უცხოური სამზარეულო

საშობაო ინდაური არომატული გულსართით

fun time

12:00 ოთხ. 15 დეკემბერი, 2021 წელი

საშობაო ინდაური

14
დაკოპირებულია

ინდაური მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში საშობაო-საახალწლო სუფრის განუყოფელი ნაწილია. საქართველოში ამ ფრინველისგან, ძირითადად, საცივის მომზადება იციან, ევროპასა და ამერიკაში კი ინდაურს სხვადასხვა გულსართით ტენიან და ღუმელში წვავენ. საფრანგეთში ინდაურს ბრინჯის, შავქლიავას, ვაშლისა და ნიგვზის ნარევით აცხობენ, ამერიკაში გულსართში წინა დღის პურის ნამცეცებს ურევენ, გერმანიაში კი ყველაზე პოპულარული ჩირით გამოტენილი ფრინველია და ჩვენც არჩევანი ამ უკანასკნელზე შევაჩერეთ.

საჭირო პროდუქტი:

  • ინდაური - 1 ცალი (7,5 კგ)
  • ბრინჯი ბასმათი - 1 კგ
  • გარგარის ჩირი - 300 გრ
  • კარაქი - 200 გ
  • ლეღვის ჩირი - 200 გ
  • ქიშმიში - 100 გ
  • სტაფილო - 2 ცალი
  • ნიორი - 4 კბილი
  • ხახვი - 2 თავი
  • თაფლი - 3 ს.კ.
  • ოხრახუში - 1 კონა
  • მარილი და წიწაკა - გემოვნებით
  • მცენარეული ზეთი - შესაწვავად

მომზადება:

1. გარგარი გარეცხეთ და 15 წუთით მდუღარე წყალში ჩაალბეთ. ამის შემდეგ თუშფალანგზე გადაიტანეთ და წყლისგან რომ დაიცლება ბლენდერში გახეხეთ. დაუმატეთ კარაქი და კარგად აურიეთ, სანამ ერთგვაროვან მასას მიიღებთ.

2. მოამზადეთ შიგთავსი: ბრინჯი გარეცხეთ და ნახევრად მოხარშეთ. ოხრახუში გარეცხეთ, გააშრეთ და წვრილად დაჭერით. ქიშმიში და ლეღვის ჩირი გარეცხეთ და 10 წუთით მდუღარე წყალში დაალბეთ. ამის შედეგ თუშფალანგზე გადაიტანეთ და წყლისგან რომ დაიცლება, ლეღვის ჩირი წვრილად დაჭერით.

3. ხახვი, ნიორი და სტაფილო გასუფთავეთ და გარეცხეთ. ხახვი და სტაფილო ზოლებად დაჭერით, ნიორი დაჭყლიტეთ. ტაფაზე გააცხელეთ ზეთი და ბოსტნეული 4 წუთის განმავლობაში შუშეთ.

4. ბრინჯი მოშუშულ ბოსტნეულს, ქიშმიშს და ლეღვს შეურიეთ, დაუმატეთ ოხრახუში, მარილი და პილპილი გემოვნებით და კარგად აურიეთ.

5. ინდაური კარგად გარეცხეთ და მარილი და პილპილი წაუსვით. ხის ვიწრო და ბრტყელი ნიჩბით ინდაურის კანი ისე აუწიეთ, რომ ხორცს მოსცილდეს და კანქვეშ, მათ შორის - ფეხებზე.

6. პატარა პირციებით გარგარის პიურე ინდაურის კაქვეშ წაუსვით.

7. ინდაურის კანი ისევ გაასწორეთ და თითების დახმარებით პიურე მთელ ფრინველზე თანაბრად გაანაწილეთ.

8. მოხარშული შიგთავსით კი ინდაური გამოტენეთ და თან რაც შეიძლება მჭიდროდ.

9. ფრინველის მუცელი კბილის ჩხირებით „შეკერეთ“ და გამძლე ძაფი შემოახვიეთ.

10. გააცხელეთ ღუმელი 200°C-მდე და ინდაურს თაფლი გადაუსვით.

11. ინდაური საცხობ ფირფიტაზე მოათავსეთ და ფრთებზე ფოლგა შემოახვიეთ, რომ არ დაიწვას.

12. გამზადებული ინდაური ღუმელში შედეთ და 45 წუთის განმავლობაში გამოაცხვეთ. ამის შემდეგ ღუმელის ტემპერატურა 180 ° C-მდე შეამცირეთ, ფრინველს ფოლგა ან პერგამენტი დააფარეთ და კიდევ 2 საათი აცხვეთ.

შენიშვნა

ინდაურის გულსართის მრავალი ვარიანტი არსებობს. ეს შეიძლება იყოს ვაშლი სანელებლებით, კომში, მსხალი და ყურძენი. ძალიან გემრიელია თაფლიანი ჩირის გულსართიც.

უფრო ნოყიერი გულსართის მომზადება შეიძლება ბრინჯისა და სოკოს ან კომბოსტოსა და მოცვის კომბინაციით.

გახსოვდეთ, რომ გულსართი ფრინველში მოთავსებამდე თერმულად დამუშავებული უნდა იყოს, თორემ უმი დარჩება.

გამოცდილმა დიასახლისებმა იციან, რომ ინდაურს მშრალი ხორცი აქვს, ამიტომ მომზადების დროს ფრინველს მუდმივად ცხიმს ან ბულიონს ასხამენ. უფრო მარტივი იქნება, თუ ინდაურის კანქვეშ კარაქისა და გარგარის ჩირის პიურეს ნარევს წაუსვამთ. ხორცი ძალიან წვნიანი და არომატული გამოვა.

ასევე დაგაინტერესებთ საახალწლო კერძები:

მეგრული საცივის მომზადება

საახალწლო კერძები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

ქათმის ხორცის ღვეზელი

გოზინაყის მომზადება - 2 ოქროს წესი


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ფალაფელის ბურთულები - მარტივი რეცეპ...

ფალაფელის ბურთულები

რატომ უნდა დაამატოთ შაქარი გატარებუ...

კატლეტების მომზადება

ხრაშუნა ყველის ბურთები - გემრიელი ხ...

მარტივი ხემსი

საზაფხულო ცივი კერძები მთელი ოჯახის...

საზაფხულო ცივი კერძები

კარტოფილი ფრი ღუმელში

კარტოფილი ფრი ღუმელში

ბოსტნეულის სალათები მაიონეზის გარეშ...

ავოკადოს სალათი

ჰუმუსის მომზადება - კლასიკური რეცეპ...

ჰუმუსის მომზადება

კესადილია - გემრიელი ქათმის მექსიკუ...

კესადილია - ქათმის
მექსიკური რეცეპტი

ბატატი ღუმელში - მიირთვით კარტოფილი...

ბატატი ღუმელში