ქართული კერძები

ბოლოკის „ჩიფსები“ - სასუსნავი მათთვის, ვინც ჯანმრთელობას უფრთხილდება

fun time

12:00 შაბ. 23 ოქტომბერი, 2021 წელი

ბოლოკის ჩიფსები

14
დაკოპირებულია

ბოლოკი კარტოფილის ჩიფსების ჯანსაღი ალტერნატივა - ბევრი ცხიმი არ სჭირდება!

საჭირო პროდუქტი:

  • ბოლოკი - 10-15 ცალი
  • ზეითუნის ზეთი, 1 სუფრის კოვზი
  • პილპილი
  • მარილი

მომზადება:

1) გააცხელეთ ღუმელი 150 გრადუსამდე; საცხობ ფირფიტაზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი ან ცხობისთვის განკუთვნილი სპეციალური სილიკონის საფენი;
2) ბოლოკი საგულდაგულოდ გარეცხეთ და თხელ ფენებად დაჭერით. შემდეგ ჩააწყვეთ ჯამში, დაასხით ზეითუნის ზეთი, დააყარეთ პილპილი და მარილი გემოვნებით და კარგად აურიეთ;
3) გამზადებული ბოლოკი დაალაგეთ საცხობ ფირფიტაზე და შედგით ღუმელში. აცხვეთ, დაახლოებით, 1 საათი. სულ ეს არის.

შენიშვნა: თუ „ჩიფსები“ არასაკმარისად ხრამუნა იქნება, გამორთულ ღუმელში 10-15 წუთი დატოვეთ. ღუმელის კარი ოდნავ გადმოხსნილი უნდა იყოს.

გემრიელად მიირთვით!


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ქლიავის აჯიკა

ქლიავის აჯიკა

ყაბაყის აჯაფსანდალი

ყაბაყის აჯაფსანდალი

ფენოვანი ლობიანი

ფენოვანი ლობიანი

ქილების სტერილიზაცია ღუმელში

ქილების სტერილიზაცია
ღუმელში

ყურძნის წვენის შენახვა ზამთრისთვის

ყურძნის წვენის შენახვა
ზამთრისთვის

მწვანე ლობიო კვერცხით - სწრაფად მოს...

მწვანე ლობიო კვერცხით

როგორ შევღებოთ და გავაფორმოთ სააღდგ...

კვერცხის შღებვა

ქათმის ფილე არაჟნით

ქათმის ფილე არაჟნით

როგორ მზადდება აფხაზურა

როგორ მზადდება აფხაზურა