იცით თუ არა

როგორ გავშიფროთ პროდუქციაზე დატანილი შტრიხკოდი?

fun time

12:00 შაბ. 26 თებერვალი, 2022 წელი

შტრიხკოდის გაშიფვრა

14
დაკოპირებულია

უნივერსალური სასაქონლო კოდი (შტრიხკოდი) ციფრებისა და შტრიხების საშუალებით ჩაწერილი ინფორმაციაა და განკუთვნილია ინფორმაციის ავტომატიზებული იდენტიფიკაციისა და აღრიცხვისთვის. 

შტრიხკოდი შეიქმნა 1977 წელს თორმეტი ევროპული სახელმწიფოს ინიციატივით ჩამოყალიბებული სასაქონლო ნუმერაციის ევროპული ასოციაციის (EAN) მიერ. ასოციაციაში არაევროპული სახელმწიფოების გაწევრიანების შემდეგ სისტემამ საერთაშორისო სტატუსი მიიღო და ამჟამად მთელ მსოფლიოში ფართოდ გამოიყენება.

შტრიხკოდის დანიშნულებაა:

✔️ საქონლის ავტომატური იდენტიფიკაცია სკანერის გამოყენებით;

✔️მარაგების კონტროლი და აღრიცხვა;

✔️საქონლის გადაადგილების პროცესის მართვა;

✔️მომხმარებელთა სწრაფი მომსახურება;

მიუხედავად იმისა, რომ EAN/UCC ნებაყოფლობითია, თანამედროვე სავაჭრო ფირმები შტრიხკოდის გარეშე წარმოებულ საქონელს არ იღებენ. ეს კი უარყოფითად მოქმედებს საქონლის კონკურენტუნარიანობაზე. თუ საქონელზე მითითებული არ არის მწარმოებელი ქვეყნის დასახელება და კოდი, ჩნდება ვარაუდი, რომ პროდუქცია უხარისხოა და მისი შეძენა არ ღირს.

პროდუქციაზე განთავსებული 13-ციფრიანი (ან 8-ციფრიანი - მცირე ზომის ნაწარმზე) შტრიხკოდი დაშიფრული სახით ინახავს შემდეგ მონაცემებს:

👉 პირველი სამი ციფრი აღნიშნავს იმ ქვეყანას, რომელშიც გაიარა რეგისტრაცია და მიიღო ნომერი მწარმოებელმა და მისმა საქონელმა;

👉 შემდეგი 4-6 ციფრი შეიცავს საქონელზე ინფორმაციას, რომელსაც ანიჭებს დამამზადებელი საწარმო ან გამყიდველი დამოუკიდებლად, სარეგისტრაციო ნომრის სახით თავისი საწარმოს ფარგლებში;

👉 შემდეგი 3-5 ციფრი შეიცავს ინფორმაციას საქონელზე - მის სამომხმარებლო თვისებებს, ზომას, წონას, ფერს;

👉 შტრიხ-კოდებში ბოლო ციფრი საკონტროლო ციფრს წარმოადგენს, რომელიც განკუთვნილია სკანერის მიერ შტრიხკოდის წასაკითხად.

რომელი ქვეყნისაა შტრიხ-კოდი?


იმისთვის, რომ განვსაზღვროთ, რომელი ქვეყანაა მწარმოებელი, უნდა დავაკვირდეთ პროდუქციაზე დატანილი შტრიხ-კოდის პირველ ორ ან სამ ციფრს:

