იცით თუ არა

რატომ არ ინგრევა პიზის კოშკი?

fun time

16:00 ორშ. 15 ნოემბერი, 2021 წელი

პიზის კოშკი

14
დაკოპირებულია

იტალიაში მდებარე პიზის დახრილი კოშკი მსოფლიოში პოპულარული სწორედ ამ უცნაური დახრილობის წყალობით გახდა, დახრილობა თუ მე -14 საუკუნის შუა ხანებში 1,4° იყო, მე-20 საუკუნის ბოლოს 5°-მდე გაიზარდა. კოშკის წვერის გადახრამ ვერტიკალიდან 5 მეტრს მიაღწია... 

დაუჯერებელია, მაგრამ გადახრილმა კოშკმა საუკუნეების მანძილზე საკმაოდ ძლიერ მიწისძვრებს გაუძლო.

2018 წელს გაირკვა, რომ კოშკის უჩვეულო სიმტკიცე იმავე რბილი გრუნტის დამსახურება იყო, თავის დროზე რის გამოც გადაიხარა პიზის კოშკი.

ადვილი მისახვედრი იყო, რომ დახრილობის სწრაფი ზრდა ადრე თუ გვიან კოშკის ნგრევას გამოიწვევდა, ამიტომ მის გადასარჩენად 1990 წელს რთული ოპერაცია დაიწყო, რომელიც 10 წელი გაგრძელდა და 30 მილიონი ევრო დაჯდა!
კოშკის საძირკვლის ჩრდილოეთ ნაწილიდან სპეციალური ბურღით, დაახლოებით, 60 კუბური მეტრი თიხა ამოიღეს. შედეგად, კოშკის დახრილობა 4°-მდე შემცირდა და ის წელიწადში, დაახლოებით, 2 მმ-ით სწორდება.

ცნობისათვის:
პიზის დახრილი კოშკი იტალიის ქალაქ პიზაში მდებარეობს. მისი მშენებლობა 1173 წელს დაწყებულა და 200 წელი გაგრძელებულა. კოშკი ტაძრის სამრეკლოა.

კოშკს გადახრა მშენებლობის პროცესშივე დაუწყია - მაშინ, როცა მე-3 სართული აუგიათ. ამის მიზეზად მშენებლობაში დაშვებული შეცდომები სახელდება - საძირკველი რბილ გრუნტში ჩაუსხამთ და მშენებლობისას კოშკის ქვეშ მიწა ჩარეცხილა.

პიზის გადახრილ კოშკს 294 საფეხური აქვს. კოშკის სიმაღლე ყველაზე დაბალ მხარეს 55,86 მეტრია, ხოლო ყველაზე მაღალ მხარეს - 56,7 მეტრი. კოშკი თეთრი მარმარილოს ქვით არის აშენებული.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

თუ სახლში შენიშნეთ, გაუფრთხილდით —...

რატომ არ უნდა მოკლათ
მრავალფეხა

სად მდებარეობს მსოფლიოს უძველესი ქრ...

ანტიოქიის
მართლმადიდებელი ეკლესია

კუ — ევოლუციის საოცრება დინოზავრები...

კუ - ევოლუციის საოცრება

აშშ-ის შტატები, სადაც ათეისტებს სახ...

აშშ-ის შტატები, სადაც
ათეისტებს სახელმწიფო
თანამდებობების დაკავება
ეკრძალებათ

რატომ აშენებდნენ ქოხებს „ქათმის ფეხ...

ქოხი ქათმის ფეხებზე

სააღდგომო კვერცხი — ტრადიციები, სიმ...

სააღდგომო კვერცხი

ბიბლიური თემები კინოში — ქრისტეს რო...

ენრიკე ირასოკი

ბზობა - ერთადერთი შემთხვევა, როცა ზ...

ქრისტეს შესვლა
იერუსალიმში. XII საუკუნე,
მოზაიკა, პალატინის კაპელა,
იტალია.

როგორ შევინახოთ სააღდგომო კვერცხი,...

სააღდგომო კვერცხის
შენახვა