იცით თუ არა

როგორ იქცა ზოლიანი მაისური მეზღვაურების უნიფორმად?

fun time

19:20 სამ. 14 მაისი

როგორ იქცა ზოლიანი
მაისური მეზღვაურების
უნიფორმად?

14
დაკოპირებულია

ბევრი ადამიანისთვის ზოლიანი მაისური საზღვაო კულტურისა და სტილის განუყოფელ ნაწილად ითვლება, მაგრამ ცოტა თუ უფიქრდება როგორ და რატომ იქცა ის მეზღვაურების სამხედრო ფორმად.

დავიწყოთ იმით, რომ პირველი ზოლიანი მაისურები საფრანგეთის ჩრდილო-დასავლეთით, ბრეტანში მცხოვრებმა ფრანგმა მეთევზემ გამოიგონა და შეკერა.

გადმოცემით, მეთევზემ, სახელად სენტ ჯეიმსმა, მე-19 საუკუნის შუა წლებში გადაწყვიტა, საკუთარი სამკერვალო გაეხსნა, რათა მეთევზეებისა და მეზღვაურებისთვის მაღალი ხარისხის „ბრეტონული სვიტერები და მაისურები“ შეეკერა.

მეთევზეები რომ ცივი ქარისა და მწერებისგან დაეცვა, ჯეიმსმა თავისი პირველი ზოლიანი სვიტერები სქელი მატყლისგან შეკერა.

საფრანგეთში ზოლიანი ტანსაცმელი ფსიქიკურად დაავადებულებთან, კეთროვანებთან და პატიმრებთან ასოცირდებოდა. ჯეიმსს მიაჩნდა, რომ საფრანგეთის ამ ნაწილში მცხოვრები მამაკაცები იმდენად თავისუფლები არიან, რომ მათთვის აკრძალვები არ არსებობს, ამიტომ ტანსაცმელზე შავი და თეთრი ზოლები ძლიერი და შრომისმოყვარე მამაკაცების თავისუფლების სიმბოლოდ იქცა.

სხვათა შორის, სენტ ჯეიმსის კომპანია ამ დრომდე არსებობს და ზოლიანი სამოსის წარმოებას აგრძელებს.

როგორ იქცა ბრეტონული ზოლიანი მაისური მეზღვაურების უნიფორმა?

საფრანგეთის საზღვაო ფლოტის შტაბი ბრეტანში მდებარეობდა, სადაც სენტ ჯეიმსმა მოდის რევოლუცია მოახდინა. ფრანგი მეზღვაურების უმეტესობაც ბრეტანელი იყო, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ 1858 წელს ზოლიანი მაისურები საფრანგეთის საზღვაო ძალების ოფიციალური უნიფორმა გახდა.

აღსანიშნავია, რომ სენტ ჯეიმსი ფრანგი მეზღვაურებისთვის ბრეტონული ზოლიანი მაისურების ოფიციალურ მომწოდებლად დაინიშნა, რამაც ბუნებრივია, ბრენდის განვითარებას ხელი შეუწყო.

საფრანგეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ბიულეტენში, რომელიც 1858 წლის 27 მარტს გამოქვეყნდა, წერია:

„დღეიდან საფრანგეთის ფლოტის მეზღვაურების ოფიციალურ ფორმად ცხადდება ზოლიანი ბამბის ქსოვილისგან შეკერილი მაისური 21 თეთრი, ჰორიზონტალური ზოლით. (ზოლის სისქე 10 მმ.)“

მალე ზოლიანი მაისურის ტარება ფრანგული ფლოტის ყველა მეზღვაურისთვის სავალდებულო გახდა.

იმ დროს ზოლები საზღვაო იერარქიის ყველაზე დაბალ საფეხურს განასახიერებდა, რაც ახალგაზრდა ოფიცრების მხრიდან ზოგჯერ ქედმაღალ დამოკიდებულებას იწვევდა.

ბევრი ისტორიკოსი ამბობს,რომ ფრანგი მეზღვაურების მაისურებზე ზოლები სიმბოლურ მნიშვნელობას ატარებდა.

