იცით თუ არა

რატომ არ დაფრინავენ თვითმფრინავები ანტარქტიდის თავზე?

fun time

14:36 ხუთ. 21 ოქტომბერი, 2021 წელი

რატომ არ დაფრინავენ
თვითმფრინავები
ანტარქტიდის თავზე?

14
დაკოპირებულია

პლანეტაზე არსებობს ადგილები, სადაც ფრენა აკრძალულია. ერთ-ერთი ასეთი ადგილია ანტარქტიდა, სადაც ფრენა არა მხოლოდ სამგზავრო, არამედ სატვირთო და სამხედრო თვითმფრინავებსაც ეკრძალებათ. 

რატომ არ დაფრინავენ ანტარქტიდის თავზე თვითმფრინავები?

გასული საუკუნის შუა წლებში ანტარქტიდის ტერიტორიაზე სამხედრო ტექნიკის გამოყენება აიკრძალა. მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ლიდერები შეთანხმდნენ, რომ კონტინენტზე მხოლოდ სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობა განხორციელდებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური აკრძალვა არ არსებობს და საჰაერო სივრცე, ფაქტობრივად, ღიაა, ანტარქტიდის თავზე სამოქალაქო თვითმფრინავები არ დაფრინავენ. მიზეზი ის გახლავთ, რომ ანტარქტიდას ყოველი მხრიდან წყალი არტყამს და კონტინენტზე არც ერთი ასაფრენი ბილიკი არ არის.

რა თქმა უნდა, ასაფრენი ბილიკის აშენება შესაძლებელია, მაგრამ მისი მომსახურება იმდენად ძვირი დაჯდება, რომ ავიაკომპანიებს ამის გაკეთების სურვილი არ აქვთ - ამ რეგიონის კლიმატური პირობები იმდენად მკაცრია, რომ ადამიანებს ანტარქტიკაზე ცხოვრების სურვილი არ აქვთ.

არსებობენ ერთეული ავიაკომპანიები, რომლებიც ანტარქტიდაზე დაფრინავენ, თუმცა, მხოლოდ ექსკურსიის მიზნით და სოლიდური ანაზღაურების სანაცვლოდ.

პლანეტის კიდევ რომელ ნაწილებში იკრძალება თვითმფრინავის ფრენა?

თვითმფრინავის ფრენა იკრძალება, მაგალითად, ულამაზეს ტიბეტზე, სადაც მთების საშუალო სიმაღლე 6000 მ-ზე მეტია. ნორმალურ სიტუაციაში თვითმფრინავისთვის ეს სიმაღლე დაბრკოლებას არ წარმოადგენს, მაგრამ მფრინავს სიმაღლის სასწრაფო შემცირება რომ დასჭირდეს, ტიბეტში არ გამოუვა.

კიდევ ერთი ადგილი, სადაც ფრენა იკრძალება, ჩრდილოეთ პოლუსია - იქ ძალიან ძლიერი მაგნიტური ველია, რომელიც სანავიგაციო მოწყობილობების მუშაობაზე უარყოფითად აისახება. გარდა ამისა, ჩრდილოეთ პოლუსზე ოზონის თხელი ფენა და რადიაციის მაღალი დონეა.

კიდევ ერთი ადგილი, სადაც თვითმფრინავების ფრენა იკრძალება სხვადასხვა ქვეყნის საიდუმლო სამხედრო ობიექტებია. ასევე, ავიაკომპანიები ცდილობენ თვითმფრინავები ე.წ. ცხელ წერტილებს: სირიას, სომალის, ლიბიას, ერაყს და ა.შ. მოარიდონ.

🔰:

რით განსხვავდება არქტიკა ანტარქტიდისგან?

რატომ ეკრძალებათ ერთი თვითმფრინავის მფრინავებს ერთნაირი კერძის ჭამა?

როგორ იქცა საბჭოთა მფრინავი ინდიელების ბელადად?


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

როგორ მოძრაობენ გემები ღამით, განათ...

როგორ მოძრაობენ გემები
ღამით

რატომ არის გასაიდუმლოებული სტივ ჯობ...

რატომ არის
გასაიდუმლოებული სტივ
ჯობსის საფლავი

რატომ უთითებენ წყლის ბოთლებზე ვარგი...

რატომ უთითებენ წყლის
ბოთლებზე ვარგისობის
ვადას

სასწავლო წლის დაწყების დრო მსოფლიოს...

სასწავლო წლის დაწყების
დრო მსოფლიოს სხვადასხვა
ქვეყანაში

მხედრული სალამი - რატომ მიაქვთ ამ დ...

რატომ მიაქვთ მხედრული
მისალმების დროს თავთან
ხელი?

„მეცხრე სიმფონიის წყევლა“ — რატომ ე...

მეცხრე სიმფონიის წყევლა

საინტერესო ფაქტები სასკოლო ფორმის შ...

სკოლა Christ's Hospital

რატომ ახურავთ მზარეულებს მაღალი ქუდ...

რატომ ახურავთ მზარეულებს
მაღალი ქუდები?

საინტერესო ფაქტები ადამიანის გულის...

ადამიანის გული