იცით თუ არა

მეცნიერებმა დედამიწის ერთადერთი უკვდავი არსება აღმოაჩინეს

fun time

19:57 ხუთ. 17 ნოემბერი, 2022 წელი

Turritopsis nutricula - უკვდავი არსება

14
დაკოპირებულია

როგორც იცით, ნებისმიერი ორგანიზმის სასიცოცხლო ციკლი სიკვდილით მთავრდება, მაგრამ არა მედუზა - Turritopsis nutricula. ამერიკელ მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ მედუზის ეს სახეობა უკვდავია და თავისი სიკვდილით არასდროს კვდება. 

უკვდავი მედუზა ტროპიკული ზღვის სიღრმეში ცხოვრობს. ზომით ის დანარჩენ მედუზებს მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება, სამაგიეროდ, უნიკალური მახასიათებელი - უსასრულო თვითრეგენერაციის უნარი აქვს.

სხვა ცოცხალი ორგანიზმების მსგავსად, Turritopsis nutricula-ის სხეულის უჯრედებიც ბერდებიან, მაგრამ სხვებისგან განსხვავებით, არ კვდებიან.

ბებერი მედუზა ზღვის ფსკერზე ეშვება, ქიტინის ფენით იფარება და დარჩენილ სასიცოცხლო ძალებს თვითაღდგენაზე ხარჯავს (ქიტინი აზოტშემცველი პოლისაქარიდია, რომელიც ფიზიკური და ქიმიური თვისებებით მცენარეულ უჯრედებს ჰგავს).

სასიცოცხლო ძალების სრულად აღდგენის შემდეგ მედუზა ქიტინის გარსიდან გამოდის და კიდევ ერთ სასიცოცხლო ციკლს გადის, შემდეგ კიდევ ერთს და ასე დაუსრულებლად.

თუ მეცნიერები გაარკვევენ, როგორ ახერხებს უკვდავი მედუზა საკუთარი გენების მართვას, ეს შეიძლება მედიცინაში ნამდვილ აღმოჩენად იქცეს. ადამიანის მთავარი ოცნება ხომ მარადიული სიცოცხლეა?


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

სასწავლო წლის დაწყების დრო მსოფლიოს...

სასწავლო წლის დაწყების
დრო მსოფლიოს სხვადასხვა
ქვეყანაში

მხედრული სალამი - რატომ მიაქვთ ამ დ...

რატომ მიაქვთ მხედრული
მისალმების დროს თავთან
ხელი?

„მეცხრე სიმფონიის წყევლა“ — რატომ ე...

მეცხრე სიმფონიის წყევლა

საინტერესო ფაქტები სასკოლო ფორმის შ...

სკოლა Christ's Hospital

რატომ ახურავთ მზარეულებს მაღალი ქუდ...

რატომ ახურავთ მზარეულებს
მაღალი ქუდები?

საინტერესო ფაქტები ადამიანის გულის...

ადამიანის გული

რას ნიშნავს ფრაზა „აკუნა მატატა“?

ზანზიბარი - ტანზანიის
ავტონომიური კუნძულოვანი
რეგიონი ინდოეთის
ოკეანეში

კატის კრუტუნი სიცოცხლეს გვიხანგრძლი...

კატის კრუტუნი სიცოცხლეს
გვიხანგრძლივებს

კავშირი, რომელიც ზეცაში იქმნება — ზ...

ზოდიაქოს 4 წყვილი იდეალური
ფსიქოლოგიური
თავსებადობით