საფრანგეთი - 300-379
ბულგარეთი - 380
სლოვენია - 383
ხორვატია - 385
ბოსნია-ჰერცეგოვინა - 387
გერმანია - 400-440
რუსეთი - 460-469
ესტონეთი - 474
ლატვია - 475
ლიტვა - 477
ბელორუსი - 481
უკრაინა - 482
მოლდავეთი - 484
დიდი ბრიტანეთი - 500-509
საბერძნეთი - 520
ალბანეთი - 530
მაკედონია - 531
მალტა - 535
ირლანდია - 539
ლუქსემბურგი - 540-549
ბელგია - 540-549
პორტუგალია - 560
ისლანდია - 569
დანია - 570-579
პოლონეთი - 590
რუმინეთი - 594
უნგრეთი - 599
ფინეთი - 640-649
ნორვეგია - 700-709
შვედეთი - 730-739
შვეიცარია - 760-769
იტალია - 800-839
ესპანეთი - 840-849
სლოვაკეთი - 858
ჩეხეთი - 859
ჩერნოგორია - 860
სერბეთი - 860
ნიდერლანდები - 860-879
ავსტრია - 900-919
ფინეთი - 640-649
ისრაელი - 729.

ამერიკის შეერთებული შტატები 000-019, 030-039, 060-139

ყირგიზეთი - 470
აზერბაიჯანი - 476
უზბეკეთი - 478
შრი-ლანკა - 479
ფილიპინები - 480
სომხეთი - 485
საქართველო - 486
ყაზახეთი - 487
ტაჯიკეთი - 488
იაპონია - 490-499, 450-459
ლიბანი - 528
კვიპროსი - 529
ბაჰრეინი - 608
სირია - 621
იორდანია - 625
ირანი - 626
ქუვეიტი - 627
საუდის არაბეთი - 628
ჩინეთი - 690-695
ისრაელი - 729
მონღოლეთი - 865
კორეა - 867
თურქეთი - 869
კამბოჯა - 884
ტაილანდი - 885
სინგაპური - 888
ინდოეთი - 890
ვიეტნამი - 893
ინდონეზია - 899
მალაიზია - 955

სამხრეთ აფრიკა -600-601
განა - 603
სენეგალი - 604
ბაჰრეინი - 608
მავრიკი - 609
მაროკო - 611
ალჟირი - 613
ნიგერია - 615
კენია - 616
კოტ დ'ივუარი - 618
ტუნისი - 619
რანზანია - 620
სირია - 621
ეგვიპტე - 622
ლიბია - 624
იორდანია - 625
ირანი - 626
კუვეიტი - 627
საუდის არაბეთი - 628
არაბეთის გაერთიანებული საამიროები - 629.

p.s. შტრიხ-კოდებზე პროდუქტის ვარგისიანობის ვადა არ აღინიშნება.

ასევე, საინტერესოა:

როგორ შევამოწმოთ იმ პროდუქტის ხარისხი, რომელსაც ყოველდღე ვჭამთ?

როგორ შევარჩიოთ ზეითუნის ზეთი - რა უნდა ამოვიკითხოთ ეტიკეტზე?


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

როგორ ითხოვს კატა დახმარებას - 4 სი...

როგორ ითხოვს კატა
დახმარებას

მეცნიერებმა გაარკვიეს, რატომ აქვთ კ...

მეცნიერებმა გაარკვიეს,
რატომ აქვთ კატებს
ვერტიკალური გუგები

როგორ ცხოვრობენ ქალაქში, სადაც ორი...

სოფელი ბარლი (Baarle) - ორი
ქვეყნის საზღვარი

რატომ აძინებდნენ სსრკ-ში ბავშვებს ს...

რატომ აძინებდნენ სსრკ-ში
ბავშვებს სიცივეში?

რატომ მალავენ კატები საკუთარ ექსკრე...

კატის ტუალეტი

რას ნიშნავს სიტყვა ორკი

რას ნიშნავს სიტყვა ორკი

რატომ ჭამენ ჩინელები ჩიტის ბუდეებს?

სალაგანის ბუდე

რატომ არ სვამს ალკოჰოლს ტრამპი? - 1...

დონალდ ტრამპი მამასთან
ერთად

რატომ იკეთებს მართლმადიდებელი საქორ...

საქორწინო ბეჭედი
მარჯვენა ხელზე