საკნატუნო ამბები

აქატინა - რატომ ებრძვიან ამ გიგანტურ ლოკოკინას აშშ-ში?

fun time

17:40 პარ. 8 ივლისი, 2022 წელი

აქატინა

14
დაკოპირებულია

აქატინა ფულიკა  (Lissachatina fulica) ხშირად მტაცებელსაც უწოდებენ. ლოკოკინას პირობაზე, ის ნამდვილი გიგანტია - მისი ზომა 20 სმ-ს, ხოლო წონა 300 გრამს აღწევს. აქატინა ახალ გარემოს ადვილად ეგუება, კარგი მადა აქვს და შესანიშნავად მრავლდება. 

მას ადვილად შეუძლია ნათესებისა და მცენარეულის საფარის განადგურება.

თუ ლოკოკინა ნათესებში აღმოჩნდა, მასთან ბრძოლა ძალიან ძნელია, რადგან მათ შეუმჩნევლად გადაადგილება - მაგალითად, ავტომობილზე ან ნაგვის პარკზე მიკრობა შეუძლიათ. საფრთხის შემთხვევაში აქატინას შეუძლია მიწაში ჩაძვრეს და ერთი წელი საკვების გარეშე გაატაროს.

ლოკოკინა-აქატინები ინტელექტით გამოირჩევიან - ისინი უცებ ეჩვევიან პატრონს და მას სუნითა და სითბოს შეგრძნებებით ცნობენ. ამის შემდეგ აქატინა თავად იწევს ადამიანისკენ და სიამოვნებით იწყებს მის ხელზე ცოცვას.

აშშ-ში კანონით იკრძალება აქატინას სახლში უნებართვოდ ყოლა, თუმცა ისინი არალეგალურად მაინც იყიდება.

მისი ხორცი დიეტური პროდუქტია, მის ლორწოს კი სახის კანის სამკურნალო და გამაახალგაზრდავებელ ეფექტს მიაწერენ და იყენებენ როგორც კოსმეტოლოგიაში, ისე ცოცხლად.

თუმცა ამ უწყინარ მოლუსკს შეუძლია მღრღნელებში გავრცელებული პარაზიტების - ნემატოდების (Angiostrongylus cantonensis) ადამიანისთვის გადაცემა. ამიტომაც აშშ-ს გარემოს დამცველი ორგანიზაციები ადგილობრივ მოსახლეობას მოუწოდებენ, რომ აქატინას დანახვისთანავე, სააგენტოს დაუკავშირდნენ ან ადგილობრივ ხელისუფლებას აცნობონ.

მაგალითად, ფლორიდაში მტაცებელი აქატინა პირველად 1969 წელს გამოჩნდა, შემდეგ 1975 წელს, 2011 წელს, 2017 წელს და 2021 წელს. მათთან ბრძოლაზე დიდი რესურსი - მილიონობით დოლარი დაიხარჯა.

ფლორიდის საპორტო ქალაქ ნიუ-პორტ რიჩიში რამდენიმე დღის წინ ისევ გამოჩნდნენ გიგანტური მოლუსკები და ქალაქის მერიამ კარანტინი გამოაცხადა.


წყარო: www.treehugger.com


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

Chupa Chups-ის ლოგო სალვადორ დალიმ...

Chupa Chups-ის ლოგო სალვადორ
დალიმ შექმნა

რატომ უჭირს კატას ხიდან ჩამოსვლა, თ...

რატომ უჭირს კატას ხიდან
ჩამოსვლა

სასწაულმოქმედი ხილი, რომელიც შაქარზ...

მსოფლიოში ყველაზე ტკბილი
ხილი - ტაუმატოკოკუ

ქვეყნები, სადაც ჩვენი საყვარელი პრო...

9 ქვეყანა, სადაც ჩვენი
საყვარელი პროდუქტები
აკრძალულია

რატომ უნდა გაყინოთ ყავის მარცვლები?

რატომ უნდა გაყინოთ ყავს
მარცვლები

რატომ არ შეიძლება იაპონიაში რესტორნ...

იაპონური კვების კულტურა

ვინ, როდის და რატომ გამოიგონა სუფრი...

სუფრის დანა - ნივთის
ისტორია

გამოიგონეს თვალის ლინზა, რომლითაც ს...

ლინზები ღამის ხედვისთვის

ახალი აღმოჩენა - რატომ არ უნდა გადა...

სიბრძნის კბილი და
ღეროვანი უჯრედები