საკნატუნო ამბები

ადამიანები მწვანე სისხლით - მითია თუ რეალობა?

fun time

18:55 სამ. 23 მაისი, 2023 წელი

ადამიანები მწვანე
სისხლით

14
დაკოპირებულია

ყველამ ვიცით, რომ სისხლი წითელი ფერის თხევადი ქსოვილია, რომელიც ნებისმიერ ცოცხალ არსებას აქვს. ისიც ცნობილია, რომ სისხლს წითელ შეფერილობას ჟანგბადის გადამტანი ცილა - ჰემოგლობინი აძლევს, მაგრამ ბევრი უხერხემლო ჟანგბადის გადასატანად არა ჰემოგლობინს, არამედ სხვა პიგმენტებს იყენებს, რომლებიც სხვადასხვა ლითონის ნაწილაკებისგან შედგებიან. 

მაგალითად, ბევრი მოლუსკის, ფეხსახსრიანის და ზოგი სხვა ცხოველის სისხლი სპილენძის შემცველ გემოციანინს შეიცავს. ხშირად ეს „კოქტეილი“ სისხლს ლურჯ ან მოლურჯო-მომწვანო შეფერილობას აძლევს.

მწვანე სისხლი ვიეტნამში, ბაყაყის ერთ-ერთ სახეობას აღმოაჩნდა. როგორც გაირკვა, სისხლს მწვანე შეფერილობას პიგმენტი ბილივერდინი აძლევს, რომელიც ღვიძლში, როგორც ჰემოგლობინის დაშლის შუალედური პროდუქტი წარმოიქმნება.

ფოტოზე: ბაყაყი მწვანე სისხლით Gracixalus gracilipes

📷@jodirowley

ვიეტნამში ნაპოვნ ბაყაყს (Gracixalus gracilipes) გამჭვირვალე კანი აქვს, საიდანაც მწვანე სისხლი მოჩანს. ეს ტროპიკულ ტყეებში მცხოვრებ ბაყაყს საშუალებას აძლევს შეუმჩნეველი დარჩეს.

დაუჯერებლად ჟღერს, მაგრამ მეცნიერულად დადასტურებულია, რომ მწვანე სისხლი შეიძლება ადამიანსაც ჰქონდეს. თუმცა, ეს მხოლოდ მაშინ ხდება, როდესაც სისხლში გოგირდის ნაერთები ჭარბობს. (მაგალითად, გოგირდის შემცველი მედიკამენტების არასწორი გამოყენების შედეგად).

გოგირდის ჰემოგლობინთან შერწყმის შედეგად მიღებული ნაერთი - სულფოჰემოგლობინი სისხლს მუქ მწვანე შეფერილობას აძლევს, თუმცა თავად მწვანე სისხლის მფლობელებს ეს საერთოდ არ აწუხებთ.

2007 წელს კანადელმა ქირურგებმა 42 წლის კანადელს ოპერაცია ჩაუტარეს და კინაღამ შოკში ჩავარდნენ, როდესაც სკალპელის დასმის შემდეგ ჭრილობიდან მუქი მწვანე სისხლი წამოვიდა. მოგვიანებით ჩატარებულმა ანალიზებმა აჩვენა, რომ სისხლის შეფერილობა სულფჰემოგლობინით იყო გამოწვეული.

***

სისხლის ჯგუფი და ადამიანის ხასიათი

რომელი რელიგიური ჯგუფები კრძალავენ სისხლის გადასხმას და რატომ?


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

სად ჯობია დასვენება ფსიქიკის აღსადგ...

სად ჯობია დასვენება
ფსიქიკის აღსადგენად?

რატომ იმატა მსოფლიოში ტყუპების რაოდ...

რატომ მოიმატა მსოფლიოში
ტყუპების რაოდენობამ?

Chupa Chups-ის ლოგო სალვადორ დალიმ...

Chupa Chups-ის ლოგო სალვადორ
დალიმ შექმნა

რატომ უჭირს კატას ხიდან ჩამოსვლა, თ...

რატომ უჭირს კატას ხიდან
ჩამოსვლა

სასწაულმოქმედი ხილი, რომელიც შაქარზ...

მსოფლიოში ყველაზე ტკბილი
ხილი - ტაუმატოკოკუ

ქვეყნები, სადაც ჩვენი საყვარელი პრო...

9 ქვეყანა, სადაც ჩვენი
საყვარელი პროდუქტები
აკრძალულია

რატომ უნდა გაყინოთ ყავის მარცვლები?

რატომ უნდა გაყინოთ ყავს
მარცვლები

რატომ არ შეიძლება იაპონიაში რესტორნ...

იაპონური კვების კულტურა

ვინ, როდის და რატომ გამოიგონა სუფრი...

სუფრის დანა - ნივთის
ისტორია