საკნატუნო ამბები

5 რომანტიკული კომედია შაბათ-კვირისთვის

fun time

12:00 შაბ. 17 აპრილი, 2021 წელი

საუკეტესო რომანტიკული
ფილმები უქმეებისთვის

14
დაკოპირებულია

დამღლელი ყოველდღიურობის დროებით დასავიწყებლად ზოგი მძიმე დრამაზე აკეთებს არჩევანს, ზოგს კი ფილმის საშუალებით ხალისიანი განწყობის შექმნა და იმის ნახვა სურს, რომ ცხოვრება მშვენიერია. დღეს სწორედ მეორე ჯგუფის ადამიანებისთვის რეკომენდებულ საუკეთესო რომანტიკულ ფილმებს შემოგთავაზებთ.

1) პირველი ფილმი, რომელსაც ამ უქმეებისთვის გირჩევთ, არის Paris à tout prix / პარიზში ნებისმიერ ფასად.

ეს 2013 წელს გადაღებული ფრანგული რომანტიკული კომედია გახლავთ.
მისი სიუჟეტი კინოინდუსტრიაში ახალ სიტყვას ნამდვილად ვერ ამბობს, მაგრამ მაყურებლის გამხიარულება და ოცნებების რეალობად ქცევის რწმენის გამყარება ნამდვილად შეუძლია.
ფილმის რეჟისორია რემ კერისი, მთავარ როლს კი სესილ კესელი ასრულებს.


2) მეორე ფილმი, რომელის ამ ჩამონათვალში შევიტანეთ, 1972 წელს გადაიღეს, თუმცა სიძველის მიუხედავად, სურათს ძალიან კარგი ხარისხი აქვს და ტექნიკური ხარვეზები კინოჩვენებას ჩრდილს არ მიაყენებს.
ეს ფილმი გახლავთ ამერიკული მელოდრამა whats upp doc? / რა ხდება, დოკ?

სიუჟეტის მიხედვით ბარბრა სტრეიზანდის გმირი ძალიან სიმპათიური მამაკაცის მოსახიბლად ყველაფერს აკეთებს და ეს ძალიან ბევრ სასაცილო სიტუაციას ქმნის.
ფილმის რეჟისორია პიტერ ბოგდანოვიჩი, მთავარ როლს კი ბარბრა სტრეიზანდი და რაიან ონილი ასრულებენ.


3) ჩვენ მიერ რეკომენდებული მესამე ფილმი რომანტიკული კომედიაა un plan parfait / იდეალური გეგმა.

ეს გახლავთ ცრურწმენას აყოლილი ქალის ისტორია, რომელსაც სურს, თავი დაიცვას უსიამოვნებებისგან, შედეგად კი უფრო დიდ უსიამოვნებაში აღმოჩნდება.
ფილმის რეჟისორია პასკალ ჩაუმელი.


4) შემდეგი სასიყვარულო ისტორია, რომელიც კარგად გაგამხიარულებთ, არის The ugly truth / მახინჯი სიმართლე.

ეს ჰოლივუდური მელოდრამა სახალისო გზით წარმოაჩენს, რომ სწორი ტაქტიკის შერჩევის შემდეგ ქალს ნებისმიერი მამაკაცის გულის მოგება შეუძლია, თუმცა მთავარი სირთულე ვინმეს გულის მოგება კი არა, მოსაგები გულის შერჩევაა.
ფილმში მთავარ როლებს ჯერარდ ბატლერი და კრისტინ ჰეიგლი ასრულებენ, რეჟისორი კი რობერტ ლუკეტი გახლავთ.


5) ამ ხუთეულის ბოლო ფილმია when in rome / ერთხელ რომში.

ეს ჰოლივუდური ფილმი გვიამბობს ისტორიას ახალგაზრდა ქალზე, რომელიც საკუთარ თავზე შემთხვევით გამოცდის რომაელი ქალღმერთის ქანდაკების ჯადოსნურ ძალას.
ფილმი სავსეა რომანტიკული სცენებით. რეჟისორი სახალისო მეთოდებით ცდილობს, დაგვანახოს, რამდენი სიგიჟის ჩადენა შეუძლია სიყვარულისგან დაბრმავებულ ადამიანს.
ფილმის რეჟისორია მარკ სტივენ ჯონსონი, მთავარ როლებს კი დენი დე ვიტო, ჯოშ დუნამელი და კრისტინ ბელი ასრულებენ.



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

Chupa Chups-ის ლოგო სალვადორ დალიმ...

Chupa Chups-ის ლოგო სალვადორ
დალიმ შექმნა

რატომ უჭირს კატას ხიდან ჩამოსვლა, თ...

რატომ უჭირს კატას ხიდან
ჩამოსვლა

სასწაულმოქმედი ხილი, რომელიც შაქარზ...

მსოფლიოში ყველაზე ტკბილი
ხილი - ტაუმატოკოკუ

ქვეყნები, სადაც ჩვენი საყვარელი პრო...

9 ქვეყანა, სადაც ჩვენი
საყვარელი პროდუქტები
აკრძალულია

რატომ უნდა გაყინოთ ყავის მარცვლები?

რატომ უნდა გაყინოთ ყავს
მარცვლები

რატომ არ შეიძლება იაპონიაში რესტორნ...

იაპონური კვების კულტურა

ვინ, როდის და რატომ გამოიგონა სუფრი...

სუფრის დანა - ნივთის
ისტორია

გამოიგონეს თვალის ლინზა, რომლითაც ს...

ლინზები ღამის ხედვისთვის

ახალი აღმოჩენა - რატომ არ უნდა გადა...

სიბრძნის კბილი და
ღეროვანი უჯრედები