დათვის ბეწვის ქუდი და გონების დაკარგვა „პროტოკოლის“ მიხედვით - 10 საინტერესო ფაქტი დიდი ბრიტანეთის სამეფო გვარდიის შესახებ
12:00 ოთხ. 14 სექტემბერი, 2022 წელი

ბრიტანეთის სამეფო გვარდია მე-17 საუკუნეში ჩამოყალიბდა და დღემდე მონარქის დამცველ ელიტარულ სამხედრო ნაწილს წარმოდგენს. ისინი კარგად გაწვრთნილი ჯარისკაცები არიან, რომლებიც შესანიშნავად ფლობენ იარაღს და სამხედრო აღჭურვილობას.
დღეისათვის ბრიტანეთის სამეფო გვარდიაში შედის: 2 კავალერიის და 5 ქვეითი პოლკი. გვარდიელები დღე-ღამის განმავლობაში მორიგეობენ სამეფო რეზიდენციებთან და სამეფო საცავთან.
როგორ უნდა გახდეთ სამეფო გვარდიის წევრი?
სამეფო გვარდიაში მოხვედრა ყველას არ შეუძლია. დიდ ბრიტანეთში სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევა 1960 წელს გაუქმდა, მაგრამ საკონტრაქტო სამსახური ძალიან პოპულარულია.
თუ გსურთ სამეფო გვარდიის წევრი გახდეთ, რამდენიმე მკაცრ მოთხოვნას უნდა აკმაყოფილებდეთ. მათ შორისაა:
- კარგი ფიზიკური მომზადება
- მაღალი აღნაგობა
- ამტანობა
- შესაბამისი ასაკი (16-დან 35,5 წლამდე).
გაგიკვირდებათ, მაგრამ ბრიტანეთის მოქალაქეობა აუცილებელი პირობების ნუსხაში არ შედის. სამეფო გვარდიაში არაერთი უცხო ქვეყნის და ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელი მსახურობს.
რატომ ახურავთ გვარდიელებს დათვის ბეწვის ქუდები?
დათვის ბეწვისგან შეკერილი მაღალი, შავი ქუდები სამეფო გვარდიელების განმასხვავებელი ჩაცმულობის ნაწილია. თავსაბურავის წარმოშობა, რომელიც 4 კილოგრამს იწონის, მე-17 საუკუნეს უკავშირდება. იმ დროს ბრიტანეთის და საფრანგეთის არმიის არტილერისტებს, მაღლები რომ გამოჩენილიყვნენ და მოწინააღმდეგე დაეფრთხოთ, უზარმაზარი ქუდები ეხურათ.
რატომ არ იღიმიან გვარდიელები?
ალბათ გინახავთ როგორ ცდილობენ ტურისტები სამეფო გვარდიელები პროვოცირებას, რომ მათ სახეებზე ღიმილი დაინახონ, მაგრამ როგორც წესი, ასეთი მცდელობები უშედეგოა. საქმე ის არის, რომ თუ რომელიმე გვარდიელმა თავის შეკავება ვერ შეძლო და გაეღიმა, მისი ხელფასი 200 ფუნტით შემცირდება. თუ გავითვალისწინებთ, რომ სამსახურის პირველ წელს გვარდიელი თვეში 750 ფუნტს იღებს, ეს მნიშვნელოვანი დანაკარგია. სამი გაღიმება და გვარდიელი საერთოდ უხელფასოდ დარჩება.
როდის აქვთ გვარდიელებს მოძრაობის უფლება?
ორი საათის მანძილზე გაუნძრევლად დგომის შემდეგ სამეფო გვარდიელებს უფლება აქვთ, რამდენჯერმე შებრუნდნენ და, დაახლოებით, 10 ნაბიჯი გაიარონ. ამის გაკეთება აუცილებელია, რათა სისხლის მიმოქცევა მოწესრიგდეს და გვარდიელმა გონება არ დაკარგოს.
რა მოხდება, თუ გვარდიელმა გონება დაკარგა?
თავზე 4 კილოგრამიანი ქუდით გაუნძრევლად დგომა, განსაკუთრებით ზაფხულში, იოლი საქმე არაა, ამიტომ ზოგი გვარდიელი გონებას კარგავს.
სპეციალური პროტოკოლის თანახმად, კარგად გაწვრთნილი გვარდიელი როგორც კი თავბრუდახვევას იგრძნობს, უნდა ეცადოს, პოზიციის შენარჩუნება. ამ შემთხვევაში ის პირქვე ეცემა. ამ შთამბეჭდავ აქტს, რომელიც გვირგვინის მიმართ ურყევ ერთგულებას ასახავს, განსაკუთრებული სახელიც კი აქვს - „fainting to attention“.
როდის აქვთ გვარდიელებს იარაღის გამოყენების უფლება?
როგორც წესი, გვარდიელები ყოველთვის ჩუმად არიან. თუმცა, მათ უფლება აქვთ, განსაკუთრებულ შემთხვევებში რეაგირება მოახდინონ. მაგალითად, თუ ტურისტი მოვალეობის შესრულებაში ხელს უშლის, გვარდიელს შეუძლია ხმამაღლა დაიყვიროს: „გზა დაუთმეთ სამეფო გვარდიას“.
თუ გვარდიელმა აგრესია ან სამეფო გვირგვინის მიმართ მუქარის შემცველი ქცევა შენიშნა, უფლება აქვს, თავდამსხმელს იარაღი დაუმიზნოს. გვარდიელის იარაღში ტყვიები არ არის, თუმცა მისი ხიშტი ძალიან ბასრია.
რატომ იცვლება ბუკინგემის სასახლესთან მორიგე გვარდიელების რაოდენობა?
თუ მონარქი თავის მთავარ რეზიდენციაშია, სასახლის კართან ოთხი გვარდიელი მორიგეობს. თუ მონარქი სასახლეში არ არის - მხოლოდ ორი.
ასევე საინტერესოა:
სპეცკაფსულა ჩერჩილისთვის - როგორ იცავდნენ ბრიტანელები პრემიერის სიცოცხლეს?
რა განსხვავებაა დასახელებებში: დიდი ბრიტანეთი, ინგლისი, გაერთიანებული სამეფო
„ის ჩემი მთავარი საყრდენი იყო“ - ელისაბედ II-ს და პრინც ფილიპეს სიყვარულის ისტორია
სიახლეები ამავე კატეგორიიდან