საკნატუნო ამბები

9 სკანდალი „ოსკარის“ დაჯილდოებაზე

fun time

14:30 კვი. 14 თებერვალი, 2021 წელი

ოსკარის ჯილდოები და
სკანდალები

14
დაკოპირებულია

სკანდალები და დაუგეგმავი განვითარება ზოგჯერ ამ მშვენიერ ცერემონიალსაც ახლავს და ჩვენ 9 ასეთ შემთხვევას გაგახსენებთ. 

1940 წელი - ჰეტი მაკდენიელი

1940 წელს ოსკარი საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებლისთვის (დედილო „ქარწაღებულებში“) ოსკარის არსებობის ისტორიაში პირველად გადაეცა აფრო-ამერიკელ მსახიობს ჰეტი მაკდანიელს.
მაგრამ მისი ნიჭის აღიარებაც კი ვერ გახდა საკმარისი მიზეზი, რომ ფერადკანიანი ქალბატონისთვის ადგილი თეთრკანიანი კოლეგების გვერდით დაეთმოთ.
მას ადგილი დარბაზის ყველაზე შორ კუთხეში გამოუყვეს. ყველაფრის მიუხედავად, ჰეტი ბედნიერი ჩანდა და მისი მადლობის სიტყვები განსაკუთრებით ემოციურად ჟღერდა.

1973 წელი - მარლონ ბრანდო

1973 წელს ცნობილმა მსახიობმა ლეგენდარულ ფილმში, „ნათლია“ ვიტო კორლეონეს როლისთვის ოსკარი მიიღო, მაგრამ მან პრიზის მიღებაზე უარი განაცხადა და დაჯილდოვების ცერემონიალზე ინდურ ეროვნულ სამოსში გამოწყობილი გოგონა გააგზავნა, რომელმაც მარლონ ბრანდოს წერილი წაიკითხა.
თავის წერილში მსახიობმა განმარტა, რომ ვერ მიიღებდა ჯილდოს, რადგან აამერიკული კინოინდუსტრია ინდოელებს ამცირებს და ველურ ბარბაროსებად წარმოაჩენს, ხოლო ინდოელების შესახებ გადაღებულ ფილმებში მთავარ როლებს მხოლოდ თეთრ მკანოანი სახიობები ასრულებენ.

1974 წელი - რობერტ ოპელი

ოსკარის დაჯილდოების ცერემონიალის წამყვანი, დევიდ ნივენი სცენაზე შეუდარებელი ელიზაბეტ ტეილორის მოწვევას აპირებდა, როდესაც მის ზურგს უკან, ერთი კულისიდან მეორეში აბსოლუტურად შიშველმა რობერტ ოპელმა გაირბინა.
საზეიმო ცერემონიაზე ასეთი ექსტრავაგანტული გამოჩენით, სამხატვრო გალერეის მფლობელმა ლოს-ანჯელესის სანაპიროებზე ნუდისტური პლაჟების აკრძალვა გააპროტესტა.

1993 წელი - გილბერტ კეიტსი

მსოფლიოს ოსკარის 65-ე ცერემონიალი იმით დაამახსოვრდა, რომ ჯილდოს მფლობელმა მსახიობებმა სცენაზე ხმამაღალი პოლიტიკური განცხადებები გააკეთეს.
რიჩარდ გირმა ჩინეთის ტიბეტში შეჭრაზე გააკეთა განცხადება, ხოლო სიუზან სარანდონმა და ტიმ რობინსმა გადაწყვიტეს, აივ ინფიცირებული ჰაიტიელების უფლებებზე ესაუბრათ.
ცერემონიის პროდიუსერი, გილბერტ კეიტსი იძულებული გახდა, რომ მსახიობებს დამუქრებოდა. მან პირობა დადო, რომ ყველას, ვინც პოლიტიკაზე სიტყვას დაძრავდა, ოსკარზე გამოჩენა სამუდამოდ აეკრძალებოდა.
საბედნიეროდ, მუქარა სწრაფად დაივიწყეს და ისინიც, ვინც აკრძალულ თემაზე საუბარს განაგრძობდა, რამდენიმე წლის შემდეგ, ოქროს ქანდაკების მისაღებად სცენაზე იდგნენ.

2003 წელი - რომან პოლანსკი

ოსკარის 75-ე ცერემონიაზე რომან პოლანსკი ფილმისთვის „პიანისტი“ საუკეთესო რეჟისორად აღიარეს, მაგრამ ჯილდოს პირადად მიღება ვერ შეძლო. რეჟისორმა 1977 წელს 13 წლის სამანტა გეილის გაუპატიურება აღიარა. გამოძიებასთან თანამშრომლობის მიუხედავად, დევნის შიშით რომან პოლანსკი იძულებული გახდა, ემიგრაციაში წასულიყო და ამ დრომდე საფრანგეთში ცხოვრობს.

