საკნატუნო ამბები

7 საშინელებათა ფილმი, რომელიც ნამდვილ ამბავზეა დაფუძნებული

სალომე ჩაჩიბაია

18:00 სამ. 2 თებერვალი, 2021 წელი

სათამაშო

14
დაკოპირებულია

გადაკეტეთ კარი, გულდასმით შეამოწმეთ ფანჯრები, შეიხედეთ საწოლების ქვეშ და გამოგვყევით - ეს რეალური ისტორიების 5 საუკეთესო ეკრანიზაციაა:

ჩუმი სახლი/Silent House (2012 წ.)


ეს ფსიქოლოგიური თრილერი ახალგაზრდა გოგონაზე მოგვითხრობს, რომელიც მოჩვენებებით სავსე სახლში ხვდება. ფილმი, სავარაუდოდ, დაფუძნებულია ნამდვილ ამბავზე, რომელიც ურუგვაის პატარა ქალაქში 1940-იან წლებში განვითარდა...

ამერიკული დანაშაული/An American Crime (2007)


ამ საშინელებათა ფილმში ელენ პეიჯი სილვია ლიკენსის როლს ასრულებს. გოგონა 1965 წელს თავისმა აღმზრდელმა სასტიკად აწამა და მოკლა.

ალქაჯი/THE WITCH (2015წ)

ინგლისი. 1630 წელი. ვილიამი და კატერინა ქრისტიანული ცხოვრებით ცხოვრობენ 5 შვილთან ერთად. როდესაც მათი ახალდაბადებული ბავშვი იღუპება, ოჯახი ორად იყოფა. ამ დროისთვის კი ზებუნებრივი ძალებით დაჯილდოებული ეშმაკი ტყეში ბინადრობს.

ზოდიაქო/zodiac (2007)

ფილმი ეყრდნობა ჩადენილი დანაშაულის რეალურ მასალებს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დამაინტრიგებელი, გაუხსნელი საქმეა ამერიკაში. „ზოდიაქო“ არის ამბავი სერიულ მკვლელზე, რომელიც სან ფრანცისკოს სანაპირო ზოლს ატერორებდა და შიფრებით და წერილებით პოლიციას თავგზას უბნევდა. ამ საქმის გამო ოთხი პოლიციელი შეპყრობილი ხდება, მათი ცხოვრება და კარიერა ვითარდება და ინგრევა დაუსრულებელი მინიშნებების ფონზე.

მორჩილება/ Compliance (2012)



რეალურ მოვლენაზე დაფუძნებული ფილმი, მოგვითხრობს ჩვეულებრივი სწრაფი კვების ობიექტში მომუშავეთა ერთ დღეზე. ოფისში რეკავს უცნობი, რომელიც მენეჯერს თავს გამომძიებლად გააცნობს და სთხოვს, ერთ-ერთი გამყიდველი გოგონა ქურდობის ბრალდებით დააკავოს.

საბავშვო სათამაშო/Child’s play (1988, 2019)

მარტოხელა დედა ვაჟს, ენდის, დაბადების დღისათვის „მეგობარ“ თოჯინას აჩუქებს, თუმცა წარმოდგენა არ აქვს მის მავნე ბუნებზე. ფილმი 1988 წელს გადაღებული კლასიკური საშინელებათა ფილმის თანამედროვე ვარიანტია. ეს უკანასკნელი კი სათამაშო „რობერტის“ ინსპირაციით გადაიღეს. ერთი ვერსიით, მართლაც არსებობდა თოჯინა, რომელსაც ავი სულები სხეულად იყენებდნენ.

საოცრად ავი, შოკისმომგვრელად ბოროტი და საზარელი/ extremely wicked, shockingly evil and vile (2019 წ.)

ზაკ ეფრონი ტედ ბანდის, 70-იანი წლების სერიული მკვლელის როლს ასრულებს. ის ქალებს სასტიკად აწამებდა და ხოცავდა.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

მინგუნის ზარი - უნიკალური გიგანტი,...

მინგუნის ზარი

ამერიკაში მოტორიზებული თხილამურები...

ძრავიანი თხილამური

4 შემთხვევა, როდესაც ციდან ფული მარ...

4 შემთხვევა, როდესაც ციდან
ფული მართლა ცვიოდა

ალასკის მკაცრ კლიმატს რომ გაუძლონ,...

როგორ უძლებს ბაყაყი
ყინვას?

როგორ საუბრობენ პრეზიდენტები ტელეფო...

როგორ საუბრობენ
პრეზიდენტები ტელეფონით?

ფეხსაცმელი, როგორც ოქსფორდის უნივერ...

მამაკაცის ფეხსაცმელი -
ოქსფორდების ისტორია

სად ჯობია დასვენება ფსიქიკის აღსადგ...

სად ჯობია დასვენება
ფსიქიკის აღსადგენად?

რატომ იმატა მსოფლიოში ტყუპების რაოდ...

რატომ მოიმატა მსოფლიოში
ტყუპების რაოდენობამ?

Chupa Chups-ის ლოგო სალვადორ დალიმ...

Chupa Chups-ის ლოგო სალვადორ
დალიმ შექმნა