იცით თუ არა

მაკედონელი და მისი ღვინის სმის კონკურსი, რომელშიც ყველა მონაწილე დაიხოცა

fun time

16:00 ორშ. 20 სექტემბერი, 2021 წელი

ალექსანდრე მაკედონელი

14
დაკოპირებულია

კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთმა ყველაზე წარმატებულმა მხედართმთავარმა, ალექსანდრე მაკედონელმა მხოლოდ 32 წელი იცოცხლა. იგი 20 წლის ასაკში გახდა მაკედონიის (ძველი საბერძნეთის ნაწილი) მეფე და შემდგომ ათ წელიწადში დაიპყრო იმ დროინდელი სამყაროს დიდი ნაწილია, დაამარცხა უძლეველი სპარსეთის იმპერია, მისი ჯარი შევიდა ეგვიპტეში, ინდოეთის ნაწილში. მისი უდიდესი იმპერია საბერძნეთიდან ინდოეთამდე იყო გადაჭიმული. ბერძენი ისტორიკოსების დამსახურებით, შთამომავლობას არა მხოლოდ მაკედონელის შთამბეჭდავი სამხედრო მიღწევების ისტორიები, არამედ ალკოჰოლთან დამოკიდებულების შესახებ ცნობებიც შემორჩა. 

სწორედ ამ ცნობებით ირკვევა, რომ ერთხელ ჰედონისტური ცხოვრების წესის მიმდევარმა მხედართმთავარმა იმის გასარკვევად, ვის უფრო მეტი ღვინის დალევა შეუძლია, შეჯიბრება ჩაატარა და ამ შეჯიბრების ყველა მონაწილე დაიღუპა (ჰედონიზმი - ფილოსოფიური მოძღვრება, რომლის თანახმად, ადამიანის მამოძრავებელი საწყისი ტკბობაა).

ეს ამბავი ძვ.წ. 324 წელს, სპარსეთის ქალაქ სუსაში მოხდა. ალექსანდრე მაკედონელს უმძიმესი დეპრესია ჰქონდა, რადგან მისმა უახლოესმა მრჩეველმა, ფილოსოფოსმა კალანუსმა, რომელიც 73 წლის იყო, ცხოვრება თვითმკვლელობით დაასრულა.

მეგობრის დაკარგვის შემდეგ ალექსანდრემ გადაწყვიტა, მისი ხსოვნისთვის პატივი მნიშვნელოვანი მოვლენით მიეგო.

თავიდან ის სპარსეთში ოლიმპიადის ჩატარებას გეგმავდა, მაგრამ ვინაიდან ადგილობრივები ბერძნული სპორტის სახეობებს არ იცნობდნენ, მაკედონელმა ისეთი შეჯიბრება მოიფიქრა, რომელიც სპარსელებსა და ბერძნებს ერთნაირად ეხერხებოდათ.

მაკედონელის გეგმის თანახმად, ღვინის სმის შეჯიბრებაში გამარჯვებულს შთამბეჭდავი ოქროს პრიზი გადაეცემოდა. ერთი შეხედვით, შეჯიბრება უწყინარ გართობას ჰგავდა, თუმცა დაწყებისთანავე შოკის მომგვრელ საშინელებად იქცა. შეჯიბრების 41-ვე მონაწილე ალკოჰოლური ტოქსიკოზით გარდაიცვალა - უმეტესობა კონკურსის მიმდინარეობის დროს, დანარჩენები კი - რამდენიმე დღის შემდეგ.

საბოლოოდ, ტრაგიკული შეჯიბრების გამარჯვებული მაინც გამოვლინდა. ის ბერძენი მეომარი იყო, სახელად სლიპი, რომელმაც დალია 13 ლიტრი ღვინო, მოიგო პრიზი და შეჯიბრებიდან ოთხი დღის შემდეგ გარდაიცვალა.

თავად ალექსანდრე მაკედონელი ამ შეჯიბრებიდან ერთი წლის შემდეგ გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზებზე ისტორიკოსები დღემდე ბევრს კამათობენ, თუმცა ერთ-ერთი ვერსია სწორედ ალკოჰოლით მოწამვლას უკავშირდება.

🔰:

როცა ღირსება სიკვდილზე ძლიერია - თავმოკვეთილმა დიდებულმა 32 ნაბიჯი გადადგა!

ვინ იყო სოკრატე

როგორ გამოიყურებოდნენ ისტორიული პირები რეალობაში?


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

მეცნიერებმა აღმოაჩინეს 5 ნიშანი, რო...

ყურის ბიბილოები, როგორც
დღეგრძელობის ნიშანი

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ მამაკაცებს...

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ
მამაკაცებს წვერი?

რატომ ასხამენ JP Chenet-ის ღვინოს მ...

რატომ ასხამენ ჟან პოლ
ჩენეტის ღვინოს მრუდე
ყელიან ბოთლებში?

20 საინტერესო ფაქტი ფეხბურთის შესახ...

საინტერესო ფაქტები
ფეხბურთზე

რატომ წერენ ექიმები გაუგებრად?

რატომ წერენ ექიმები
გაუგებრად

ახალი კვლევა: ჭორაობა სასარგებლოა!

ჭორაობა სასარგებლოა

იცით, რომ სათამაშო ბანქო კალენდრის...

ბანქო და კალენდარი

უცნაური ხე, რომელიც ფრინველებს ხოცა...

დიდი პისონია (Pisonia grandis)

როდის არ უნდა გაასესხოთ? - მაჰათმა...

მაჰათმა განდი