2012 წელი - საშა ბარონ კოენი

ინგლისელმა კომიკოსმა ცერემონიის დაწყებამდე, ჯერ კიდევ წითელ ხალიჩაზე მოახერხა საზოგადოების შოკში ჩაგდება განცხადებით, რომ სადამ ჰუსეინმა ურჩია, წინდებზე ფული არ დაეხარჯა.
შემდეგმა ხუმრობამ სადამ ჰუსეინიც და წინდებიც ყველას დაავიწყა, რადგან კომიკოსმა თიხის ქოთანი წარმოადგინა და განაცხადა, რომ კიმ ჩენ ირის ფერფლი მოიტანა, რომელიც ცერემონიალზე დასწრებაზე ოცნებობდა.
ამის შემდეგ საშა ბარონ კოენმა გადაწყვიტა, ქოთანის შიგთავსი რაიან სიკრესტის კოსტიუმზე შეეყარა, რომელიც მასთან ინტერვიუს იღებდა და შემდეგ იმაზე ეხუმრა, რომ ჟურნალისტს კიმ ჩენ ირი აცვია.

2016 წელი- „თეთრი ოსკარი“

ოსკარის ცერემონიალს წინ რეჟისორ სპაიკ ლის მიერ ინტერნეტ-სივრცეში ორგანიზებული აღშფოთების ტალღა უძღოდა. საქმე ისაა, რომ ნომინირებულთა შორის არც ერთი აფრო-ამერიკელი არ იყო. კოლეგას მხარი ბევრმა მსახიობმა და რეჟისორმა დაუჭირა, რამაც საფუძველი ჩაუყარა #OscarsSoWhite -ის მოძრაობას. ორგანიზატორებს საჯაროდ ბოდიშის მოხდა მოუწიათ, კინოაკადემია რასიზმის ბრალდებას ვერ გადაურჩა.

2017 წელი - „ლა ლა ლენდი“ და „მთვარის შუქი“

ამ სკანდალს ოსკარის ისტორიაში ყველაზე გამორჩეულს უწოდებენ.
ცერემონიალის წამყვანმა ფეი დუნაუიმ საუკეთესო ფილმების ნომინაციაში გამარჯვებულად „ლა ლა ლენდი“ გამოაცხადა, მაგრამ გაირკვა, რომ მან შეცდომით სხვა კონვერტი გამოიტანა და სინამდვილეში, გამარჯვება სურათმა „მთვარის შუქმა“ მოიპოვა.
„ლა ლა ლენდის“ პროდიუსერი ჯორდან ჰოროვიცი უკვე სცენაზე იდგა და მადლობას იხდიდა, მაგრამ, მას აუხსნეს, რომ შეცდომა მოხდა და საბოლოოდ, ოქროს ქანდაკება „მთვარის შუქის“ შემქმნელებს გადაეცათ.

2019 წელი - კევინ ჰარტი

ოსკარის 91-ე ცერემონიალი წამყვანის გარეშე ჩატარდა, რადგან მსახიობმა კევინ ჰარტმა ამ როლზე უარი განაცხადა, ხოლო მისი შემცვლელის პოვნა ვეღარ მოასწრეს.
საქმე ის გახლავთ, რომ ცერემონიალის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე მსახიობი ლგბტ თემის მისამართით გამოთქმული მოსაზრებების გამო გააკრიტიკეს.
კევინ ჰარტმა ბოდიში მოიხადა, მაგრამ ცერემონიის წამყვანობაზე უარი თქვა.



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

მინგუნის ზარი - უნიკალური გიგანტი,...

მინგუნის ზარი

ამერიკაში მოტორიზებული თხილამურები...

ძრავიანი თხილამური

4 შემთხვევა, როდესაც ციდან ფული მარ...

4 შემთხვევა, როდესაც ციდან
ფული მართლა ცვიოდა

ალასკის მკაცრ კლიმატს რომ გაუძლონ,...

როგორ უძლებს ბაყაყი
ყინვას?

როგორ საუბრობენ პრეზიდენტები ტელეფო...

როგორ საუბრობენ
პრეზიდენტები ტელეფონით?

ფეხსაცმელი, როგორც ოქსფორდის უნივერ...

მამაკაცის ფეხსაცმელი -
ოქსფორდების ისტორია

სად ჯობია დასვენება ფსიქიკის აღსადგ...

სად ჯობია დასვენება
ფსიქიკის აღსადგენად?

რატომ იმატა მსოფლიოში ტყუპების რაოდ...

რატომ მოიმატა მსოფლიოში
ტყუპების რაოდენობამ?

Chupa Chups-ის ლოგო სალვადორ დალიმ...

Chupa Chups-ის ლოგო სალვადორ
დალიმ შექმნა