ბეჭდების სწორად ტარების ინსტრუქცია პლანეტების მიხედვით
19:29 ხუთ. 22 აპრილი, 2021 წელი

ადამიანის ბედსა და ჯანმრთელობაზე ძვირფასი ქვების გავლენის შესახებ, ალბათ, არაერთგზის გსმენიათ. ჩვენი საიტის მკითხველები ხშირად მოგვმართავენ ხოლმე კითხვებით, მაინც რომელი ქვა და როგორ უნდა ატარონ, რათა ეს უკანასკნელი მათ ამა თუ იმ პრობლემასთან გამკლავებაში დაეხმაროს. ამჯერად გთავაზობთ სტატიას იმის შესახებ, როგორია ძვირფასი ქვებისა და თითების შესაბამისობა.
გამომდინარე იქიდან, რომ ადამიანის ხელები თავისებურ ანტენას წარმოადგენს, რომელიც ამ უკანასკნელს კოსმოსთან აკავშირებს ენერგეტიკული კუთხით, აუცილებელია, ბეჭდის სატარებლად სწორად შეარჩიოთ ხელის თითი და კონკრეტული ძვირფასი ქვა.
ასე, მაგალითად:
ცერა თითი პლანეტა მარსს შეესაბამება:
ამ თითზე მასიური ბეჭდის ტარებაა სასურველი, რომელიც მოლურჯო-მომწვანო ფერის ქვით იქნება გაწყობილი, მაგ., საფირონი ან ლაზურიტი. ბეჭედი ამ თითზე ხელს უწყობს თაყვანისმცემლების სიმრავლეს, თუმცა რაკიღა მარსი ანატომიურად თავთან ასოცირდება, ეს, ასევე, ნიშნავს იმას, რომ სავსებით შესაძლოა, არცთუ გაწონასწორებული ფსიქიკის მქონე პარტნიორები მოიზიდოს თქვენკენ ბეჭედმა.
საჩვენებელი თითი იუპიტერის ენერგეტიკასაა:
ამიტომ ამ თითზე აჯობებს, ბეჭედი ატაროს ხალხმა, ვისაც საკუთარი შემოქმედებითი პოტენციალის განვითარება სურს. სასურველია, ბეჭედი საჩვენებელ თითზე გაწყობილი იყოს საფირონით ან აქვამარინით. ამასთანავე, ჯობია, ის ოქროსგან იყოს დამზადებული.
შუა თითი სატურნის ენერგეტიკას ემთხვევა:
ამიტომ ამ თითზე ბეჭდის ტარება ხელს უწყობს გენეტიკური ვალების გადამუშავებას და ზოგადად, საკუთარი ბედის შეცვლას. შესაბამისად, ბეჭედი, რომელსაც შუა თითზე ვიკეთებთ, მაქსიმალური სიფრთხილით უნდა იყოს შერჩეული. საუკეთესო ვარიანტი, ამ მხრივ, არის ვერცხლის ბეჭედი, რომელიც გაწყობილი იქნება ე.წ. მთვარის ქვით.
უსახელო თითი ენერგეტიკულად მზეს შეესაბამება:
ეს თითი კავშირშია გულთან და, ზოგადად, ემოციურ სამყაროსთან, ატარებენ საქორწინო ბეჭედს. სასურველია, გარდა ქორწინების ბეჭდისა, ამ თითზე ატაროთ წითელი თვლებით – ლალით, ძოწით და ტურმალინით გაწყობილი სამკაული.
ნეკი მერკურის ენერგეტიკას იმეორებს:
შესაბამისად, ამ თითზე ბეჭდის ტარება სასურველია მაშინ, როცა გიწევთ საჯაროდ სიტყვით გამოსვლა ან თქვენი საქმიანობა მასმედიას, ტელევიზიას უკავშირდება. კარგი იქნება, თუ ნეკისთვის შერჩეულ ბეჭედს ზურმუხტის ან ქრიზოლიტის თვლით აარჩევთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან