იცით თუ არა

კარგი მეხსიერება აქვს და ლუდი უყვარს - 10 საინტერესო ფაქტი გიგანტური აქატინას შესახებ

fun time

14:02 ხუთ. 13 ივნისი

გიგანტური აქატინას
შესახებ

14
დაკოპირებულია

გიგანტური აფრიკული აქატინა (ლათ. Achatina) ხმელეთის მოლუსკია, რომელიც ზღვის გოჭის ზომის იზრდება. ჩვეულებრივ, მისი ზომა 10-დან 20 სმ-მდე მერყეობს, თუმცა იყო შემთხვევა, როდესაც მოლუსკის სიგრძემ 28 სმ-ს მიაღწია. 

აქატინა ახალ გარემოს შესანიშნავად ეგუება. მხოლოდ ერთ მოლუსკს შეუძლია, მთელი კოლონია დააარსოს და ახალ ადგილზე ეკოლოგიური ნიშა დაიკავოს. გასაკვირი არაა, რომ აქატინა მსოფლიოს 100 ყველაზე ინვაზიური სახეობის სიაში შედის. (ცნობისთვის, ინვაზიურია ის სახეობა, რომელიც ახალ ადგილზე აგრესიულად ვრცელდება და ფლორისა და ფაუნის ბიომრავალფეროვნებას ამცირებს.)

***

ევროპაში აქატინები სახლში, შინაური ცხოველივით ჰყავთ. ბუნებრივ პირობებში კი მოლუსკი საცხოვრებლად ისეთ ადგილებს არჩევს, სადაც ცხელა და მაღალი ტენიანობაა.

***

მშობლიურ აფრიკასა და სამხრეთ ამერიკაში ამ ლოკოკინებს ქიმიური საშუალებებით ებრძვიან და ანადგურებენ. ამერიკაში აქატინას გადატანა შტატებს შორის აკრძალულია, სახლში ყოლა კი მხოლოდ სპეციალურ აკვარიუმებში შეიძლება.

***

საქმე ისაა, რომ აქატინა მავნებელია, რომელიც მოსავალს ანადგურებს. განსაკუთრებით კი შაქრის ლერწამი, არაქისი და ბარდა უყვარს. ეს ბალახისმჭამელი ლოკოკინაა, მაგრამ ცილის ძებნაში შეიძლება სხვა სახეობის ლოკოკინა შეჭამოს.

***

აქატინების სამშობლო აღმოსავლეთი აფრიკაა, საიდანაც ტროპიკულ ქვეყნებში გავრცელდა. მოლუსკი ინდოეთში 1847 წელს აღმოაჩინეს, სადაც იმპორტირებულ ხის მორებთან ერთად მოხვდა, გამრავლდა და ადგილობრივ პლანტაციებს შეესია.

***

მეორე პრობლემა ის არის, რომ ლოკოკინები საშიში დაავადებების გადამტანები არიან და შინაურ ცხოველებს სერიოზულ საფრთხეს უქმნიან. მაგალითად, ისინი ავრცელებენ Angiostrongylus cantonensis-ის, რის გამოც ბუტანში ძაღლების რაოდენობა მკვეთრად შემცირდა. ეს ჭია ადამიანისთვისაც საზიანოა და პარაზიტული მენინგიტის განვითარებას იწვევს.

***

ჩინეთში აქატინები არ აშინებთ, პირიქით, დელიკატესად მიაჩნიათ - თერმული დამუშავებისას ყველა პარაზიტი კვდება, ამიტომ კერძი უსაფრთხოა.

***

თუ ტროპიკებში მცხოვრები აქატინები მცენარეებს ჭამენ და მოსავალს ანადგურებენ, ქალაქში მცხოვრები მოლუსკები კალციუმის შემცველ ისეთ მასალებს გეახლებიან, როგორიცაა თაბაშირი, ბეტონი და საღებავი, რაც ბუნებრივია, შენობებს აზიანებს. აქატინას კალციუმი ნიჟარის სიმტკიცისთვის სჭირდება. სხვათა შორის, აქატინას ნიჟარა იმდენად მყარია, რომ ხშირად მასზე გადავლილი მანქანის საბურავს ხეთქავს.

***

აქატინას სექსუალობის მიმართ სრულიად უნიკალური დამოკიდებულება აქვს - ყველა აქატინა ჰერმაფროდიტია, ანუ როგორც მამრობითი, ისე მდედრობითი სასქესო ორგანო აქვს. ვინაიდან აქატინებში თვითგანაყოფიერება არ მუშაობს, მოლუსკები იძულებულნი არიან მდედრებად და მამრებად განაწილდნენ.

***

ველურ ბუნებაში აქატინების გასანადგურებლად სპეციალურ ხაფანგებს იყენებენ, სადაც მათი საყვარელი სატყუარა - ლუდი ან ბანანია მოთავსებული.

***

აქატინას კარგად განვითარებული მეხსიერება აქვს და შეუძლია ბოლო საათის მოვლენები გაიხსენოს. ხოლო ინფორმაცია საკვების მდებარეობის შესახებ გრძელვადიან მეხსიერებაში ინახება. აქატინას სიკვდილამდე ახსოვს ადგილი, სადაც რაღაც გემრიელი იზრდება. რაც შეეხება სიკვდილს, შინაური ლოკოკინები 10 წლამდე ცხოვრობენ, ველურ ბუნებაში მყოფები არა უმეტეს 6 წელი.

ესეც საინტერესოა

არასდროს გასრისოთ ლოკოკინა - მათ შურისძიება იციან!

რატომ ებრძვიან აქატინას აშშ-ში?


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ყველაზე მიუწვდომელი ქალაქი დედამიწა...

ქალაქი მექა

ინტელექტის ნიშნები - 7 ხერხი, რომელ...

ინტელექტის ნიშნები

რატომ ატარებდა ჰიტლერი ასეთ ვარცხნი...

ჰიტლერის ვარცხნილობა

რომელი ჯიშის კატა ცოცხლობს ყველაზე...

ბურმანული კატა

რატომ არ უყვარს კატას ბანაობა?

რატომ არ უყვარს კატას
ბანაობა

როგორ იქცა ზოლიანი მაისური მეზღვაურ...

როგორ იქცა ზოლიანი
მაისური მეზღვაურების
უნიფორმად?

ქერა ფერადკანიანები - მეცნიერები დი...

ფერადკანიანი, ქერა
ადამიანები მელანეზიაში

რატომ სხედან ტაძარში კათოლიკეები და...

კათოლიკეები

6 მიზეზი იმისთვის, რომ წვიმაში სიარ...

6 მიზეზი იმისთვის, რომ
წვიმაში სიარული
შეიყვაროთ