იცით თუ არა

არშემდგარი ეროვნული სიმბოლო - როგორ იქცა ინდაური ამერიკის სადღესასწაულო სუფრის მთავარ კერძად?

fun time

14:00 ხუთ. 29 დეკემბერი, 2022 წელი

ბენჯამინ ფრანკლინი და
ინდაური

14
დაკოპირებულია

ცნობილია, რომ აშშ-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი და რევოლუციის სულისჩამდგმელი ბენჯამინ ფრანკლინი ქვეყნის სიმბოლოდ თეთრთავა არწივის (ფსოვის) დამტკიცებას ეწინააღმდეგებოდა. ფრანკლინის აზრით, უკეთესი იქნებოდა, თუ ზარმაცი და ყაჩაღი არწივის ნაცვლად, რომელსაც ცუდი აურა აქვს, ამერიკის სიმბოლოდ მამაც და შეუპოვარ ინდაურს შეარჩევდნენ. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ინდაური ამერიკის ეროვნულ სიმბოლოდ ვერ გახდა, თუმცა საშობაო თუ მადლიერების დღის აღმნიშვნელი სუფრის მთავარი პროდუქტი გახდა.

იცით საიდან გაჩნდა მადლიერების დღის აღნიშვნის ტრადიცია?

ყველაფერი 1620 წელს დაიწყო, როდესაც ჩრდილოეთ ამერიკაში, თანამედროვე პლიმუტის (მასაჩუსეტსის) მიდამოში ევროპიდან ჩამოსახლებულები დამკვიდრდნენ და პატარა დასახლება დააარსეს.

ახალმოსახლეები სუსხიან ზამთარს ვერ გადაურჩებოდნენ, რომ არა ინდიელების დახმარება, რომლებმაც ევროპელებს მკაცრი კლიმატის პირობებში თავის გატანა ასწავლეს.

ერთი წლის შემდეგ, ევროპიდან გადმოსახლებულებმა პირველი მოსავალი აიღეს და ამ მოვლენის აღსანიშნავად დღესასწაული მოაწყვეს, რომელიც მადლიერების დღის სახელით გახდა ცნობილი.
გადმოცემის თანახმად, დღესასწაულის ერთ-ერთი მთავარი კერძი უგემრიელესი შემწვარი ინდაური იყო. ჩრდილოეთ ამერიკის ტყეები ამ ფრინველით სავსე იყო და მალე ინდაურისგან მომზადებული კერძები არა მხოლოდ მადლიერების დღის, არამედ შობისა და აღდგომის განუყოფელი ნაწილი გახდა.

ტრადიცია ეკონომიკური მოსაზრებებითაც აიხსნება - ძროხის დაკვლა სოჯახო მეურნეობისთვის სერიოზულ დარტყმას ნიშნავდა, ქათმებს კვერცხების გამო უფრთხილდებოდნენ, ხოლო ირმის მონადირება ადვილი საქმე არ გახლდათ. ევროპიდან ჩამოსულებისთვის გემრიელი და ხელმისაწვდომი ინდაური ნამდვილ მაშველ რგოლად იქცა. ის ადვილად მრავლდება, საკვების მხრივ უპრეტენზიოა, სწრაფად იზრდება და წონაში 10 კილოგრამს აღწევს.

ბენჯამინ ფრანკლინი წუხდა, რომ აშშ-ის ეროვნული სიმბოლო, ინდაურის ნაცვლად, თეთრთავა არწივი გახდა. წერილში, რომელიც თავის ქალიშვილს სარას გაუგზავნა, პოლიტიკოსმა არწივი სიზარმაცისთვის გააკრიტიკა, ხოლო ინდაური სიმამაცისა და შთამომავლების დაცვის დროს გამოვლენილი ვაჟკაცობისთვის შეაქო.

ამჟამად აშშ-ში 315 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ინდაურის ეროვნული ფედერაციის შეფასებით (The National Turkey Federation, NTF), ამერიკელები ყოველ შობას, დაახლოებით, 22 მილიონ ინდაურს მიირთმევენ.
ეს კი ნიშნავს, რომ ინდაურის კერძი ყოველ მეოთხე ოჯახში მზადდება.

აქვე წაიკითხეთ Funtime-სგან გემრიელი რეცეპტი:

საშობაო ინდაური არომატული გულსართით


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

წავიდა ცისარტყელაზე - რატომ მოიხსენ...

წავიდა ცისარტყელაზე -
ფრაზის განმარტება

„ნიშანი ზემოდან“ - რას უნდა ველოდეთ...

რას უნდა ველოდეთ, თუ
კვერცხში ორი გულია

ქვეყნები, სადაც წელიწადის 6 დროა

ქვეყნები, სადაც წელიწადის
6 დროა

რატომ არ უნდა შეეხოთ კატას თათებზე

რატომ არ უნდა შეეხოთ კატას
თათებზე

რისი დადგმა არ შეიძლება Wi-Fi როუტე...

რისი დადგმა არ შეიძლება Wi-Fi
როუტერთან ახლოს

რატომ არ შეიძლება ზღვის წყლით ხანძრ...

რატომ არ შეიძლება ზღვის
წყლით ხანძრის ჩაქრობა?

რატომ ეშინიათ ძლიერ ზვიგენებს დელფი...

რატომ ეშინიათ ძლიერ
ზვიგენებს დელფინების?

რატომ ყივიან მამლები?

რატომ ყივიან მამლები?

მცენარეული ყველი, რომელიც ცხოველურზ...

მცენარეული ყველი