იცით თუ არა

შუა საუკუნეებში ცოლ-ქმრის სექსს მოსამართლე და ექსპერტები ესწრებოდნენ - რა იყო მიზეზი?

fun time

15:41 პარ. 23 აპრილი, 2021 წელი

იმპოტენცია შუა
საუკუნეებში

14
დაკოპირებულია

შუა საუკუნეებში განქორწინებისთვის ერთადერთი სერიოზული მიზეზი უშვილობა იყო. უფრო მეტიც, თუკი კაცს ცოლქმრული მოვალეობის შესრულება რ შეეძლო, ეს ეკლესიის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად განიხილებლდა, რადგან ქორწინების მიზანი შთამომავლობის დატოვება იყო.

წიგნის „მეცნიერებისა და ინტიმური ურთიერთობების საინტერესო კავშირი“ ავტორის, მერი როუჩის აზრით, მეუღლეებს შორის ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური კავშირის არარსებობა, მე -16 და მე -17 საუკუნეების საფრანგეთში დანაშაულად ითვლებოდა.

ფრანგმა ისტორიკოსმა პიერ დარმონმა აღმოაჩინა, რომ მამაკაცური უძლურების გამო განქორწინების პირველი შემთხვევები მე -14 საუკუნეში დაფიქსირდა, როდესაც საეკლესიო სასამართლოები ბრალდებებით გაივსო.

სასამართლო

ბოლომდე გაურკვეველია, როგორ მიმდინარეობდა სასამართლო სხდომის პროცესი, მაგრამ წიგნი „გამოცდა იმპოტენციაზე“, დაახლოებით, წარმოდგენას იძლევა.

ყველაფერი უკმაყოფილო ცოლის ბრალდებით დაიწყო, რომელმაც სასამართლოში სარჩელი შეიტანა. მოგვიანებით, სქესობრივ უძლურებაში მხილებული მამაკაცი მღვდლების, ქირურგების და ბებიაქალების წინაშე შემოწმებას გადიოდა.

ქალისთვის განქორწინების ერთადერთი მიზეზი ის იყო, რომ მეუღლე ვერ ახერხებდა ერექციას და, შესაბამისად, შვილების ჩასახვას.

უძლურების გამოკვლევა

სქესობრივ უძლურებაში ეჭვმიტანილის მამაკაცის რეპროდუქციულ ორგანოებზე გამოკვლევა უტარდებოდა. ლორა ბანისტერი წერს:

„ქმრის გენიტალიებს ყურადღებით აკვირდებოდნენ ფერის, ფორმისა და მდგომარეობის დასადგენად - ყველაზე კარგი, რისი იმედიც მამაკაცს შეიძლებოდა ჰქონოდა მაკონტროლებლების დელიკატური საქციელი იყო. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა იმას, აიძულებდა თუ არა ქმარი ცოლს ვნებიანი პოზების მიღებას შვილების დაპირების გარეშე“.

პარიზის იმდროინდელი გაზეთები მიმდინარე სასამართლო პროცესებს დიდი ხალისით აშუქებდნენ. ეს ნიშნავდა, რომ საზოგადოება მამაკაცის სქესობრივი უძლურების საკითხს საჯაროდ განიხილავდა და მამაკაცს სხვადასხვა შეურაცხმყოფელი ეპითეტებით მოიხსენიებდა. ექსპერტების გადაწყვეტილების გასაჩივრების ერთადერთი გზა „კონგრესის სასამართლო" იყო.

ეს იყო სასამართლო პროცესი, რომელიც ნეიტრალურ ტერიტორიაზე ტარდებოდა. წყვილს სქესობრივი აქტი ექსპერტებისა და მოსამართლეების წინაშე უნდა გაემეორებინათ, მათ კი საბოლოო გადაწყვეტილება გამოჰქონდათ.

სქესობრივ უძლურებაში ბრალდებული ქმრების ისტორიები:

მარკიზ დე ჟესვერსი

მარკიზ დე ჟესვერსი მეუღლემ იმაში დაადანაშაულა, რომ ქორწინებიდან 3 წლის განმავლობაში ერთხელად არ შეხებია; მარკიზა ირწმუნებოდა, რომ როგორც კი ღამით ქმართან ალერსს დააპირებდა, ის თავის ღამის პერანგში იმალებოდა და ცოლის ხელებს იშორებდა, რომ მასთან შეხება ვერ გაებედა.

მარკიზს კონგრესის წინაშე გამოცდა არ ჩაუბარებია, მაგრამ მისი სასქესო ორგანოები გულდასმით შეისწავლეს. ექსპერტებმა ერექცია დააფიქსირეს, მაგრამ მაინც ამტკიცებდნენ, რომ მამაკაცს არ შეეძლო შთამომავლობის ჩასახვა.

მარკიზი განქორწინებისგან მხოლოდ მეუღლის მოულოდნელმა სიკვდილმა იხსნა.

მარკიზ დე ლანჟეი

მარკიზ დე ლანჟეი პირველი გამოკვლევის შემდეგ ჯანმრთელად ცნეს, მაგრამ მამაკაცური ღირსების სრულად აღდგენისთვის მან დამატებითი გამოკვლევის ჩატარება მოითხოვა.

მეორე ცდაზე მარკიზმა, რომელსაც ცოლთან სექსუალური კონტაქტი კომისიის წინაშე უნდა დაემყარებინა, ერექციას ვერ მიაღწია. შერცხვენილი მარკიზი იძულებული გახდა, მარცხი ეღიარებინა, ხოლო ბედნიერმა მარკიზამ განქორწინებას მიაღწია.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

როგორ ითხოვს კატა დახმარებას - 4 სი...

როგორ ითხოვს კატა
დახმარებას

მეცნიერებმა გაარკვიეს, რატომ აქვთ კ...

მეცნიერებმა გაარკვიეს,
რატომ აქვთ კატებს
ვერტიკალური გუგები

როგორ ცხოვრობენ ქალაქში, სადაც ორი...

სოფელი ბარლი (Baarle) - ორი
ქვეყნის საზღვარი

რატომ აძინებდნენ სსრკ-ში ბავშვებს ს...

რატომ აძინებდნენ სსრკ-ში
ბავშვებს სიცივეში?

რატომ მალავენ კატები საკუთარ ექსკრე...

კატის ტუალეტი

რას ნიშნავს სიტყვა ორკი

რას ნიშნავს სიტყვა ორკი

რატომ ჭამენ ჩინელები ჩიტის ბუდეებს?

სალაგანის ბუდე

რატომ არ სვამს ალკოჰოლს ტრამპი? - 1...

დონალდ ტრამპი მამასთან
ერთად

რატომ იკეთებს მართლმადიდებელი საქორ...

საქორწინო ბეჭედი
მარჯვენა ხელზე