საკნატუნო ამბები

5 საუკეთესო საახალწლო მელოდრამა

fun time

15:21 შაბ. 2 იანვარი, 2021 წელი

რეალური სიყვარული

14
დაკოპირებულია

ეს რომანტიკული მელოდრამები ყველა ასაკის კინომანს მოეწონება და წინასაახალწლო განწყობასაც შეუქმნის...

სხვადასხვა შეხედულება ერთ დღესასწაულზე ფილმებში „რეალური სიყვარული“ და „ძველი ახალი წელი“.

რეალური სიყვარული

ფილმში 7 დიდი ისტორია და ბევრი პატარა სიუჟეტური ხაზია, რომლებიც ბოლოს ყველაზე უცნაური გზებით იკვეთება შობის დღესასწაულზე.

აქ ნახავთ საკუთარ თანამშრომელზე შეყვარებულ პრემიერ-მინისტრს; მწერალს, რომელიც ქვეყნის დასალიერზე პოულობს თავის ჭეშმარიტ სიყვარულს და რომლისთვისაც არ არსებობს ენობრივი და ტერიტორიული ბარიერები. „სიყვარული ყველგანაა“ - ეს არის ფილმის სლოგანი და მაყურებელს სჯერა, რომ ეს სიმართლეა. სიყვარული ასულდგმულებს დაქვრივებულ მამაკაცს, რომელიც გერთან ერთად ცხოვრობს, ხანდაზმულ მომღერალსაც და მრავალი წლის წინათ დაქორწინებულ წყვილსაც. „და თუ ყურადღებით დააკვირდებით, იგრძნობთ, რომ სიყვარული, მართლაც, ყველგანაა“.

ძველი ახალი წელი

თუ „რეალურ სიყვარულში“ მოქმედება დიდ ბრიტანეთში ვითარდება და პერსონაჟებიც ინგლისელები არიან, აქ მაყურებელი ნიუ-იორკში გადაინაცვლებს - ქალაქში, რომელსაც არასოდეს სძინავს.

5 სიუჟეტური ხაზი და 20-ზე მეტი გმირი: ახალგაზრდა კაცი, რომელსაც სძულს ახალი წელი; ცხოვრებისგან იმედგაცრუებული ქალი და ყმაწვილი, რომელიც ცდილობს, ქალს დაეხმაროს; მიტოვებული პატარძალი, შეყვარებული გოგონა და მისი დედა. ყველა ამ ადამიანს საახალწლოდ ერთადერთი რამ უნდა: იყოს საყვარელი ადამიანის გვერდით.

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, ანუ მეზობლებისთვის შესვლა აკრძალულია!

ამ ამერიკული საახალწლო ფილმის სიუჟეტი საკმაოდ მარტივია: ერთ პატარა ქალაქში გვერდიგვერდ ცხოვრობს ორი ამერიკული ოჯახი. ერთ-ერთი ოჯახის სამაგალითო მამა, მეტსახელად „ბატონი შობა“, არასოდეს ღალატობს თავის პრინციპებს და ყოველ შობას დღესასწაულს უწყობს საკუთარი ოჯახის წევრებს. მისი მეზობელი - ცოტა ექსცენტრიკული მამაკაცი გადაწყვეტს, საახალწლოდ თავისი სახლი ისე გაანათოს, რომ კოსმოსიდანაც კი ჩანდეს.

ეს იდეა ბევრ მის თანაქალაქელს არ მოეწონება და განსაკუთრებით მის მეზობელს - სანიმუშო მეოჯახეს. მეზობლებს შორის გაჩაღებული ომის წყალობით წინასაახალწლოდ ეს პატარა ქალაქი ომის ეპიცენტრად იქცა.
ეს სახალისო კომედია, დენი დე ვიტოსა და მეთიუ ბროდერიკის ბრწყინვალე შესრულებით, საშობაოდ მხიარულ განწყობას შეგიქმნით!

სტოუნების ოჯახი

ამ საახალწლო კომედიის მთავარი გმირები სულაც არ არიან თბილი გრძნობებით აღვსილნი. სტოუნების დიდ ოჯახის უფროს შვილს სახლში მოჰყავს მომავალი საცოლე და იმედი აქვს, რომ ყოველგვარი სიურპრიზის გარეშე გააცნობს თავისი ოჯახის წევრებს. ამ დროს კი, მათ, თავის მხრივ, არანაირი სურვილი არ აქვთ, თბილად მიიღონ კარიერაზე გადამკვდარი სარძლო. და ეს ყველაფერი წინასაშობაოდ ხდება...
პირველივე კადრები მაყურებელს ისეთ შთაბეჭდილებას უქმნის, რომ თითქოს მორიგ ექსცენტრიკულ კომედიას უყურებს, თუმცა მოვლენების შემდგომი განვითარება ფილმის გაცილებით ღრმა აზრს ხსნის: ის უფრო მელოდრამატული და სენტიმენტალურია, და სწორედ ეს არის მისი ხიბლი ახალი წლისა და შობის მოახლოებისას.

დაბოლოს - საუკეთესო საშობაო ფილმი: შვებულება

ორი ახალგაზრდა ქალი გადაწყვეტს, საშობაო არდადეგებზე სახლები გაცვალონ. სარეკლამო სააგენტოს წარმატებული მფლობელი ინგლისის ერთ პატარა პროვინციაში მიდის, რათა „კაცებისგან დაისვენოს“. ლონდონური გაზეთის თანამშრომელი კი მზიურ კალიფორნიას სტუმრობს „გატეხილი გულის“ სამკურნალოდ. ორი მთავარი გმირი, ორი სხვადასხვა ქალაქი, ორი განსხვავებული ბედისწერა - და რაღაც ჯადოსნური მაქინაციებით წინასაახალწლოდ მათი გზები იკვეთება.
შეუდარებელი მსახიობები, ჯადოსნური სიუჟეტი, ულამაზესი გაფორმება - თუ „შვებულება“ ჯერ კიდევ არ გინახავთ. დღეს სწორედ ამის დროა!

მრავალ შობა-ახალ წელს!


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

პლანეტების აღლუმი — 28 თებერვალს ცა...

პლანეტების აღლუმი 2025

რატომ ჰქვია Samsung-ს სამსუნგი და X...

რატომ ჰქვია Samsung-ს სამსუნგი
და Xiaomi-ს შაომი?

რა აჩუქა ბენგალმა მსოფლიოს?

რა აჩუქა ბენგალმა
მსოფლიოს?

რომელი ფაქტორები განსაზღვრავს თვალი...

რომელი ფაქტორები
განსაზღვრავს თვალის ფერს?

იაპონელი პენსიონერები ციხეში საკუთა...

იაპონელი მოხუცები ციხეში

ცოლ-ქმარი 12-ჯერ დაქორწინდა და განქ...

ქორწინება თაღლითური
მიზნისთვის

დიდი უიღბლობის ამბავი - მამაკაცი 20...

დიდი უიღბლობის ამბავი

რატომ ღებავენ თვითმფრინავებს თეთრად...

რატომ ღებავენ
თვითმფრინავებს თეთრად?

თანამედროვეობის 6 ყველაზე ძვირად ღი...

ჟან-მიშელ ბასკია