იცით თუ არა

რატომ არ შეიძლება ქოლგის სახლში გაშრობა? - ხალხში გავრცელებული ცრურწმენები

fun time

14:00 შაბ. 9 ოქტომბერი, 2021 წელი

ცრურწმენები ქოლგის
შესახებ

14
დაკოპირებულია

 ცოტამ თუ იცის, რომ ხალხური რწმენის თანახმად, ამ აქსესუარს ადამიანის ბედზე გავლენის მოხდენა შეუძლია. 

ჩვენ გიამბობთ როგორ მოვიზიდოთ ფინანსური იღბალი ქოლგის დახმარებით და რისი გაკეთება არ შეიძლება?

ქოლგის ჩუქება არ შეიძლება

ხალხური რწმენის თანახმად, ქოლგის ჩუქება ცუდი იდეაა, რადგან ეს მომავალ მფლობელს სიხარულს არ მოუტანს, პირიქით, შეიძლება ძალიან ხშირად აღმოჩნდეს წვიმაში გარეთ... ქოლგის გარეშე.

რომელია ქოლგის სწორი ფერი

ხალხური რწმენის თანახმად, ქოლგის ფერს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს.

საკმაოდ პრაქტიკული და კლასიკური შავი ქოლგა საუკეთესო ვარიანტი არაა - ხალხში ფიქრობენ, რომ ის ნეგატივს იზიდავს.
თეთრი ქოლგის მფლობელს ბევრი მტერი და მოშურნე ადამიანი ეყოლება, რაც მის ავტორიტეტზე ცუდ გავლენას მოახდენს.
ეზოთერიკოსები ირწმუნებიან, რომ ფერადი ქოლგა საუკეთესო არჩევანია. ამას პრაქტიკული მნიშვნელობაც აქვს - ფერადი ქოლგა მასიდან გამოირჩევა და მხედველობიდან არ დაკარგავთ.

რას მოასწავებს ქოლგის დაკარგვა ან გატეხა

ქოლგის დაკარგვა ცუდის ნიშანია. ასევე, არ შეიძლება ქოლგის შეუფერებელ ადგილზე: მაგიდაზე ან საწოლზე დატოვება - ამან შეიძლება, ოჯახურ ურთიერთობებში პრობლემები და უსიამოვნებები მოგიტანოთ.

გატეხილი ქოლგა ფინანსურ სირთულეებთან და უსიამოვნო სიახლეებთან ასოცირდება, ამიტომ განსაკუთრებით უნდა გაუფრთხილდეთ.

რას ნიშნავს ქოლგა სიზმარში

არ იფიქროთ, რომ ქოლგებს მხოლოდ უარყოფითი მინიშნებები უკავშირდება. თუ სიზმარში მზეს ქოლგით ემალებით, ეს თქვენ მიმართ პლანეტების კეთილგანწყობაზე მეტყველებს - ასეთი სიზმრები ფულს იზიდავს.

ახალდაქორწინებულთა ქოლგა

ქოლგებთან დაკავშირებით კიდევ ერთი მინიშნება არსებობს, რომელიც განსაკუთრებით, ახალდაქორწინებულებს დააინტერესებს. არსებობს რწმენა, რომ ახალდაქორწინებულებმა ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებისას ქოლგა უნდა შეიძინონ - ეს მათ კავშირს და მათ სახლს უსიამოვნებებისგან დაიცავს.

გაშლილი ქოლგის სახლში გაშრობა არ შეიძლება

ხალხური მინიშნების თანახმად, გაშლილი ქოლგის სახლში გაშრობა არ შეიძლება, რადგან ამით შეიძლება სახლის კეთილი ანგელოზი გაანაწყენოთ და ბოროტად აქციოთ. ასე რომ, ქოლგის გასაშრობად სხვა ადგილი და საშუალება უნდა გამონახოთ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

საინტერესო ფაქტები ადამიანის გულის...

ადამიანის გული

რას ნიშნავს ფრაზა „აკუნა მატატა“?

ზანზიბარი - ტანზანიის
ავტონომიური კუნძულოვანი
რეგიონი ინდოეთის
ოკეანეში

კატის კრუტუნი სიცოცხლეს გვიხანგრძლი...

კატის კრუტუნი სიცოცხლეს
გვიხანგრძლივებს

კავშირი, რომელიც ზეცაში იქმნება — ზ...

ზოდიაქოს 4 წყვილი იდეალური
ფსიქოლოგიური
თავსებადობით

თავისუფლების ქანდაკების საიდუმლო —...

თავისუფლების ქანდაკების
საიდუმლო — ვისი სახე აქვს
მონუმენტს?

როგორ გაჩნდა დოლარის ნიშანი და რა კ...

ჰერკულესის სვეტები

რატომ უწოდებენ ინგლისს „ნისლიან ალბ...

რატომ უწოდებენ ინგლისს
„ნისლიან ალბიონს“?

რატომ არ შეიძლება 40 წლის იუბილეს ა...

40 წლის იუბილე

პულენები — რა საიდუმლოს მალავს შუა...

პულენები — რა საიდუმლოს
მალავს შუა საუკუნეების
წვეტიანი ფეხსაცმელი?