რას ნიშნავს ნიანგის ცრემლები და როგორ ბერდებიან ისინი?
16:55 ოთხ. 14 აგვისტო
ნიანგი დედამიწაზე ყველაზე დიდი ქვეწარმავალია. მისმა სიგრძემ შეიძლება 6 მეტრსაც გადააჭარბოს, ხოლო წონამ - 1 ტონას.
ნიანგები 83 მილიონ წელზე მეტია, არსებობენ. დინოზავრებისგან განსხვავებით, მათ ცარცული და პალეოგენის პერიოდებში მომხდარი გლობალური კრიზისის როს გადარჩენა შეძლეს. შესაძლოა, ამიტომ არსებობს მოსაზრება, რომ ნიანგები უკვდავები არიან და 100 წლის ასაკშიც კი თავს ახალგაზრდულად გრძნობენ. ასევე მიიჩნევა, რომ ნიანგები ზრდას არასოდეს წყვეტენ და შეიძლება დინოზავრის ზომას მიაღწიონ, თუმცა ყველა ეს მოსაზრება სიმართლეს მხოლოდ ნაწილობრივ შეესაბამება.
***
ნიანგებს უკვდავების საიდუმლო ელექსირი არ აქვთ და ისინი, ჩვენი პლანეტის სხვა ცოცხალი არსების მსგავსად, ბერდებიან, თუმცა მათი დაბერების პროცესი ბოლომდე შესწავლილი არ არის.
აღსანიშნავია, რომ ქვეწარმავლებს ბიოლოგიური დაბერების გარეგანი ნიშნები არ აქვთ და მათ კანზე ნაოჭებს ვერასოდეს შენიშნავთ.
რაც შეეხება ნიანგის სიცოცხლის ხანგრძლივობას, ის კონკრეტულ სახეობაზეა დამოკიდებული.
მაგალითად, ცნობილია, რომ ნილოსის და მლაშე წყლის ნიანგები მხოლოდ 50-იდან 80 წლამდე ცოცხლობენ.
***
ითვლება, რომ ნიანგს თავის დაცვა ნებისმიერ ასაკში შეუძლია, რომ ის სიბერეშიც სწრაფი და მოქნილია და ძლიერი ყბები აქვს, თუმცა სინამდვილეში ყველაფერი სხვანაირადაა. სიბერეში ნიანგებს კბილები სცვივდება, კუნთები ელევა და მხედველობის პრობლემები უჩნდება.
ველურ ბუნებაში მოხუცი და სუსტი ნიანგი შიმშილისთვის განწირულია, რადგან ახალგაზრდა ნიანგებს კონკურენციას ვერ უწევს.
***
იზრდება თუ არა ნიანგი მთელი სიცოცხლის განმავლობაში?
არა. გარკვეული ასაკის შემდეგ ნიანგი ზრდას წყვეტს, სამაგიეროდ, მას შეუძლია სიბერემდე კბილები ასჯერ მოიცვალოს და ყოველ ჯერზე, ძველიც ნაცვლად, ახალი ძლიერი კბილები გაეზარდოს.
ყბებზე მდებარე რეცეპტორების საშუალებით ნიანგი უმნიშვნელო რხევასაც კი გრძნობს, რაც მსხვერპლის პოვნაში ხმარება.
***
ნიანგს შეუძლია საკვების გარეშე ერთი წელი გაძლოს.
ნიანგები კანიბალებად ითვლებიან. ეს ნიშნავს, რომ დიდ და ძლიერ ნიანგს შეუძლია პატარა და სუსტი ნიანგი შეჭამოს. თუკი მშიერი მტაცებელი სადმე სხვა ნიანგის ნაშიერს წააწყდება, აუცილებლად შეჭამს.
როგორი მძიმე ჭრილობებიც არ უნდა ჰქონდეს, ნიანგებს ანთება და განგრენა არასოდეს უჩნდებათ. მეცნიერები ამბობენ, რომ ნიანგის სისხლში არის ანტიბიოტიკი, რომლებიც ბაქტერიების გამრავლებას ხელს უშლის.
***
რაც შეეხება „ნინგის ცრემლებს“, ნიანგის ორგანიზმში დიდი რაოდენობით გროვდება მინერალური მარილები და სპეციალური ჯირკვალი ცრემლების სახით მათ გარეთ გამოდევნის. სულ ერთია, ნიანგი რას შეჭამს, ტრაპეზის ბოლოს მაინც იტირებს და ამის მიზეზი გულჩვილობა კი არა, ზედმეტი მარილია, რომელიც ორგანიზმიდან გამოჰყავს.
ესეც დაგაინტერესებთ:
ახალი კვლევა: ნიანგებს შეჯვარების გარეშე გამრავლება შეუძლიათ
გავიალი - ნიანგის ერთადერთი სახეობა, რომელიც ადამიანს არ ერჩის
სიახლეები ამავე კატეგორიიდან