საკნატუნო ამბები

ამინდის პროგნოზი ღრუბლების მიხედვით - როგორ ახერხებდნენ ამას ჩვენი წინაპრები?

fun time

18:00 ოთხ. 9 ივნისი, 2021 წელი

როცა ბუმბულისებრი
ღრუბლები სქელდება

14
დაკოპირებულია

ჩვენი წინაპრები მოსალოდნელ ამინდს ყოველგვარი გაჯეტების, რთული გამოთვლებისა და ხელსაწყოების გარეშე არკვევდნენ - ისინი, უბრალოდ, ცას უყურებდნენ...

 

ბუმბულივით ღრუბლები

ასეთი ღრუბლები 5-14 კილომეტრის სიმაღლეზე მდებარეობს და გრძელ ძაფებს, ხაზებს ანდა ბუმბულებს ჰგავს. ისინი ყინულის კრისტალებისგან შედგება, მაგრამ დედამიწამდე ვერ აღწევს. ამიტომ, თუკი ამგვარ ღრუბლებს ამჩნევთ, ეს კარგი, მაგრამ გრილი ამინდის მანიშნებელია 👇

თუკი ბუმბულისებრი ღრუბლები სქელდება, დაბლა ეშვება და ცის ნაწილს ფარავს, მაშინ ისინი ბულბულისებრ-ბუჩქისმაგვარი ხდება. ეს ცხვრის მატყლის მსგავსი პატარა ღრუბლებია, რომლებიც, ასევე, წყლის დატალღურ ზედაპირსაც მიაგავს. ისინი მკვეთრად დათბობის მანიშნებელია. რამდენიმე საათში კი ჭექა-ქუხილი და თავსხმა წვიმა დაიწყება 👇

თუკი ღრუბლები კიდევ უფრო დაბლა დაეშვება, მაშინ ისინი ბუმბულისებრ-ფენოვანი ხდება. ისინი მთელ ცაზე მოფენილ თხელ ფურცლებს ჰგავს.
ასეთი ღრუბლები ხანგრძლივი წვიმის დაწყებამდე 12-24 საათით ადრე ჩნდება 👇

ბუჩქისმაგვარი ღრუბლები

ბუჩქისმაგვარი - ეს პატარა, ღუნღულა, ბამბის მსგავსი ღრუბლებია. მათგან წვიმა არ მოდის, ეს კი კარგი ამინდის მანიშნებელია, თუმცა სიხარულის მიზეზი არ გვაქვს.

ბუჩქისმაგვარი ღრუბლების გამოჩენა იმის მანიშნებელია, რომ სადღაც საავდრო ღრუბლები გროვდება და წვიმა უახლოეს 8 საათში დაიწყება. მაგრამ თუკი ბუჩქისმაგვარი ღრუბლები ცოტაა და საღამოსთვის საერთოდ ქრება, მაშინ ამინდი კარგი და მდგრადი იქნება.

ალბათ, გინახავთ ამგვარი ღრუბლები, რომლებიც მატყლის პატარა ფთილებს ჰგავს და მთელ ცაზეა მიმოფანტული - ეს მაღალი ბუჩქისმაგვარი ღრუბლებია. თუკი სურათზე გამოსახული ღრუბლებისმაგვარი შეამჩნიეთ, მაშინ ქოლგის წაღება არ დაგავიწყდეთ, რამდენიმე საათში თავსხმა წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი 👇

ფენოვანი ღრუბლები

ეს ნაცრისფერი ზეწარია, რომელიც ნისლს ჰგავს და მთელ ცას ფარავს. ამგვარი ღრუბლები თხელია და მიუხედავად მოქუშული შესახედაობისა, წვიმას ნაკლებად მოასწავებს. ფენოვანი ღრუბლები კარგი და თბილი ამინდის წინ ჩნდება.

საწვიმარი ღრუბლები

აქ უკვე ყველაფერი გასაგებია: თუკი ღრუბელი მუქია, უსათუოდ იწვიმებს, მაგრამ საქმე ასე მარტივადაც არაა - წვიმაცაა და წვიმაც. ყურადღება ღრუბლის ფერს უნდა მიაქციოთ - მათი ტონალობის მიხედვით ამინდის განსაზღვრა შეიძლება.

შავი ღრუბლები წვიმასა და სუსტ ქარს ნიშნავს.

ყავისფერი ღრუბლები - წვიმასა და ძლიერ ქარს.

ნაცრისფერი ღრუბლები ხშირად დიდი ტერიტორიაზე იშლება, ამიტომაც წვიმა სუსტი, მაგრამ ხანგრძლივი იქნება.

ახლა კი გაიხედეთ ფანჯარაში და შეხედეთ, როგორი ღრუბლებია?


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

Chupa Chups-ის ლოგო სალვადორ დალიმ...

Chupa Chups-ის ლოგო სალვადორ
დალიმ შექმნა

რატომ უჭირს კატას ხიდან ჩამოსვლა, თ...

რატომ უჭირს კატას ხიდან
ჩამოსვლა

სასწაულმოქმედი ხილი, რომელიც შაქარზ...

მსოფლიოში ყველაზე ტკბილი
ხილი - ტაუმატოკოკუ

ქვეყნები, სადაც ჩვენი საყვარელი პრო...

9 ქვეყანა, სადაც ჩვენი
საყვარელი პროდუქტები
აკრძალულია

რატომ უნდა გაყინოთ ყავის მარცვლები?

რატომ უნდა გაყინოთ ყავს
მარცვლები

რატომ არ შეიძლება იაპონიაში რესტორნ...

იაპონური კვების კულტურა

ვინ, როდის და რატომ გამოიგონა სუფრი...

სუფრის დანა - ნივთის
ისტორია

გამოიგონეს თვალის ლინზა, რომლითაც ს...

ლინზები ღამის ხედვისთვის

ახალი აღმოჩენა - რატომ არ უნდა გადა...

სიბრძნის კბილი და
ღეროვანი უჯრედები