იცით თუ არა

რატომ დაჰქონდა ჩინგიზ-ყაენს ბუზის მატლები ომებში?

fun time

20:04 ოთხ. 18 ოქტომბერი, 2023 წელი

მატლებით თერაპია

14
დაკოპირებულია

უსიამოვნოდ ჟღერს, მაგრამ ინფიცირებულ ჭრილობაზე მოხვედრისას ბუზის მატლებს განკურნება შეუძლიათ. როგორც ჩანს, ამის შესახებ იცოდა მონღოლმა მეომარმა ჩინგიზ-ყაენმა, რომელმაც მე-13 საუკუნეში მსოფლიოში ყველაზე დიდი იმპერია შექმნა. 

ამბობენ, რომ საბრძოლო ლაშქრობების დროს ჩინგიზ-ყაენს ყოველთვის თან დაჰქონდა ბუზის მატლებით სავსე ურიკა. მატლები ჭრილობის სწრაფად შეხორცებას უწყობდნენ ხელს და დაჭრილი ჯარისკაცი ბრძოლის ველს მალევე უბრუნდებოდა.

მატლებით თერაპია, თურმე, წარმატებით გამოიყენებოდა ნაპოლეონის ომების, ამერიკის სამოქალაქო ომისა და პირველი მსოფლიო ომის დროს. მას შემდეგ, რაც მეცნიერებმა ანტიბიოტიკის ფანტასტიკური თვისებები აღმოაჩინეს, მატლების თერაპია დავიწყებას მიეცა.

თუმცა, რეზისტენტული ბაქტერიების გამო თანამედროვე ცხოვრებაში მატლებით თერაპია ისევ აქტუალური გახდა.

ამის შესახებ არაერთ სამედიცინო გამოცემაში წაიკითხავთ, მათ შორის, მატლების თერაპიის გამოყენებაზე სტატიას აქვეყნებს Oxford Academic journals.

სამედიცინო მიზნებისთვის, რა თქმა უნდა, მატლი სტერილური იყოს და ამისთვის მათ სპეციალურ ლაბორატორიებში ზრდიან. მატლები ჭრილობას მკვდარი ქსოვილებისგან ასუფთავებენ და ბაქტერიების ზრდას ანტიბიოტიკების მსგავსი ნივთიერების წარმოქმნით ებრძვიან.

თანაც, როგორც სპეციალისტები ამბობენ, მატლები მხოლოდ მკვდარ ქსოვილებს ჭამენ, ცოცხალ ქსოვილს კი არ ეხებიან.

ესეც დაგაინტერესებთ:

იმპერია, სადაც სისუფთავე დანაშაული იყო - რატომ სჯიდა ჩინგიზ-ყაენი მონღოლებს ბანაობისთვის?

რატომ არ შეუძლია კოღოს შიდსის ვირუსის გადატანა?

ბალტიური ქარვა - სასიკვდილო ბაქტერიების წინააღმდეგ!

ვინ ასწავლა ევროპას ხელების დაბანა?


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ უთითებენ წყლის ბოთლებზე ვარგი...

რატომ უთითებენ წყლის
ბოთლებზე ვარგისობის
ვადას

სასწავლო წლის დაწყების დრო მსოფლიოს...

სასწავლო წლის დაწყების
დრო მსოფლიოს სხვადასხვა
ქვეყანაში

მხედრული სალამი - რატომ მიაქვთ ამ დ...

რატომ მიაქვთ მხედრული
მისალმების დროს თავთან
ხელი?

„მეცხრე სიმფონიის წყევლა“ — რატომ ე...

მეცხრე სიმფონიის წყევლა

საინტერესო ფაქტები სასკოლო ფორმის შ...

სკოლა Christ's Hospital

რატომ ახურავთ მზარეულებს მაღალი ქუდ...

რატომ ახურავთ მზარეულებს
მაღალი ქუდები?

საინტერესო ფაქტები ადამიანის გულის...

ადამიანის გული

რას ნიშნავს ფრაზა „აკუნა მატატა“?

ზანზიბარი - ტანზანიის
ავტონომიური კუნძულოვანი
რეგიონი ინდოეთის
ოკეანეში

კატის კრუტუნი სიცოცხლეს გვიხანგრძლი...

კატის კრუტუნი სიცოცხლეს
გვიხანგრძლივებს