ქართული კერძები

შესუნელებული ბადრიჯანი

funtime

15:00 ოთხ. 30 დეკემბერი, 2020 წელი

ნუგვზიანი ბადრიჯნის
რეცეპტი
14
დაკოპირებულია

არსებობს კერძები, რომლებსაც ყველა სეზონზე აქვს თავისი ღირსეული ადგილი ქართულ სუფრაზე. ასეთია ბადრიჯანი ნიგვზით და სუნელებით. ამ რეცეპტს ექსკლუზიურად Funtime-ს მკითხველებისთვის მზარეული დავით გიორგბერიძე გვთავაზობს.

მასალა 4 ულუფისთვის:

ბადრიჯანი - 1 კგ;
გატარებული ნიგოზი - 200 გრ;
ხახვი - 200 გრ;
ოხრახუში - 1 კონა;
ნიორი - 3-4 კბილი
ზაფრანა, უცხო სუნელი, ხმელი ქინძი, დაფქული წიწაკა და მარილი - ეს ყველაფერი გემოვნებით.

მომზადების წესი:

კარგად გარეცხილ ბადრიჯანს მოაჭერით ყუნწი, გათალეთ ორი საპირისპირო მხრიდან, დაჭერით გრძლად და საშუალო სისქის ფენებად.
მოაყარეთ მარილი და გააჩერეთ, დაახლოებით, ათი წუთი. შემდეგ კარგად გაწურეთ.
გაცხელებულ ტაფაზე მოასხით ზეთი და დაიწყეთ ბადრიჯნის შეწვა საშუალო ტემპერატურაზე.
როგორც კი ერთი მხარე შეიწვება, გადააბრუნეთ.
შემწვარი ბადრიჯანი ჯამზე ამოიღეთ და სანამ ცოტა შეგრილდება, შეგიძლიათ შიგ ჩასადები ნიგვზის მასალის მომზადებას შეუდგეთ.

ჩაყარეთ ჯამში ნიგოზი, დაამატეთ ძალიან წვრილად დაჭრილი ხახვი და ოხრახუში.
შემდეგ დააყარეთ უცხო სუნელი, ხმელი ქინძი, ზაფრანა, დაფქული წიწაკა, მარილი და კარგად აზილეთ.
დაასხით სულ ცოტა წყალი, ისე რომ საშუალო სისქის მასა მიიღოთ.

ამასობაში, თქვენი შემწვარი ბადრიჯანიც გაგრილდებოდა.
აიღეთ ერთი ფირფიტა, თავშივე მოათავსეთ შეზავებული მასა თვალის ზომით და გადაკეცეთ იმდენჯერ, რამდენის საშუალებასაც ბადრიჯნის სიგრძე მოგცემთ.
შეგიძლიათ, ცოტა ნიგოზი ზემოდანაც გადაუსვათ.

შენიშვნა:

ნიგვზიანი ბადრიჯნის მოსამზადებლად ეცადეთ, საშუალოზე გრძელი ბადრიჯანი შეიძინოთ;
ნიგოზს შეგიძლიათ, ოდნავ ძმარიც დაამატოთ (თუკი მომჟავო გემო გსიამოვნებთ);
ბადრიჯნის გულში ჩასადებ მასას შეგიძლიათ, მოთუშული ხახვიც გაურიოთ, გაცილებით გემრიელი გამოვა, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ისედაც ნოყიერ კერძს მოთუშული ხახვი კიდევ უფრო დაამძიმებს.
სუფრასთან მიტანამდე თეფშზე მწვანე სალათის ფურცლები დააფინეთ, გადაკეცილი ბადრიჯანი ზედ დააწყვეთ და ბროწეულით ან მოცხარით მორთეთ - ასე კერძი გაცილებით ლამაზად გამოიყურება.

გემრიელად მიირთვით!


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ქათმის ღვიძლი არაჟნით

ღვიძლისგან მომზადებული
კერძი

შქმერული - კერძი, რომელიც იაპონიაში...

შქმერულის რეცეპტი

ჩიხირთმა მარტივად

ჩიხირთმა მარტივი რეცეპტი

სულგუნის ხინკალი ნადუღით

ნადუღი და სულგუნის
ფირფიტები

გულღვიძლი ნიგვზით - იმერულად

გულღვიძლი ნიგვზით

სალათი „თბილისი“ - მარტივად მოსამზა...

სალათა თბილისური ხორცით

საცივი - თბილისელი მეგრელების რეცეპ...

საცივი ქათმის