იცით თუ არა

ბუშტულებიანი ცელოფანი კონდიციონერის ნაცვლად - აშშ-ში გამოცდილი პრაქტიკა

fun time

12:00 ოთხ. 28 ივლისი, 2021 წელი

ბუშტულებიანი ცელოფანი
ფანჯრებზე

14
დაკოპირებულია

ბუშტულებიან ცელოფანს, რომელსაც შესაფუთ მასალად იყენებენ, შეერთებულ შტატებში კიდევ ერთი საინტერესო დანიშნულება მოუძებნეს -  ამ მასალას ფანჯრებს შიდა მხრიდან აკრავენ და ის ისეთივე როლს ასრულებს, როგორც ჩვენთან ალუმინის ფოლგა, მაგრამ, თუ სპეციალისტებს დავუჯერებთ, ბუშტულებიან შეფუთვა სიცხეს გაცილებით უკეთ უმკლავდება.

 

ამერიკელი ფიზიკოსი ჯანი ედუარდი ამტკიცებს, რომ ბუშტულებიან ცელოფანს Bubble Wrap-ს ნაწილობრივ, კონდიციონერის ჩანაცვლება შეუძლია.

როგორც აღმოჩნდა, ფირის ბუშტუკებში არსებული ჰაერი შესანიშნავი თერმოიზოლატორია, რომელიც ზაფხულობით სიგრილის, ხოლო ზამთარში სითბოს შენარჩუნებაში გვეხმარება.

ჯანი ედუარდი გამოთვლებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ბუშტუკების ფენა საიზოლაციო მინაპაკეტის მეორე ფენას ანაცვლებს, თანაც - ფანჯრების მოდერნიზების გარეშე.

იმისათვის, რომ სახლი ზაფხულის სიცხისგან დაიცვათ, Bubble Wrap-ის გრძელი ნაჭერი დაგჭირდებათ. იდეალური ვარიანტია, როდესაც ბუშტულები ფირის ორივე მხარეს აქვს.

ფანჯარაზე ფირი შეგიძლიათ, წებოვანი ლენტით დააფიქსიროთ, მაგრამ უმჯობესია, უბრალო წყალი გამოიყენოთ. სუფთა მინაზე წყალი მიაფრქვიეთ და ბუშტუკებიანი ფირი ფრთხილად მიამაგრეთ.

აღსანიშნავია, რომ ასეთი ფირი სინათლეს კარგად ატარებს, სამაგიეროდ, გარედან რთულია იმის დანახვა, რა ხდება ოთახში.

საჭიროების შემთხვევაში ბუშტულებიან ფირს ადვილად მოხსნით და სასურველ დროს ხელახლა გამოიყენებთ.

🔰🔰🔰:

ბუშტულებიანი ცელოფანი Bubble Wrap - რისთვის შექმნეს ის თავდაპირველად?

ჰაერის გაგრილება - რჩევები მათთვის, ვისაც კონდიციონერი არ აქვს ან არ უყვარს

სხეულის გაგრილება იაპონურად - როგორ იცავენ მზისგან თავს ამომავალი მზის ქვეყანაში?


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

საიდან ჩნდება სახლში მტვერი და რატო...

საიდან ჩნდება სახლში
მტვერი

რატომ მუქდება გაჭრილი ვაშლი?

რატომ მუქდება გაჭრილი
ვაშლი?

რატომ უწოდეს ყველაზე ბობოქარ ოკეანე...

რატომ უწოდეს ყველაზე
ბობოქარ ოკეანეს წყნარი?

რატომ უწოდებენ იაპონიას ამომავალი მ...

რატომ უწოდებენ იაპონიას
ამომავალი მზის ქვეყანას?

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ცისარტყე...

ცისარტყელას ფერები

მეცნიერებმა ეკოლოგიურად ყველაზე სუფ...

ცისარტყელა კალმახი

რატომ სვამენ ჩაის თურქები მსხლის ფო...

თურქული ჩაის კულტურა

რომელი ხის დარგვა არ შეიძლება სახლთ...

რომელი ხის დარგვა არ
შეიძლება სახლთან ახლოს

როგორ შევინახოთ ბურღული ისე, რომ ჩრ...

როგორ შევინახოთ ბურღული