რატომ იზომება ტემპერატურაც, კუთხეებიც და ალკოჰოლის ხარისხიც გრადუსებით?
12:00 ორშ. 21 ივნისი, 2021 წელი
თუ დაინტერესებულხართ, ერთნაირი სიდიდით რატომ ვზომავთ მოვლენებსა და საგნებს, რომლებიც ერთმანეთს არაფრით უკავშირდება? როგორ გაჩნდა საზომის ეს ერთეული და როგორ გახდა ის უნივერსალური?
კუთხეების გრადუსები
გეომეტრიული გრადუსი საყოველთაოდ მიღებული სიდიდეა, რომელიც კუთხეების, მიწის ზედაპირისა და აზიმუტის გასაზომად გამოიყენება. გარშემოწერილობა ზუსტად 360 გრადუსია.
გეომეტრიის საფუძვლები შუმერებმა და მათმა დამპყრობელმა აქადელებმა გამოიგონეს. ისინი გამოთვლის სამოციან სისტემას იყენებდნენ, ანუ ჩვენსავით ათობით კი არა, სამოცებით ითვლიდნენ. მაგალითად, მათთვის რიცხვი 900 წარმოადგენდა 15 სამოცს.
ტოლგვერდა სამკუთხედის წრეში განთავსებით, შუმერებმა დაადგინეს, რომ, საერთო ჯამში, წრეში ექვსი ფიგურა ეტევა. ჩვეულებრივ სამკუთხედის თითო კუთხე 60 °-ია, შესაბამისად, წრეში მოთავსებული 6 სამკუთხედი 360°-ს უტოლდება. ეს საკმაოდ მოსახერხებელი რისცხვია, რადგან 1-დან 10-მდე, (7-ის გარდა) ყველა რიცხვზე იყოფა.
ტემპერატურის გრადუსები
1701 წელს გერმანელმა მეცნიერმა გაბრიელ ფარენჰეიტმა საზოგადოებას თერმომეტრის პროტოტიპი შესთავაზა. საწყის - 0 გრადუსად ზღვის ცივი წყლის ტემპერატურა შეირჩა, ხოლო დუღილის ტემპერატურად 60 გრადუსი განისაზღვრა. 1724 წელს ფარენჰეიტმა ყველა მონაცემი 4-ზე გაამრავლა და ასე გაჩნდა სკალა, რომელსაც მეცნიერის სახელი ეწოდა.
ტემპერატურის საზომის თავიანთი ვარიანტები შემოგვთავაზეს შოტლანდიელმა ფიზიკოსმა უილიამ რანკინმა (1820-1872), ფრანგმა ასტრონომი და გეოგრაფმა ჟოზეფ დელილმა ( 1688- 1688) და ინგლისელმა ფიზიკოსმა, მათემატიკოსმა და ასტრონომმა ისააკ ნიუტონმა (1643-1727), თუმცა ჩვენთვის ყველაზე ცნობილი შვედი ასტრონომისა და ფიზიკოსის ანდერს ცელსიუსის (1701-1744) ვარიანტია.
სწორედ ცელსიუსის ძალისხმევის შედეგად, 1742 წელს ნულოვან წერტილად ყინულის დნობის ტემპერატურა აღიარეს, ხოლო წყლის დუღილის წერტილი 100 °–ით განისაზღვრა.
ალკოჰოლის გრადუსები
1847 წელს რუსმა ქიმიკოსმა, გერმან ჰესმა (1802-1850), ალკოჰოლის სიმაგრის გრადუსებით გაზომვის მეთოდი გამოიგონა. მეცნიერის სპირტომეტრი არყის მისაღებად, წყალში გაზავებული სპირტის სათლების რაოდენობას ითვლდა.
განისაზღვრა, რომ სასმელის ხარისხი და სიმაგრე სუფთა სპირტის შემცველობით განისაზღვრება.
ჰესის მეთოდი და მისი ალკოჰოლის საზომი ყველასთვის მოსახერხებელი აღმოჩნდა და მთელ მსოფლიოში გავრცელდა. ბოლო დრომდე ასე გრძელდებოდა, სანამ ახალი გაზომვის სისტემებს აღმოაჩენდნენ.
რატომ მაინცდამაინც გრადუსი?
სიტყვა „გრადუსი“ ლათინურიდან სიტყვა-სიტყვით ითარგმნება, როგორც „ნაბიჯი“.
გრადუსი სხვა საზომი ერთეულებისგან განსხვავებით, არ არის მიბმული კონკრეტულ მნიშვნელობასთან. მას კონკრეტული ფიზიკური პარამეტრები არ აქვს, ამიტომ მისი გამოყენება ყველგან შეიძლება.
სინამდვილეში, სიტყვა „გრადუსი“ პირობითი სტანდარტის საწინააღმდეგო მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების რაოდენობას გულისხმობს. იგივე წარმატებით, შეგიძლიათ გამოიყენოთ „ხარისხი“, „ერთეული“ და სხვა მსგავსი მნიშვნელობის ტერმინები.
თავისი უნივერსალურობის დამსახურებით, გრადუსი უამრავ ენასა და მეცნიერებაში დამკვიდრდა.
👉 ალკოჰოლის ხარისხისა და კუთხეების საზომის გარდა, გრადუსით იზომება სითხის სიმკვრივე, ფერთა გამა, ელექტროტექნიკაში ფაზების სხვაობა და რძის მჟავიანობაც კი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან