საკნატუნო ამბები

ატმის ყიდვისას „ბიჭები“ შეარჩიეთ - 5 რჩევა მებაღეებისგან

fun time

14:00 ორშ. 21 ივნისი, 2021 წელი

შეარჩიეთ „ბიჭი“ ატამი

14
დაკოპირებულია

სეზონზე მაღაზიის დახლებზე ატმის უამრავ სახეობას იხილავთ და ხშირად მომხმარებელს მათ შორის ყველაზე ტკბილის არჩევა უჭირს. გთავაზობთ მებაღეების ხუთ რჩევას, რომელიც აუცილებლად დაგეხმარებათ.

 

👉აირჩიეთ „ბიჭები“:

ცოტამ თუ იცის, რომ ამ გემრიელ ხილს „ორი სქესი“ აქვს.

თუ ატამს ყვითელი ბუსუსები და ამობურცული წვერი აქვს, ის „ბიჭია“. ასეთი ნაყოფი უფრო წვნიანი და ტკბილია. ამასთან, თუნდაც „ბიჭი“ იყოს, თუ ატამს ძალიან ბევრი ბუსუსი აქვს, ნაკლებად გემრიელი იქნება, რადგან საკვები ნივთიერებები გროვდება მის კანში მეტია, ხოლო რბილობი ნაკლებად წვნიანი და ტკბილია.

👉იგრძენით სუნი:

მწიფე ატამი არა მარტო არომატულია, სუნიც საოცარი აქვს.

ატმის არჩევის დროს ეცადეთ, მისი სუნი იგრძნოთ. თუ ნაყოფისგან სუფთა, მკაფიო არომატი გცემთ, ის ბუნებრივად, ქიმიკატების გამოყენების გარეშე დამწიფდა. შესაბამისად, ტკბილი და გემრიელი იქნება. უსუნო ატამი იმის მანიშნებელია, რომ ნაყოფი ჯერ არ დამწიფებულა.

გაითვალისწინეთ, რომ მწიფე ხილს ხშირად მოწითალო, ოქროსფერი დაჰკრავს. ღია ყვითელი ფერი ნიშნავს, რომ ნაყოფს სიმწიფე აკლია.

თავი შეიკავეთ ატმის შეძენისგან, რომელსაც მომწვანო ფერი დაჰკრავს. ასევე არასასურველია ისეთი ატმის შეძენა, რომელსაც დაკაწრული ან დანაოჭებული კანი აქვს. სავარაუდოდ, ის მოკრეფის შემდეგ დიდი ხნის მანძილზე ინახებოდა და გამოშრა.

ნაყოფს მსუბუქად თითი დააჭირეთ - ტკბილი ატამი ოდნავ დარბილდება, მაგრამ თუ ჩაღრმავება დარჩა, დიდი ხნის დაკრეფილია და მისი ყიდვა არ ღირს.

👉ხელით შეამოწმეთ ხილის წონა:

ორი ერთნაირი ზომის ატმიდან უფრო მძიმე უნდა ამჯობინოთ. მას მეტი წყალი აქვს, რაც ნიშნავს, რომ უფრო წვნიანი და გემრიელია.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ამერიკაში მოტორიზებული თხილამურები...

ძრავიანი თხილამური

4 შემთხვევა, როდესაც ციდან ფული მარ...

4 შემთხვევა, როდესაც ციდან
ფული მართლა ცვიოდა

ალასკის მკაცრ კლიმატს რომ გაუძლონ,...

როგორ უძლებს ბაყაყი
ყინვას?

როგორ საუბრობენ პრეზიდენტები ტელეფო...

როგორ საუბრობენ
პრეზიდენტები ტელეფონით?

ფეხსაცმელი, როგორც ოქსფორდის უნივერ...

მამაკაცის ფეხსაცმელი -
ოქსფორდების ისტორია

სად ჯობია დასვენება ფსიქიკის აღსადგ...

სად ჯობია დასვენება
ფსიქიკის აღსადგენად?

რატომ იმატა მსოფლიოში ტყუპების რაოდ...

რატომ მოიმატა მსოფლიოში
ტყუპების რაოდენობამ?

Chupa Chups-ის ლოგო სალვადორ დალიმ...

Chupa Chups-ის ლოგო სალვადორ
დალიმ შექმნა

რატომ უჭირს კატას ხიდან ჩამოსვლა, თ...

რატომ უჭირს კატას ხიდან
ჩამოსვლა