საკნატუნო ამბები

13 წლით პატიმრობა მიუსაჯეს, მაგრამ დაჭერა დაავიწყდათ - კორნელიუს ანდერსონის უცნაური ამბავი

fun time

16:01 ორშ. 12 აგვისტო

კორნელიუს ანდერსონის
უცნაური ამბავი

14
დაკოპირებულია

1999 წელს ამერიკის ქალაქ სენტ-ლუისში მცხოვრებ 22 წლის კორნელიუს ანდერსონს უცნაური ამბავი შეემთხვა. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ  კორნელიუსმა რესტორან Burger King-ის მენეჯერი გაძარცვა და პოლიციამ „ცხელ კვალზე“ დააკავა.  

2000 წელს გაიმართა სასამართლო, რომელმაც ახალგაზრდას 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, მაგრამ ბრალდებულის ადვოკატმა განაჩენი გაასაჩივრა და კორნელიუსი, გირაოს სანაცვლოდ, აპელაციის მოლოდინში გაათავისუფლეს.

მეორე ინსტანციის სასამართლომ ანდერსონის საჩივარი არ დააკმაყოფილა. შესაბამისად, თავდაპირველი სასჯელი ძალაში დარჩა და კორნელიუსი ელოდა შეტყობინებას, როდის და სად უნდა მისულიყო, რათა ციხეში გაეგზავნათ, თუმცა, შეტყობინება იგვიანებდა..

კანონმორჩილმა დამნაშავემ ადვოკატს შექმნილი ვითარების შესახებ აცნობა და ადვოკატმა უბრალოდ დალოდება ურჩია. დრო გადიოდა და შეტყობინება იგვიანებდა, ამიტომ კორნელიუსმა გადაწყვიტა, ჩვეული ცხოვრება გაეგრძელებინა, ოღონდ კანონის დარღვევის გარეშე.

***

დაახლოებით ერთი წლის შემდეგ კორნელიუსმა სახლთან ახლოს მდებარე კომპანიაში დურგლად მუშაობა დაიწყო. მალე ის დაქორწინდა, შვილები შეეძინა და საკუთარი მცირე ბიზნესი გახსნა.

ახალგაზრდამ პატიმრობისგან მოულოდნელი გათავისუფლება ღვთის ნებად მიიჩნია და მუშაობის პარალელურად, საქველმოქმედო საქმიანობა და საეკლესიო მსახურებებზე დასწრება ცხოვრების წესად გაიხადა.

მეზობლები თავაზიან და კანონმორჩილ ახალგაზრდას საუკეთესოდ ახასიათებდნენ, მაგრამ 13 წლის შემდეგ, როდესაც სამართალდამცველებს კორნელიუსი „გაახსენდათ“, პრობლემები დაიწყო...

***

2013 წელს, როდესაც კორნელიუს ანდერსონის გათავისუფლების დრო მოახლოვდა, სამართალდამცველებს გაახსენდათ, რომ დამნაშავე არ დაუპატიმრებიათ და ციხიდან ვერავის გაუშვებდნენ. იმავე დღეს ანდერსონის მისამართზე სპეცრაზმი გააგზავნეს და მამაკაცი დააკავეს.

შტატის პროკურორს, კრის კოსტერს მიაჩნდა, რომ ანდერსონმა სრული სასჯელი უნდა მოიხადოს. მან ანდერსონის საქმეში სისტემის წარუმატებლობა აღიარა და სასამართლოს მოუწოდა, მამაკაცის კანონმორჩილი ცხოვრება გაეთვალისწინებინა. „სასამართლომ სათანადოდ უნდა შეაფასოს დანაშაულის სიმძიმე, ასევე იპოვოს ბალანსი დანაშაულს, პოლიციის შეცდომასა და მისტერ ანდერსონის საქციელს შორის“, - განაცხადა პროკურორმა.

***

კორნელიური გარკკვეული დროით ციხეშიც მოხვდა, მაგრამ მის მხარდასაჭერად საზოგადოებაში ფართო კამპანია გაიშალა. მასში რესტორან Burger King-ის მენეჯერიც კი მონაწილეობდა, რომელიც კორნელიუსმა 1999 წელს გაძარცვა.

კორნელიუსის გათავისუფლებისთვის შექმნილ ონლაინ პეტიციას ხელი 30 000-ზე მეტმა ადამიანმა მოაწერა.

საზოგადოების ზეწოლის გამო მოსამართლე იძულებული გახდა, სასამართლო სისტემის შეცდომა ეღიარებინა და კორნელიუსი ციხიდან გაეშვა.

საბრალდებო დასკვნაში მან განაცხადა, რომ მთელი 13 წლის მანძილზე ანდერსონი წესიერი და კანონმორჩილი ცხოვრებით ცხოვრობდა, რაც ნიშნავს, რომ მართლმსაჯულების ამოცანა შესრულებულია.

***

კორნელიუს ანდერსონის შემთხვევა ძალიან საინტერესო მაგალითია, რომელიც სპეციალისტებმა უნდა გამოიკვლიონ!

გახდებოდა თუ არა კორნელიუსი ასეთივე წარმატებული და კანონმორჩილი მოქალაქე, 13 წელი ციხეში რომ გაეტარებინა?

თქვენ როგორ ფიქრობთ?


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

მსოფლიოს ყველაზე მოკლე საზღვარი, რო...

პლანეტაზე ყველაზე პატარა,
85 მეტრიანი საზღვარი.

ყვითელი ნისლი - როგორ შეცვალა „დიდმ...

ლონდონის დიდი სმოგი

ვინ არის კაცი, ვინც პლანეტის ეკოლოგ...

იაპონელი ეკოაქტივისტი
იძავა მასანა

სოფელი კუნძულზე, სადაც ჭადრის ხეს „...

ბურსა, სოფელი გოლიაზი

მამაკაცს 14 წელი ხელფასი ისე ერიცხე...

ესპანელი ჩინოვნიკის
ამბავი

სიდნეის ყველაზე ცნობილი ადგილი - სა...

ზამიტების ოჯახის სახლი

მიწაში ნაპოვნი „ფერარის“ ამბავი

გაახლებული „ფერარი“

„მოცურავე წყალში გადახტა და მაშინვე...

ოლიმპიური ანტირეკორდები

10 უცნაური ფაქტი მსოფლიოს სხვადასხვ...

სუდანის პირამიდები