საკნატუნო ამბები

გაგრილება იაპონურად - როგორ იცავენ მზისგან თავს ამომავალი მზის ქვეყანაში?

fun time

14:00 ოთხ. 30 ივნისი, 2021 წელი

გაგრილება იაპონურად

14
დაკოპირებულია

თუ სიცხე და მაღალი ტენიანობა არ მოგწონთ, გირჩევთ ზაფხულში იაპონიას  არ ეწვიოთ. წელიწადის ამ დროს იქ ჰაერის ტემპერატურა დაახლოებით 30°C აღწევს, ხოლო ჰაერის ტენიანობა 70%-ია.  აგრილების იმედი საღამოსაც კი არ უნდა გქონდეთ - ამ დროს ტემპერატურა საუკეთესო შემთხვევაში, 26°C-მდე ეცემა. 
ზაფხული განსაკუთრებით შემაწუხებელია მთებით გარშემორტყმულ ქალაქებში, ამიტომ გამჭრიახმა და მოხერხებულმა იაპონელებმა მცხუნვარე მზისგან თავის დასაცავად უამრავი ხერხი მოიგონეს.

 

გრძელი სახელოები

ევროპული სტერეოტიპის თანახმად, ადამიანებს სიცხეში ღია, უმკლავო მაისურები და მოკლე შორტები აცვიათ, იაპონიაში კი ყველაფერი პირიქითაა. ზაფხულის სიცხეში იაპონელები გრძელსახელოიანი სამოსის ჩაცმას არჩევენ, რომელიც თითებსაც კი ფარავს. რუჯის მოყვარულებისთვის ეს ყველაფერი ძალიან უცნაურად გამოიყურება, თუმცა იაპონელების უმეტესობას უყვარს თეთრი კანი და სძულს გარუჯვა. მთავარი მიზეზი, რის გამოც იაპონელები ზაფხულის სიცხეში გრძელსახელოებიანი სამოსით დადიან, ისაა, რომ ტანსაცმელი სპეციალური ქსოვილისგან ქსოვილისგან იკერება, რომელსაც უჩვეულო თვისებები აქვს - ის სხეულს 5 გრადუსით აგრილებს. იაპონიაში ქუდებიც იმავე ქსოვილისგან მზადდება. ამ გზით იაპონელები ზაფხულში სიცხისგან თავს იცავენ.

გამაგრილებელი სპრეი და ხელსახოცები

იაპონიაში ცხელ ამინდში ასევე ძალიან პოპულარულია გამაგრილებელი სპრეი და ხელსახოცები. მათი გამოყენება საკმაოდ ადვილია - ქუჩაში გასვლამდე სპრეის ტანსაცმლის შიდა მხარეს მოაფრქვევენ და გრილი სეირნობა უზრუნველყოფილი აქვთ. ამომავალი მზის ქვეყანაში ძალიან პოპულარულია ასევე სპეციალური სტიკერები, რომლებიც ოფლს შთანთქავს. სტიკერებს ტანსაცმელზე ან პირდაპირ კანზე იმაგრებენ და ოფლის არსებობას ივიწყებენ.

მარაო

მარაო იაპინიაში ტრადიციული გასაგრილებელი საშუალებაა. უფროსი თაობის წარმომადგენლები უპირატესობას კლასიკურ, დასაკეც მარაოს - სენსის ანიჭებენ, ახალგაზრდები კი ინოვაციურ „მარაოებს“ - პატარა ვენტილიატორებს ირჩევენ.

ელემენტებზე მომუშავე, პატარა ვენტილიატორები ადვილი სატარებელია - შეგიძლიათ, ხელში დაიკავოთ ან კისერზე, ყურსასმენებივით ჩამოიკიდოთ. იაპონიაში ასეთი ვინტილიატორებს საბავშვო ეტლებსა და მუშების სპეცტანსაცმელშიც ამონტაჟებენ.

გასაგრილებელი პირსახოცები და ბალიშები

ზაფხულის ცხელ დღეებში იაპონიაში შეგიძლიათ გასაგრილებელი პირსახოცი შეიძინოთ. ასეთ პირსახოცს წყალში ასველებენ, სხეულზე იფენენ და რამდენიმე საათის მანძილზე სიცხეს ვეღარ გრძნობენ. დაახლოებით, იგივე ეფექტი აქვს გასაგრილებელი ყელსახვევების გამოყენებას, რომელსაც მაცივარში ინახავენ და ქუჩაში გასვლის წინ ყელზე იხვევენ. კიდევ ერთი საინტერესო იაპონური აქსესუარია გასაგრილებელი ბალიში, რომელიც ასევე, ყველა მაღაზიაში იყიდება.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

სიგარეტი რეცეპტით — საინტერესო ფაქტ...

სიგარეტი რეცეპტით

რატომ გადავიდა მსოფლიო პატარა თეფშე...

სადილი პატარა თეფშებით

ჩინელმა ქალმა ნაგვის კონტეინერებში...

ჩინელმა ქალმა ნაგვის
კონტეინერებში ნაპოვნი 30
ბავშვი გაზარდა

ნივთები, რომლებიც მალე წარსულს ჩაჰბ...

ნივთები, რომლებიც მალე
წარსულს ჩაჰბარდება

როტშილდების 5 წესი - ფინანსური სიმდ...

ბუკინგემშირში,
როტშილდების ცნობილი
სასახლე - უადესდონის
მამული

მესამე ფარი - რატომ არ გაამართლა ავ...

სამფარიანი ავტომობილი Tucker
48 (Tucker Torpedo)

იაპონიაში ნებისმიერ ზრდასრულს აქვს...

როგორც ინარჩუნებენ
იაპონელები სოციალურ
ქცევის კულტურას?

ალაჰის მარგალიტი — ბუნების უნიკალურ...

ალაჰის მარგალიტი —
ბუნების უნიკალური
შედევრი

რობინ ჰუდის „გმირი“ - შერვუდის ტყეშ...

შერვუდის ტყეში 1200 წლის
მუხა გახმა