სილამაზე/ჯანმრთელობა

როგორ განვსაზღვროთ ძილის იდეალური დრო ასაკის მიხედვით

მარიამ ელიაშვილი

20:00 ოთხ. 20 იანვარი

ძილი
14
დაკოპირებულია

კორონავირუსმა ჩვენი ყოველდღურობა მთლიანად შეცვალა, რაც ძილის რეჟიმზეც აისახა. ათასობით ზოგადი რჩევა, რომლებსაც სწრაფად დაძინებისთვის გვაძლევენ, ყველასთვის სასარგებლო არ არის. თუმცა, არსებობს მეცნიერების გარკვეული, საყურადღებო რეკომენდაციები... 

ძილის ეროვნული ფონდის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ზრდასრულებისთვის ძილის ხანგრძლივობა 7-9 საათი უნდა იყოს, მაგრამ ხანგრძლივობა მისი სრულყოფილების გარანტი არ გახლავთ.

კლინიკური ფსიქოლოგი, დუკის უნივერსიტეტის ფსიქიატრიისა და ქცევითი მეცნიერებების კათედრის დოქტორი ჯეიდ ვუ განმარტავს, რომ „ბევრი ძილი კარგ ძილს“ არ ნიშნავს:

„თუ მხოლოდ 9 საათი გჭირდებათ და 10 საათს იძინებთ, იმედგაცრუებული გაიღვიძებთ. ისეთი განცდა გექნებათ, თითქოს 7 საათი გეძინათ. საკუთარ თავს უნდა დაუსვათ შეკითხვა შემდეგნაირად - რომელ საათზე მიწევს ხვალ გაღვიძება და არა ის, თუ რომელზე დავიძინო. აი, მაგალითისთვის, ავიღოთ შაბათ-კვირა, დასვენების დღეებში ხომ იმავე დროს არ იღვიძებთ, როცა კვირის სხვა დღეებში?“

იდეალური ძილისთვის გაღვიძების დროის კონტროლი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე დაძინების. ამ მოსაზრებას ჰარვარდის უნივერსიტეტის, ბრიგამის და ქალთა საავადმყოფოს მკვლევრების მიერ ჩატარებული კვლევებიც ადასტურებს.

შედეგების თანახმად, ერთსა და იმავე დროს გაღვიძება სტუდენტებს მეტად პროდუქტიულს ხდიდა. რაც უფრო თანმიმდევრულები ხართ, თქვენი ტვინი ამ მოდელს მით უფრო ადვილად აღიქვამს და თავად „გეტყვით“, როდის უნდა დაიძინოთ.

გაღვიძების ჩვევის ჩამოყალიბების შემდეგ კი, შეგიძლიათ განსაზღვროთ, რომელ საათზე უნდა დაიძინოთ, იმისათვის, რომ ძილის ხანგრძლივობა თქვენს ასაკს შეესაბამებოდეს.

ამაში ქვემოთ მოცემული თვალსაჩინოება დაგეხმარებათ:



ფოტო: unsplash.com

წყარო: www.goodhousekeeping.com


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

8 მარტივი წესი, რათა სწრაფად ჩაიძინ...

საინტერესო ფაქტები ძილზე

„სტივ ჯობსმა დააგვიანა ჩემთან მოსვლ...

სტივ ჯობსის ონკოლოგი
დევიდ აგუსი

D ვიტამინის ნაკლებობა სიმსუქნეს იწვ...

D ვიტამინის ნორმა

კეფირის კოქტეილები ცხიმების დასაწვა...

კეფირის კოქტეილი ვახშმად

ახალი კვლევა: ყავის ხშირი მოხმარება...

ზედმეტი კოფეინი და
მახსოვრობა

5 მცენარე, რომელიც ვირუსული ინფექცი...

ჯანჯაფილი

კვერცხის ცილა სახეზე - 4 უკუეფექტი...

კვერცხი კოსმეტიკაში

10 რამ, რაც მამაკაცის „განსაკუთრებუ...

10 ფაქტი მამაკაცის სათესლე
ჯირკვლების შსახებ

სიცივე უფრო საშიშია თუ სიცხე ორგანი...

როგორი ტემპერატურა უფრო
საშიშია ორგანიზმისთვის?