უცხოური სამზარეულო

რა არის მთავარი საახალწლო კერძი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში?

fun time

14:00 კვი. 27 დეკემბერი, 2020 წელი

რას ამზადებე ახალ წელს
მსოფლიოს სხავადსხვა
ქვეყანაში

14
დაკოპირებულია

ყველამ ვიცით, რომ საქართველოსთვის ეს გოზინაყი და საცივია. ახლა კი ვნახოთ, რას ამზადებენ, მაგალითად, ინგლისში, იაპონიაში, გერმანიაში, მექსიკაში და მსოფლიოს კიდევ ბევრ სხვა ქვეყანაში. უნდა გაგიმხილოთ, ბევრი მათგანი ძალიან გაგაკვირვებთ...

იტალია - ძეხვი კოტეკინო

იტალიელები შობას საოჯახო დღესასწაულს უწოდებენ, ხოლო ახალ წელს ქუჩაში მეგობრებთან ერთად ხვდებიან. ამიტომ ექსპრეს-კერძი ორივე დღესასწაულისთვის მზადდება - ეს არის ძეხვი კოტეკინო, რომელსაც სახლის პირობებში ამზადებენ და სუფრასთან ოსპთან ერთად მოაქვთ. მიიჩნევა, რომ ეს ჯანმრთელობისა და ხანგრძლივი სიცოცხლის სიმბოლოა.

მექსიკა - „რომერიტოსი“ კრევეტებით და კარტოფილით

მექსიკური სამზარეულო მსოფლიოში ცნობილია ცხარე და სუნელებიანი კერძებით. ახალ წელს დიასახლისები ამზადებენ რომერიტოსს, რომელიც კრევეტებითა და კარტოფილით მზადდება. ასევე, სუფრაზე აუცილებელია, იყოს ფარშირებული ინდაური, ლობიო და ბევრი ნამცხვარი.

ინგლისი - ცეცხლწაკიდებული პუდინგი ლორით და სუნელებით

ფარშირებული ინდაური ბოსტნეულით, ხოლო დესერტად ტრადიციული „საახალწლო“ პუდინგი - ამ კერძებით ხვდებიან ინგლისელები მთავარ დღესასწაულს. პუდინგის მოსამზადებლად იყენებენ პურის ნაფხვენებს, ლორს, ფქვილს, კვერცხსა და სხვადასხვა სუნელებს. სუფრასთან მიტანამდე კი ტკბილეულს ზემოდან რომს ასხამენ და ცეცხლს უკიდებენ.

ვიეტნამი - ღვეზელი „ნაგ ჩუნგი“

ახალ წელს ვიეტნამში „ტეტს“ ეძახიან და მას მთვარის კალენდრის მიხედვით აღნიშნავენ. ყოველწლიურად ის იანვრის ან თებერვლის 20 რიცხვს ემთხვევა. ტრადიციულად სადღესასწაულო კერძები ბრინჯისა და ხორცისგან მზადდება, ეს შეიძლება იყოს ღორის ხორცი ქოქოსის რძით ან ღვეზელი „ნაგ ჩუნგი“, რომელიც ბამბუკის ფოთოლში იწვება ბრინჯითა და ხორცით.

პოლონეთი - 12 აუცილებელი კერძი!

პოლონეთში სადღესასწაულოდ ტრადიციულად ზუსტად 12 სხვადასხვა კერძს ამზადებენ. ხორციანი კერძები მიღებული არ არის. უპირატესობას წვნიანებს, კარტოფილს, თევზეულსა და ტკბილეულს ანიჭებენ.

საფრანგეთი - ბიტერბროდები და ღვინო

ამ ქვეყანაში საახალწლო სუფრას ამშვენებს ხამანწკები, ყველი, ბუტერბროდები და ღვინის უდიდესი ასორტიმენტი.

დანია - შემწვარი იხვი და „გრიუტცე“

ამ ქვეყნის მოსახლეობისთვის საახალწლო სუფრა წარმოუდგენელია შემწვარი იხვის გარეშე, თან იხვი აუცილებლად ფარშირებული უნდა იყოს ჩირით. ასევე, უპირატესობას ანიჭებენ ღორის ხორცს წითელი კომბოსტოთი და კარტოფილით. დესერტად ამზადებენ „გრიუტცეს“ - ეს არის ბრინჯის ფაფა შემწვარი ნუშით და კისელით. სასმელებიდან კი მიირთმევენ ლუდს და გროგს (ალკოჰოლური კოქტეილი).

იაპონია - ნამცხვარი „მოტი“ და წაბლი

ალბათ, გაგიკვირდებათ, მაგრამ იაპონელები საახალწლოდ მიირთმევენ წაბლს და დარწმუნებულები არიან, რომ ეს პროდუქტი მათ წარმატებას მოუტანს. წაბლს უხვად ამატებენ კერძებსა და გარნირებში, ძალიან პოპულარულია ნამცხვარი „მოტი“ მოხარშული ბრინჯით და წაბლით. ასევე, ტრადიციულად, საახალწლო სუფრასთან მიაქვთ - ზღვის კომბოსტო, ხიზილალა, ბარდა და ლობიო.

გერმანია - ფარშირებული ფრინველი თხილით და ვაშლით

ამ ერისთვის წარმოუდგენელია ახალი წელი თხილეულისა და ვაშლის გარეშე. თხილი ცხოვრების საიდუმლოსა და სირთულეების სიმბოლოა, ვაშლი კი - სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვების ნაყოფი. ეს პროდუქტები გამოიყენება ფარშირებული ფრინველის მოსამზადებლად და მათ დესერტებშიც უმატებენ.

ამერიკა - ფარშირებული ინდაური

ამ ქვეყანაში საშობაო და საახალწლო დღესასწაულისთვის აუცილებლად ამზადებენ ფარშირებულ ინდაურს. დაუჯერებელია, მაგრამ ფარშისთვის იყენებენ პურს, ყველს, კომბოსტოსა და ლობიოს.

ჩეხეთი - „შტრუდელი“

საახალწლო სუფრას ჩეხეთში „შტრუდელი“ამშვენებს. ჩეხი დიასახლისები ამზადებენ ნაზ რულეტს ვაშლითა და მურაბით, ნაღებით ან ნაყინით. ძირითადი კერძები ნოყიერი და მარტივია: თევზი, წვნიანები და ბრინჯის ფაფა.

ნეპალი - „დალ ბატი“

ამ ქვეყანაში ახალი წელი აპრილის შუა რიცხვებში აღინიშნება და მას ბისკეტ ჯარტა ეწოდება. აქ სადღესასწაულო სუფრა მიღებული არ არის. შობის მთავარი ნაწილია ხმაურიანი მუსიკალური თეატრალური წარმოდგენა. ამ დღისთვის ამზადებენ კერძს, სახელწოდებით დალ ბატი, რომელიც ბრინჯით, პომიდვრით, კოჭათი, ოსპითა და სხვადასხვა სანელებლით მზადდება.

პორტუგალია - ყურძენი

პორტუგალიელებისთვის ყურძენი ოჯახური ბედნიერებისა და კეთილდღეობის სიმბოლოა, ამიტომ სადღესასწაულო სუფრას ეს ხილი აუცილებლად ამშვენებს. ასევე, არსებობს ტრადიცია - 12 საათზე მიირთმევენ ზუსტად 12 მარცვალ ყურძენს და თან ჩაიფიქრებენ სურვილს, რომელიც, მათი წარმოდგენით, აუცილებლად ახდება.

ნიდერლანდები - ლობიო და ფუნთუშები

ფრის აპარატში მომზადებული შაქრიანი ფუნთუშები - ეს ამ ქვეყნის ძირითადი საახალწლო ტკბილეულია. სადღესასწაულოდ, ასევე, ამზადებენ მარილიან ლობიოს, რომელსაც ჰოლანდიელები ტრადიციულ კერძად მიიჩნევენ.



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ხრაშუნა ყველის ბურთები - გემრიელი ხ...

მარტივი ხემსი

საზაფხულო ცივი კერძები მთელი ოჯახის...

საზაფხულო ცივი კერძები

კარტოფილი ფრი ღუმელში

კარტოფილი ფრი ღუმელში

ბოსტნეულის სალათები მაიონეზის გარეშ...

ავოკადოს სალათი

ჰუმუსის მომზადება - კლასიკური რეცეპ...

ჰუმუსის მომზადება

კესადილია - გემრიელი ქათმის მექსიკუ...

კესადილია - ქათმის
მექსიკური რეცეპტი

ბატატი ღუმელში - მიირთვით კარტოფილი...

ბატატი ღუმელში

მაშარაფის რეცეპტი - როგორ მოვმზადოთ...

მაშარაფის რეცეპტი

უკრაინული გალუშკები - ნოყიერი საუზმ...

უკრაინული გალუშკები