ზოლიანი მაისურების თავდაპირველი დიზაინი ზუსტად 21 თეთრ ზოლს ითვალისწინებდა, რაც განასახიერებდა ნაპოლეონის ფრანგული ფლოტის 21 გამარჯვებას ბრიტანულ ფლოტზე. ფრანგული ფლოტის ბოლო გამარჯვება ნაპოლეონის დროს (1810 წლის 22–27 აგვისტო), გრანდ პორტის ბრძოლაში შედგა.

თუმცა, ჩვენს დროში ზოლების რაოდენობა, პირველ რიგში, ესთეტიკური შეხედულებებით განისაზღვრება.

რაში სჭირდებოდათ ზოლიანი მაისურები სხვა ქვეყნების მეზღვაურებს?

თუ ფრანგებთან დაკავშირებით ყველაფერი გასაგებია, სრულიად გაუგებარია, რაში სჭირდებოდათ ზოლიანი მაისურები სხვა ქვეყნების მეზღვაურებს?

როგორც გაირკვა, თეთრ მაისურებზე მუქ ზოლებს წარმოუდგენლად პრაქტიკული გამოყენება აქვს - ზღვაში ჩავარდნილი მეზღვაური ფერების ძლიერი კონტრასტის გამო შორიდანაც კი ადვილი შესამჩნევი იყო.

მაისური ღრმად ამოჭრილი საყელოთი იკერებოდა, რათა წყალში ჩავარდნილ მეზღვაურს მისი სწრაფად გახდა და დროშასავით აფრიალება შეძლებოდა. დროთა განმავლობაში, ზოლიანი მაისური მსოფლიოს მრავალი ფლოტის უნიფორმა გახდა.

ზოლიანი მაისურები მაღალიუ მოდის სამყაროში

ზოლიანი მაისური საზღვაო უნიფორმიდან მაღალი მოდის სამყაროში შანელის მოდის სახლის დამფუძნებლის კოკო შანელის წყალობით აღმოჩნდა.

როდესაც შანელი 1900-იან წლებში ბრეტანს პირველად ეწვია, ადგილობრივი მეზღვაურების ზოლიანმა მაისურებმა იმდენად აღაფრთოვანა, რომ ზოლების გამოყენება თავის ახალ კოლექციებში დაიწყო.

სწორედ შანელმა გაუხსნა ზოლიან მაისურებს გზა მაღალი მოდის სამყაროში.

ესეც დაგაინტერესებთ:

რატომ მიიჩნევდნენ ევროპაში ზოლიან სამოსს სატანის ნიშნად?

საზღვაო ცრურწმენები - რატომ ატარებდნენ მეკობრეები საყურეს?

ზღვის ბოშები - როგორია ცხოვრება ტალღებზე

წყარო: www.heddels.com


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი კვლევა: ღალატსა და ჯანმრთელობ...

ღალატის ბიოლოგია

რატომ არ ჭამენ ვეგანები ლეღვს?

რატომ არ ჭამენ ვეგანები
ლეღვს?

რატომ არ შეიძლება ქმრისთვის თმის შე...

რატომ არ შეიძლება
ქმრისთვის თმის შეჭრა?

ავოკადო ბუნებრივი საღებავია - არ გა...

ავოკადო - ბუნებრივი
საღებავი

გიმპი-გიმპი - ჭინჭრის ნათესავი, რომ...

გიმპი-გიმპი - ჭინჭრის
ნათესავი

4 ნივთი, რომლის ბორტზე ატანას მსოფლ...

თვითმფრინავის ბორტზე
აკრძალული ნივთები

რამდენ ხანს ცოცხლობს და როდის კვდებ...

რამდენ ხანს ცოცხლობს და
როდის კვდება ღვინო?

რა მოხდება, თუკი კატა „ულვაშს დაკარ...

რა მოხდება, თუკი კატა
„ულვაშს დაკარგავს“?

ვინ აკრძალა ინდურ ფილმებში კოცნა? -...

ფილმი „ბობი“