იცით თუ არა

რა ინფორმაციაა ხილსა და ბოსტნეულზე დაკრულ სტიკერებზე? - 3 ფაქტი, რომელიც უნდა იცოდეთ

fun time

20:06 ხუთ. 18 იანვარი

რა ინფორმაციაა ხილსა და
ბოსტნეულზე დაკრულ
სტიკერებზე

14
დაკოპირებულია

ხილ-ბოსტნეულს, რომელსაც მაღაზიებში ვყიდულობთ, ხშირად სხვადასხვა ფორმისა და ფერის სტიკერი აქვს დაკრული. ოფიციალურად, ასეთ სტიკერებს PLU კოდები ეწოდება, რომლებიც ვაშლზე, ფორთოხალზე, ბანანზე და სხვა ახალ პროდუქტზეა დატანილი და მწარმოებელი ქვეყნის ან ბრენდის შესახებ ინფორმაციას მოიცავს.

ნომრები, რომლებსაც სტიკერებზე ვხედავთ, სტანდარტების საერთაშორისო ფედერაციის მიერ არის მინიჭებული. ეს ნომრები პროდუქტის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს და მოლარეებს პროდუქტის სწორი ფასის სკანირებაში ეხმარება.

მოდით ერთად გავარკვიოთ, რა ნიშნებია დატანილი სტიკერებზე და რას ნიშნავს ისინი:

1. სტიკერებზე კოდები ფიქსირდება

ყველა PLU კოდი იწყება ციფრებით 3 ან 4; სტანდარტების საერთაშორისო ფედერაციამ საცალო ვაჭრობის საერთო კოდისთვის ნომრების სერია შექმნა.

იმის მიუხედავად, სად მოიწიეს ხილი ან ბოსტნეული ან სად გაყიდეს, მას ყოველთვის ერთი და იგივე ნომერი ენიჭება. მაგალითად, „ბანანი 4011“ მექსიკაშიც „ბანანი 4011 იქნება“ და თურქეთშიც. ეს სისტემა ხელს უწყობს პროდუქტის მატივ იდენტიფიცირებას.

აღსანიშნავია, რომ ერთი და იგივე პროდუქტის სხვადასხვა ტიპს შეიძლება სხვადასხვა კოდი მიენიჭოს. მაგალითად, ბანანის 10 სხვადასხვა ტიპს 10 განსხვავებული კოდი ენიჭება და ყველა მათგანი მოქმედია.

2. რას ნიშნავს სტიკერებზე გამოსახული ციფრები?

თითქმის ყველა PLU კოდი 4 ციფრს შეიცავს. ერთადერთი გამონაკლისია სპეციალური საიდენტიფიკაციო ნომერი PLU კოდის წინ.

ოთხნიშნა კოდი, რომელიც 3-ით ან 4-ით იწყება: ასეთი მარკირება მიანიშნებს, რომ ხილი მოყვანილია ინტენსიური პრინციპით. ანუ ის მაქსიმალურად შეიცავს სასუქებსა და პესტიციდებს, რომლებიც მოსავლიანობას, პროდუქტის წონას და შენახვის ვადებს ზრდიან.

ხუთნიშნა კოდი, რომელიც იწყება ციფრით 8: ეს კოდი ნიშნავს, რომ პროდუქტი გენეტიკურად მოდიფიცირებულია. ასეთ კოდს სუპერმარკეტში იშვიათად შეხვდებით, რადგან გენმოდიფიცირებულ პროდუქტეებში ყველაზე მოთხოვნადი სიმინდი, სოიო, პაპაია, გოგრა და ა.შ.

გარდა ამისა, უნდა გახსოვდეთ, რომ საკვები პროდუქტების გენმოდიფიცირებულად მარკირება სავალდებულო არ არის.

ხუთნიშნა კოდი, რომელიც იწყება ციფრით 9: ეს კოდი ნიშნავს, რომ თქვენ ყიდულობთ ორგანულ პროდუქტს, რომელიც პესტიციდების ან ქიმიური სასუქების გამოყენების გარეშეა მოყვანილი.

ყველაზე ხშირად, ასეთ პროდუქტებს სუპერმარკეტების ორგანული ან ჯანსაღი კვების განყოფილებებში ნახავთ.

თვალსაჩინოებისთვის👇

3. სტიკერები იჭმევა?

თუ სტიკერი ვერ შენიშნეთ და ხილთან ერთად შეჭამეთ, არ ინერვიულოთ.

ეს სტიკერები საკვებად ვარგისია და ადამიანის საჭმლის მომნელებელ სისტემას უპრობლემოდ გაივლის. მათ სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის ორგანოები ამოწმებენ, ამიტომ ჯანმრთელობის პრობლემები მოსალოდნელი არ არის.

სტიკერების წებო ასევე, სრულიად უსაფრთხოა - მას სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია აკონტროლებს, თუმცა, ზემოთ თქმულის მიუხედავად, სტიკერების რეგულარულად ჭამა არ შეიძლება.

***

თუ ხილსა ან ბოსტნეულს ანიჭებს სტიკერი დაკრული არ აქვს, მაგრამ იმპორტირებული პროდუქტია, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ის უსაფრთხოა. ბევრად უსაფრთხოა ის პროდუქტი, რომელსაც სტიკერი აქვს და მასზე PLU-კოდის წაკითხვა შეგვიძლია.

ესეც საინტერესოა:

როგორ გავშიფროთ პროდუქციაზე დატანილი შტრიხკოდი?

როგორ შევარჩიოთ ზეითუნის ზეთი - რა უნდა ამოვიკითხოთ ეტიკეტზე?


წყარო: recipes.timesofindia.com


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

როგორ ითხოვს კატა დახმარებას - 4 სი...

როგორ ითხოვს კატა
დახმარებას

მეცნიერებმა გაარკვიეს, რატომ აქვთ კ...

მეცნიერებმა გაარკვიეს,
რატომ აქვთ კატებს
ვერტიკალური გუგები

როგორ ცხოვრობენ ქალაქში, სადაც ორი...

სოფელი ბარლი (Baarle) - ორი
ქვეყნის საზღვარი

რატომ აძინებდნენ სსრკ-ში ბავშვებს ს...

რატომ აძინებდნენ სსრკ-ში
ბავშვებს სიცივეში?

რატომ მალავენ კატები საკუთარ ექსკრე...

კატის ტუალეტი

რას ნიშნავს სიტყვა ორკი

რას ნიშნავს სიტყვა ორკი

რატომ ჭამენ ჩინელები ჩიტის ბუდეებს?

სალაგანის ბუდე

რატომ არ სვამს ალკოჰოლს ტრამპი? - 1...

დონალდ ტრამპი მამასთან
ერთად

რატომ იკეთებს მართლმადიდებელი საქორ...

საქორწინო ბეჭედი
მარჯვენა ხელზე