იცით თუ არა

რატომ არ არის ირლანდიაში გველები?

fun time

16:44 კვი. 15 იანვარი, 2023 წელი

წმინდა პატრიკი —
ქრისტიანი წმინდანი,
ირლანდიისა და ნიგერიის
მფარველი

14
დაკოპირებულია

ირლანდია მსოფლიოს ერთ-ერთი იშვიათი ქვეყანაა, სადაც გველი არ გვხვდება. ამ საშიშ ქვეწარმავალს ვერც ახალ ზელანდიაში, ისლანდიაში, გრენლანდიასა და ანტარქტიდაში ნახავთ.

ლეგენდის თანახმად, ირლანდიიდან გველები V საუკუნეში, წმინდა პატრიკმა განდევნა. ამ წმინდანს ირლანდიის გაქრისტიანება და სხვადასხვა სასწაულები უკავშირდება;

თუმცა, მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ირლანდიაში გველები წმინდა პატრიკის გამოჩენამდე, მრავალი ათასი წლით ადრეც არ ყოფილან.

საქმე ისაა, რომ ბოლო გამყინვარების პერიოდში, რომელიც, დაახლოებით, 10 000 წლის წინათ დასრულდა, ირლანდია მყინვარებით იყო დაფარული. ცხადია, სითბოს მოყვარული გველები ასეთ პირობებში ვერ გადარჩებოდნენ. როდესაც მყინვარები გადნა და ოკეანეში წყლის დონემ აიწია, ირლანდია კონტინენტს მოწყდა და შუა ოკეანეში აღმოჩნდა. ასეთ პირობებში გველები კუნძულზე ვერ მოხვდებოდნენ და ასეც მოხდა.

დიდი ბრიტანეთი კუნძულად ორი ათასი წლის შემდეგ იქცა, ამიტომ იქ გველების რამდენიმე სახეობა მაინც შემორჩა.

ერთადერთი ქვეწარმავალი, რომელიც ირლანდიაში ბინადრობს, ხვლიკია.

ესეც დაგაინტერესებთ 👇

ჟღალთმიანების ირლანდიური კონვენცია

გველების კუნძული, სადაც ადამიანის ფეხი აკრძალულია!



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ აქვს ჩუპა-ჩუპსის ჯოხს პატარა...

რატომ აქვს ჩუპა-ჩუპსის
ჯოხს პატარა ხვრელი

რადგან არსებობს ახალი ზელანდია, სად...

რადგან არსებობს ახალი
ზელანდია, სად გაქრა ძველი?

რომელია კაცის უძველესი პროფესია და...

რომელია კაცის უძველესი
პროფესია

როგორ უძლებს კოდალა ხეზე გამუდმებით...

როგორ უძლებს კოდალა ხეზე
გამუდმებით კაკუნს?

რატომ არ შეიძლება ეგვიპტიდან და მალ...

ნიჟარები და მარჯნები
ეგვიპტიდან და მალდივის
კუნძულებიდან

ისტორიული ფაქტები, რომელთა დაჯერება...

ჩინელი მეკობრე ქალი ჟენგ ი
საო

შეამოწმეთ — ხართ თუ არა დედამიწის პ...

პლანეტა დედამიწა და
ინფორმაცია მისი
მოსახელობის შესახებ

როგორ უმკლავდებოდნენ სიცხეს მსოფლიო...

ნიუ იორკი, 1911 წელი, სიცხე

რატომ უნდა შეეხოთ მთქნარებისას ენას...

რატომ უნდა შეეხოთ
მთქნარებისას ენას?