იცით თუ არა

რატომ არ ატარებენ წვერს კათოლიკე მღვდლები?

fun time

16:00 პარ. 18 ივნისი, 2021 წელი

კათოლიკეები და წვერი

14
დაკოპირებულია

მიზეზი, თურმე, რომაულ და ბერძნული ტრადიციებში მდგომარეობს. 

 

სინამდვილეში, კათოლიკე მღვდლები წვერს ატარებენ, თუმცა აღმოსავლელ ქრისტიანებთან შედარებით, იშვიათად. გარდა ამისა, კათოლიკე მღვვდლების წვერი ბევრად უფრო მოკრძალებულია. მოვლენების ამგვარი განვითარება არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ ევროპელებს წვერი არ ეზრდებათ. სახის თმასთან დაკავშირებით მათ ყველაფერი წესრიგში აქვთ. ყველაფრის მიზეზი რომაული და ბერძნული ტრადიციებში მდგომარეობს.

ძველ ბერძნებს წვერი და ზოგადად, თმის საფარი არ აღელვებდათ. პირიქით, მის მიმართ დადებითად განწყობილი იყვნენ, რასაც ვერ ვიტყვით ძველ რომაელებზე. მათ განსხვავებული მოდა ჰქონდათ და მიაჩნდათ, რომ თავის გარდა, თმა სხეულის არც ერთ ნაწილზე არ უნდა იყოს (რომაელებს თმის ვარცხნილობაც კი მოკლე ჰქონდათ). ერთადერთი გამონაკლისი იყო გლოვის მდგომარეობა, როდესაც რომაელი მამაკაცი წვერს იზრდიდა.

რომმა ქრისტიანობა, როგორც სახელმწიფო რელიგია, იმპერატორ კონსტანტინე დიდის დროს, 306-დან 337 წლამდე მიიღო. უკვე 395 წელს, იმპერია აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილებად გაიყო. სწორედ ამ დროს იურიდიულად არა, მაგრამ ფაქტობრივად გაიყო ეკლესიაც. ამის შემდეგ დაიწყო აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის პოლიტიკური ბრძოლა, რამაც სხვა დანარჩენთან ერთად, იდეოლოგიური და კულტურული დაპირისპირება გამოიწვია. იმ დროს კი ეს უკანასკნელი მჭიდროდ იყო დაკავშირებული რელიგიასთან.

ბატონობისთვის ბრძოლის პარალელურად, რომი და კონსტანტინოპოლი ცდილობდნენ, ერთმანეთისგან განსხვავების ხაზგასმას. ქრისტიანული სამყაროს ორმა ფრთამ ადგილობრივი კულტურული ტრადიციების ათვისება დაიწყო, ამიტომ, იმპერიის თითოეულ ნაწილში სასულიერო პირების გარეგნობისადმი დამოკიდებულება განსხვავებულად ჩამოყალიბდა. 397 წელს, მომავალმა კათოლიკებმა კართაგენის მეოთხე საბჭოზე დაადგინეს, რომ მღვდლებს სუფთად გაპარსული წვერი უნდა ჰქონდეთ. თუმცა, ამან დიდხანს არ გასტანა..

უკვე შუა საუკუნეებში, მიუხედავად იმისა, რომ კათოლიკეები ტრადიციებს პატივს მიაგებდნენ, წვერთან დაკავშირებით, ყველაფერი წესრიგში ჰქონდათ - წვერს ზოგი პაპიც კი ატარებდა. გამონაკლისს მხოლოდ ბერები წარმოადგენდნენ, რომლებსაც სრული თავმდაბლობის ნიშნად, წვერი პირწმინდად უნდა გაეპარსათ.

აღმოსავლელ სქიზმატიკოსებთან მუდმივ დაპირისპირებას ზოგჯერ წვერის მიმართ დამოკიდებულება აბსურდამდე მიჰყავდა. მაგალითად, 1119 წელს, ტულუზის კირებაზე წვერი კვლავ აიკრძალა. „წვერთან ბრძოლა“ ევროპაში რელიგიური ომების დროს ახალი ძალით გაჩაღდა, თუმცა იმ დროსაც კი წვერიანი მღვდელი იშვიათობას არ წარმოადგენდა.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

როგორ დავკიდოთ ხატები სახლში

როგორ დავკიდოთ ხატები
სახლში

როგორ გამოიყურებოდა სანტა კლაუსის პ...

სანტა კლაუსის პროტოტიპი

რატომ ლაპარაკობენ თუთიყუშები?

თუთიყუშის ლაპარაკი

ნაძვის ხის მატარებელი - ერთი საშობა...

ნაძვის ხის მატარებელი

სად მიდის ტყვია ჰაერში სროლის შემდე...

სად მიდის ტყვია ჰაერში
სროლის შემდეგ?

როდის შეიძლება ნიადაგი გაუვარგისდეს...

სიცოცხლისთვის უვარგისი
მიწა

რას გულისხმობდა რომაელი პოეტი, როდე...

დეციმუს იუნიუს იუვენალი

როგორ ითხოვს კატა დახმარებას - 4 სი...

როგორ ითხოვს კატა
დახმარებას

მეცნიერებმა გაარკვიეს, რატომ აქვთ კ...

მეცნიერებმა გაარკვიეს,
რატომ აქვთ კატებს
ვერტიკალური გუგები