მათ იღბლის მომტანი რიტუალებისთვის იყენებენ. თუმცა მელოტების თავებზე მხოლოდ ექიმბაშები და მჩხიბავები არ ნადირობენ.

ადგილობრივ მოსახლეობას გულწრფელად სჯერა, რომ მელოტს თავში ნამდვილი ოქრო აქვს! მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით, ვერც ერთი მელოტის თავში ოქრო ვერავინ იპოვა, მოზამბიკელები მელოტებზე თავდასხმას აგრძელებენ.

დღეს სიღარიბის ზღვარს მიღმა აფრიკელების უმეტესობას მჩხიბავებისა და მათი ცრურწმენების გარდა არაფერი აქვს და სავარაუდოდ, სიტუაცია არც უახლოეს მომავალში შეიცვლება, ამიტომ თავზე თმის თმის რაოდენობის მიუხედავად, კარგად დაფიქრდით, სანამ ამ ქვეყანაში მოგზაურობას დაგეგმავთ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

სასწავლო წლის დაწყების დრო მსოფლიოს...

სასწავლო წლის დაწყების
დრო მსოფლიოს სხვადასხვა
ქვეყანაში

მხედრული სალამი - რატომ მიაქვთ ამ დ...

რატომ მიაქვთ მხედრული
მისალმების დროს თავთან
ხელი?

„მეცხრე სიმფონიის წყევლა“ — რატომ ე...

მეცხრე სიმფონიის წყევლა

საინტერესო ფაქტები სასკოლო ფორმის შ...

სკოლა Christ's Hospital

რატომ ახურავთ მზარეულებს მაღალი ქუდ...

რატომ ახურავთ მზარეულებს
მაღალი ქუდები?

საინტერესო ფაქტები ადამიანის გულის...

ადამიანის გული

რას ნიშნავს ფრაზა „აკუნა მატატა“?

ზანზიბარი - ტანზანიის
ავტონომიური კუნძულოვანი
რეგიონი ინდოეთის
ოკეანეში

კატის კრუტუნი სიცოცხლეს გვიხანგრძლი...

კატის კრუტუნი სიცოცხლეს
გვიხანგრძლივებს

კავშირი, რომელიც ზეცაში იქმნება — ზ...

ზოდიაქოს 4 წყვილი იდეალური
ფსიქოლოგიური
თავსებადობით