იცით თუ არა

არასდროს გასრისოთ ლოკოკინა - მათ შურისძიება იციან!

fun time

17:30 კვი. 5 ნოემბერი, 2023 წელი

არ გასრისოთ ლოკოკინა

14
დაკოპირებულია

ლოკოკინები ყველაფერს ჭამენ: ფოთლებს, ყვავილებს, ბალახს, მწიფე ნაყოფს და დეკორატიულ მცენარეებს, ამიტომ მათ ბევრი ადამიანი, უბრალოდ, ფეხით სრესს, მაგრამ ამის გაკეთება არ შეიძლება.

ლოკოკინებთან ბრძოლის ეს მეთოდი გარდა იმისა, რომ არაჰუმანურია, არაეფექტურიც გახლავთ.

საქმე ისაა, რომ გასრესილი ლოკოკინების „ნათესავები“ მის სუნს საკმაოდ დიდ მანძილზე გრძნობენ და მისი სიკვდილის ადგილისკენ მიიჩქარიან. ამიტომ, ძალიან მალე, ერთი გასრესილი ლოკოკინას ადგილზე 3-6 ახალი გაჩნდება.

გამოცდილმა მებაღეებმა დიდი ხანია შეამჩნიეს, რომ ლოკოკინები ყველაზე მეტად იმ ადგილებს უტევენ, სადაც მათი „ნათესავები და მეგობრები“ გასრისეს. თითქოს შურისძიების მიზნით, ამ ადგილების გასანადგურებლად ისინი მეზობელი ნაკვეთებიდან ხშირად მოიჩქარიან და შურისძიების აქტში ერთვებიან, ამიტომ მავნებლებთან ბრძოლის სხვა ხერხები უნდა მოსინჯოთ.

გთავაზობთ ლოკოკინებთან ბრძოლის რამდენიმეს ხერხს:

✔️ შემოდგომაზე ბაღის ტერიტორიაზე არ უნდა დატოვოთ ფოთლები და მცენარეთა ნარჩენები, სადაც ლოკოკინებს უყვართ გამოზამთრება;

✔️ შეგიძლიათ, ბაღში ზღარბი გაუშვათ, რომელიც ლოკოკინებს მიირთმევს;

✔️ დაუგეთ ხაფანგი - საღამოთი ბაღში სხვადასხვა ადგილას დააწყვეთ სველი, ნოტიო ნივთები - მაგ. ტომრები, ფანერის ნაჭრები, კომბოსტოს ფოთლებიც გამოდგება... დილით მათზე ბევრი ლოკოკინა დაგხვდებათ და ერთბაშად გაიტანთ თქვენი ტერიტორიიდან.

✔️ ლოკოკინებს ძალიან უყვართ ლუდი და ხილის წვენი. იმ მცენარესთან ახლოს, რომელსაც ლოკოკინები ერჩიან, ლუდით ან წვენით ნახევრად სავსე ჭიქა უნდა ჩაფლათ მიწაში, მიწის დონეზე, ისე რომ ლოკოკინებმა შეძლონ შიგ ჩასვლა. დილით კი ჭურჭელს გაასუფთავებთ.

✔️ და კიდევ: მებაღეები ამბობენ, რომ ლოკოკინების ნაკვეთიდან სამუდამოდ გაგდება შესაძლებელია ხმელი და დაფქული არომატული სუნელებით, როგორიც არის როზმარინი, რეჰანი ან ქინძი. სუნელები უბრალოდ უნდა მოაყაროთ მთელს მიწის ნაკვეთზე. მოკლედ, ცდად ესეც ღირს.

ესეც დაგაინტერესებთ:

აქატინა - რატომ ებრძვიან ამ გიგანტურ ლოკოკინას აშშ-ში?

მეცნიერები გვირჩევენ: როგორ მოვიქცეთ, თუ სახლში ობობა ვიპოვეთ?

როგორ იყენებენ მწერებს ენტომოლოგიურ ომში - 10 მაგალითი

რომელი მწერის მოკვლა უტოლდება ბოშებში ადამიანის მკვლელობას?

გველის ნაკბენი - პირველადი დახმარება









სიახლეები ამავე კატეგორიიდან

მეცნიერებმა ეკოლოგიურად ყველაზე სუფ...

ცისარტყელა კალმახი

რატომ სვამენ ჩაის თურქები მსხლის ფო...

თურქული ჩაის კულტურა

რომელი ხის დარგვა არ შეიძლება სახლთ...

რომელი ხის დარგვა არ
შეიძლება სახლთან ახლოს

როგორ შევინახოთ ბურღული ისე, რომ ჩრ...

როგორ შევინახოთ ბურღული

ორჯერ ადუღებული წყალი მავნებელი არ...

ორჯერ ადუღებული წყალი
მავნებელია არ არის

შეიძლება თუ არა დამტენის დენის წყარ...

ელექტრომოწყობილობების
უსაფრთხოება

რამდენ ხანს შეუძლია ადამიანს ფეხზე...

რამდენ ხანს შეუძლია
ადამიანს ფეხზე დგომა?

შვილის უჯრედები დედის სხეულში სამუდ...

ნაყოფის მიკროქიმერიზმი

მინის ბოთლებში მეტი მიკროპლასტიკი ა...

მინა თუ პლასტმასასა