საკნატუნო ამბები

5 ნიშანი იმისა, რომ სამსახურის შეცვლის დროა

fun time

18:51 ხუთ. 15 იანვარი

5 ნიშანი იმისა, რომ
სამსახურის შეცვლის დროა

14
დაკოპირებულია

სამსახური ის ადგილია, სადაც სახლზე დიდ დროს ვატარებთ, ამიტომ თუ სამუშაო სიამოვნებას არ გვანიჭებს, კოლეგები არ მოგვწონს და  გამუდმებით დისკომფორტს ვგრძნობთ, პროფესიის ან სამუშაო ადგილის შეცვლაზე უნდა დავფიქრდეთ. ეს 5 ნიშანი იმაზე მიუთითებს, რომ გადაწყვეტილების მიღების დროა. 

1. დასვენების დღეების ან შვებულების შემდეგაც კი დაღლილობას გრძნობთ

მძიმე სამუშაო კვირის შემდეგ დაღლილობის შეგრძნება ყველასთვის ნაცნობია, მაგრამ, როდესაც დაღლილობის დონე ყველა ზღვარს აჭარბებს და თავს ძალას ატანთ, რომ საწოლიდან წამოდგეთ და სამსახურისკენ გაემართოთ, უნდა დაფიქრდეთ - გჭირდებათ ასეთი სამსახური საერთოდ?

2. ხშირად ავადმყოფობთ

გაციების სეზონზე ეს შეიძლება ნაკლებად შესამჩნევი იყოს, რადგან ამ დროს თითქმის ყველა ავადმყოფობს, თუმცა, სცადეთ და საკუთარი ორგანიზმის ზოგად მდგომარეობას დააკვირდით. თუ ხვდებით, რომ გაციება ჩვეულებრივზე დიდხანს გრძელდება ან მუდმივად სტრესში ხართ, რაც ორგანიზმის გამოფიტვას იწვევს, ორი გამოსავალი გაქვთ: ან ხელმძღვანელობას დატვირთვის შემცირებაზე დაელაპარაკეთ ან სხვა სამსახური იპოვეთ უფრო მსუბუქი გრაფიკით.

3. იწყენთ

სამუშაო, როგორი ერთფეროვანიც არ უნდა იყოს, მუდმივად სტიმულს უნდა გაძლევდეთ და წინსვლისკენ გიბიძგებდეთ. იმ შემთხვევაში, თუ ყველაფერს ინერციით აკეთებთ, საქმეებს კოლეგებზე ადრე ასრულებთ და დანარჩენ დროს კედელს უყურებთ, დროა საქმიანობის სფეროს შეცვლაზე იფიქროთ.

4. თქვენი და კომპანიის ღირებულებები არ ემთხვევა

დიახ, ხანდახან ხედვები და მოსაზრებები ერთმანეთს არ ემთხვევა, განსაკუთრებით მაშინ, როცა დიდ კომპანიაში მუშაობთ. მაგრამ თუკი ხელმძღვანელობასთან საუბრის შემდეგაც არაფერი იცვლება, ეს განგაშის მიზეზია, რომელიც მიგანიშნებთ, რომ თქვენი გზები გაიყო.

5. კოლექტივი ტოქსიკურია

ჭორაობა ყველას უყვარს, თუმცა ყველაფერს თავისი ზომა აქვს. როდესაც კოლეგების თუ უფროსობის ერთი შეხედვით უწყინარი ხუმრობები თქვენს პირად საზღვრებს არღვევს, დადგა დრო, სამუშაოდ უფრო სასიამოვნო ადგილი იპოვოთ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

სად ჯობია დასვენება ფსიქიკის აღსადგ...

სად ჯობია დასვენება
ფსიქიკის აღსადგენად?

რატომ იმატა მსოფლიოში ტყუპების რაოდ...

რატომ მოიმატა მსოფლიოში
ტყუპების რაოდენობამ?

Chupa Chups-ის ლოგო სალვადორ დალიმ...

Chupa Chups-ის ლოგო სალვადორ
დალიმ შექმნა

რატომ უჭირს კატას ხიდან ჩამოსვლა, თ...

რატომ უჭირს კატას ხიდან
ჩამოსვლა

სასწაულმოქმედი ხილი, რომელიც შაქარზ...

მსოფლიოში ყველაზე ტკბილი
ხილი - ტაუმატოკოკუ

ქვეყნები, სადაც ჩვენი საყვარელი პრო...

9 ქვეყანა, სადაც ჩვენი
საყვარელი პროდუქტები
აკრძალულია

რატომ უნდა გაყინოთ ყავის მარცვლები?

რატომ უნდა გაყინოთ ყავს
მარცვლები

რატომ არ შეიძლება იაპონიაში რესტორნ...

იაპონური კვების კულტურა

ვინ, როდის და რატომ გამოიგონა სუფრი...

სუფრის დანა - ნივთის
ისტორია