იცით თუ არა

მეფისტოფელი და მარგარიტა - რა საიდუმლოს მალავს მსოფლიოს ყველაზე უცნაური ქანდაკება?

fun time

16:41 ოთხ. 22 მარტი, 2023 წელი

მეფისტოფელი და მარგარიტა

14
დაკოპირებულია

აღსანიშნავია, რომ ბოლო ორი საუკუნის მანძილზე ასეთი სირთულის კომპოზიცია არ შექმნილა! უძველესი სიკომორის ხისგან დამზადებული, ეს ორსახიანი ქანდაკება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ხელოვნების ნიმუშია. მისი ავტორი კი მე-19 საუკუნეში მცხოვრები უცნობი ფრანგი მოქანდაკე გახლავთ. 

ქანდაკება, რომლის სიმაღლე 177,2 სმ-ია, ინდოეთში, ქალაქ ჰაიდერაბადის სალარ ჯანგის მუზეუმში ინახება. ქანდაკების ერთ მხარეს მამაკაცის გამოსახულებაა, მეორე მხარეს კი ქალის. ისინი გოეთეს ცნობილი პოემის პერსონაჟები არიან - მაცდური ეშმაკი მეფისტოფელი და მარგარიტა.

დამთვალიერებელმა ორივე გამოსახულების ერთდროულად დანახვა რომ შეძლოს, ორსახიანი ქანდაკების უკან უზარმაზარი სარკე დგას. ეს უცნობი ავტორის შემოქმედებითი ჩანაფიქრის აღქმაში გვეხმარება.

თქვენ წინ დგას გულბოროტი მეფისტოფელი, რომელსაც სახეზე ცინიკური ღიმილი შეჰყინვია, მაგრამ საკმარისია ერთი ნაბიჯი მარცხნივ ან მარჯვნივ გადადგათ, რომ ხედვის კუთხე იცვლება და, ბოროტი დემონის ნაცვლად, თქვენ წინაშე სათნო მარგარიტა წარმოდგება.

ხისგან გამოკვეთილი ეს ორი პერსონაჟი ერთმანეთის სრული ანტიპოდია - თვითკმაყოფილი და ბოროტი მეფისტოფელი ამპარტავანი გამომეტყველებით და მორცხვი, ბედის მორჩილი მარგარიტა. სწორედ ეს კონტრასტია მომნუსხველი მაყურებლისთვის. თუ ბოროტებას ერთი ნაბჯით მაინც განზე განუდგები სათნოებას დაინახავ და პირიქით.


ორიოდე სიტყვა გოეთეს პოემის „ფაუსტის“ შესახებ

„ფუსტი“ გოეთეს შემოქმედების მწვერვალია, რომელსაც თითქმის მთელი ცხოვრება წერდა. პოემა დაფუძნებულია გერმანულ ლეგენდაზე, სადაც ფაუსტმა ეშმაკთან გარიგება დადო და სული ცოდნასა და ამქვეყნიურ სიამეებში გაცვალა. სწორედ ამ ლეგენდამ შთააგონა გერმანელი მწერალი და მოაზროვნე, რომ მსოფლიო ლიტერატურის შედევრი შეექმნა.

უბრალო გოგონასა და ფაუსტს შორის უეცრად გაჩენილ გრძნობას უდიდესი ტრაგედია მოჰყვა. მარგარიტას ძალა არ შესწევს, რომ მოზღვავებულ ვნებას გაუმკლავდეს. მშობლის ზედამხედველობას რომ თავი დააღწიოს და საყვარელთან განმარტოება შეძლოს, ის საკუთარ დედას მეფისტოფელის მიერ მიცემულ საძილე აბს ასმევს და უკანმოუხედავად გარბის.

რა იცის უბედურმა გოგომ, რომ მეფისტოფელის საძილე აბი სინამდვილეში შხამია!

საყვარელთან გატარებული ღამის შემდეგ, დილას მარგარიტას საშინელი ამბავი ხვდება - დედა მკვდარია. მალევე იღუპება მარგარიტას ძმაც, რომელმაც ფაუსტი დის ცდუნების გამო დუელში გამოიწვია. ამ მკვლელობის ჩადენის შემდეგ ფაუსტი იძულებულია, ქვეყნიდან გაიქცეს. მარგარიტას ოცნება ბედნიერ ცხოვრებაზე ერთ დღეში დაიმსხვრა.

ამასთან გოგონა ხვდება, რომ ცოდვიანი კავშირისგან ბავშვს ელოდება. სასოწარკვეთილი და გონდაკარგული გოგონა ახალშობილ ქალიშვილს კლავს, რისთვისაც სიკვდილით დასჯას მიუსჯიან.

როდესაც ფაუსტმა მომხდარის შესახებ შეიტყო, მეფისტოფელის დახმარებით შეყვარებულთან შეხვედრა და სიკვდილის კლანჭებიდან მისი გამოხსნა გადაწყვიტა. დანაშაულის გრძნობით გატანჯული მარგარიტა დახმარებაზე უარს ამბობს. ის გულწრფელად ინანიებს და ცოდვიანი სიცოცხლეზე უარს ამბობს.

მარგარიტას სახე ძალიან ტრაგიკული და, ამავე დროს, სათნოებით სავსეა.
სიყვარულისა და ვნების ძალამ უმანკო გოგონა მეძავად და მკვლელად აქცია, თუმცა გულწრფელმა მონანიებამ მისი სული გადაარჩინა. უფალმა მარგარიტა შეიწყალა და მისი გადარჩენილი სული სამოთხემ შეიფარა ...

***

ტესტი: სიკეთე და სიავე - რომელი რამდენი პროცენტით გაქვთ ხასიათში?


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

მეცნიერებმა აღმოაჩინეს 5 ნიშანი, რო...

ყურის ბიბილოები, როგორც
დღეგრძელობის ნიშანი

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ მამაკაცებს...

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ
მამაკაცებს წვერი?

რატომ ასხამენ JP Chenet-ის ღვინოს მ...

რატომ ასხამენ ჟან პოლ
ჩენეტის ღვინოს მრუდე
ყელიან ბოთლებში?

20 საინტერესო ფაქტი ფეხბურთის შესახ...

საინტერესო ფაქტები
ფეხბურთზე

რატომ წერენ ექიმები გაუგებრად?

რატომ წერენ ექიმები
გაუგებრად

ახალი კვლევა: ჭორაობა სასარგებლოა!

ჭორაობა სასარგებლოა

იცით, რომ სათამაშო ბანქო კალენდრის...

ბანქო და კალენდარი

უცნაური ხე, რომელიც ფრინველებს ხოცა...

დიდი პისონია (Pisonia grandis)

როდის არ უნდა გაასესხოთ? - მაჰათმა...

მაჰათმა განდი