იცით თუ არა

დაიბადა ჩვილი, რომელიც დედაზე მხოლოდ 18 თვით პატარაა!

fun time

18:40 ხუთ. 24 დეკემბერი, 2020 წელი

ჩვილი, რომელიც დედაზე 18
თვისთ პატარაა

14
დაკოპირებულია

ამერიკელი ტინა გიბსონი ისტორიაში შევიდა ქალი, რომელსაც ერთდროულად ორი უჩვეულო მსოფლიო რეკორდი მიეწერება.

ტინა გიბსონს ორი ქალიშვილი ჰყავს. უმცროსი გააჩინა 2020 წლის 26 ოქტომბერს, რომლის ემბრიონის გაყინვა 28 წლის წინ - 1992 წელს მოხდა. ამიტომ ახლა იგი ყველაზე ხანდაზმული ჩვილია დედამიწაზე და საკუთარი დის რეკორდი მოხსნა, რომელიც ასევე ინვიტრო განაყოფიერებით დაიბადა 2017 წელს და მაშინ მისი ბიოლოგიური ასაკი 24 წელი იყო.

ამ ისტორიაში ყველაზე დამაინტიგებელი ის ფაქტია, რომ გოგონების დედა, რომელსაც უნაყოფობის დიაგნოზი აქვს და უშვილობის მკურნალობამ შედეგი არ მისცა, მხოლოდ 29 წლისაა. ტინა გიბსონი, ფაქტობრივად, მხოლოდ 18 წლით დიდია თავის უმცროს ქალიშვილ მოლიზე და, როგორც თავად ამბობს, ჯერ კიდევ უჭირს ამის გაანალიზება.

მეცნიერების თვალსაზრისითაც ეს გამორჩეული მოვლენა და ნათელი მაგალითია იმისა, თუ რამდენად ეფექტურია ემბრიონის შენახვის ტექნოლოგია, ათეულობით წლის შემდეგაც ქალის განაყოფიერების მიზნით.

მშობიარეზე მზრუნველობა ითავა ნოქსვილში (აშშ, ტენესის შტატი) მდებარე ემბრიონის დონაციის ეროვნული ცენტრის პერსონალმა. ცენტრი არაკომერციული, ქრისტიანული ორგანიზაციაა. ცენტრის ინფორმაციით, ემბრიონის შენახვის ვადა განუსაზღვრელია და მათ გაყინული ემბრიონებით 1000-მდე მშობიარობა აქვთ მიღებული. მშობიარეთა უმეტესობას ანონიმურად დარჩენა სურს.

როგორც ცენტრში აცხადებენ, გაყინული ემბრიონების 25%-მა ვერ გაუძლო გადატანის პროცესს და ემბრიონის განვითარება მხოლოდ 49%-ში დასრულდა ჯანსაღი ჩვილის დაბადებით.

ეს, მეცნიერების თქმით, კარგი შედეგია, თუმცა ტექნოლოგიის სრულყოფილებამდე ჯერ კიდევ შორია. მეორე მხრივ, ფაქტობრივი ჩასახვიდან 28 წლის წინ შემდეგ ჯანმრთელი ბავშვის დაბადება - ეს სასწაული მიღწევაა.

წყარო: New York Post

წყარო: nypost.com


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რას ნიშნავს ფრაზა „აკუნა მატატა“?

ზანზიბარი - ტანზანიის
ავტონომიური კუნძულოვანი
რეგიონი ინდოეთის
ოკეანეში

კატის კრუტუნი სიცოცხლეს გვიხანგრძლი...

კატის კრუტუნი სიცოცხლეს
გვიხანგრძლივებს

კავშირი, რომელიც ზეცაში იქმნება — ზ...

ზოდიაქოს 4 წყვილი იდეალური
ფსიქოლოგიური
თავსებადობით

თავისუფლების ქანდაკების საიდუმლო —...

თავისუფლების ქანდაკების
საიდუმლო — ვისი სახე აქვს
მონუმენტს?

როგორ გაჩნდა დოლარის ნიშანი და რა კ...

ჰერკულესის სვეტები

რატომ უწოდებენ ინგლისს „ნისლიან ალბ...

რატომ უწოდებენ ინგლისს
„ნისლიან ალბიონს“?

რატომ არ შეიძლება 40 წლის იუბილეს ა...

40 წლის იუბილე

პულენები — რა საიდუმლოს მალავს შუა...

პულენები — რა საიდუმლოს
მალავს შუა საუკუნეების
წვეტიანი ფეხსაცმელი?

რატომ აქვს ჟირაფს გრძელი კისერი?

ჟირაფის მახასიათებლები