საკნატუნო ამბები

ჩაის დაყენების წესები მსოფლიოს 20 ქვეყნიდან

fun time

16:50 ოთხ. 21 აპრილი, 2021 წელი

ჩაი ტიბეტში

14
დაკოპირებულია

ის, მართლაც, მაგიური სასმელია - არა მარტო ორგანიზმისთვის მოაქვს სარგებელი, არამედ ფინჯან ჩაისთან ერთად დამშვიდება და ადამიანური ურთიერთობების დალაგებაც კი შეიძლება. თუმცა ჩაი ყველა ქვეყანაში სულაც არ არის ის სითხე, რომელსაც ჩვენ ვართ შეჩვეულები. ვნახოთ ჩაის სმის საიდუმლოებები მსოფლიოს 20 ქვეყანაში.

იაპონია - ამომავალი მზის ქვეყანაში ძალიან უყვართ მატჩა - უმაღლესი ხარისხის, დაფქული მწვანე ჩაი. 1 ჩაის კოვზ ფხვნილს ასხამენ 1 ჭიქა ცხელ, მაგრამ აუდუღარ წყალს და სწრაფად ურევენ ერთგვაროვან კონსისტენციამდე ქაფის წარმოქმნით.

საფრანგეთი - აქ ყველაზე გავრცელებული „ფრანგული ჩაი“ შემდეგნაირად მზადდება: მაგარი შავი ჩიას ფოთლები, ფორთოხლის პატარა ნაჭერი, მწიკვი მუსკატი და ორი კოვზი კონიაკი.

ინდოეთი - „დარჯილინგი“ ინდოეთის მაღალმთიან რაიონებში მოჰყავთ. მას პიკანტური მოტკბილო-მომჟავო გემო და მდიდარი ფერი აქვს. მსოფლიოში ამ სასმელს ხშირად უწოდებენ „ჩაის შამპანურს“. 5 გრ ჩაის ფოთოლს ასხამენ 200 გრ ადუღებულ წყალს ნელ-ნელა - 3 ნაწილად და ყოველ ჯერზე აცდიან 20-30 წამს.

დიდი ბრიტანეთი - როგორ უყვართ ინგლისელებს ჩაი, ეს საყოველთაოდ ცნობილი ამბავია. ჩაის სმის ტრადიცია ამ ქვეყანაში საუკუნეებია, არსებობს. ჩაის დაყენების ინგლისური საიდუმლო კი ასეთია: მაღალხარისხიანი Earl Grey და, რა თქმა უნდა, ცოტა თბილი რძე.

რუსეთი - დიდი ხანია, წარსულს ჩაბარდა რუსული სამოვარი, თუმცა ამ ქვეყანაში ჩაის სმა დღესაც ძალიან უყვართ. შავი ჩაის მუქი ნაყენი, შაქრითა და ლიმონით - სწორედ ამ ვარიანტს უწოდებენ მთელ მსოფლიოში „რუსულ ჩაის“.

მავრიტანია - ისევე, როგორც ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნების უმრავლესობაში, მავრიტანიაშიც უყვართ მწვანე ჩაი პიტნით. აქ ჩაის სმის თავისებური მეთოდი აქვთ - ერთ ჯერზე სვამენ 3 ჭიქას. იწყებენ უშაქროთი, შემდეგ ნაკლებ შაქრიანზე გადადიან და ამთავრებენ კარგად დატკბილულით.

ტაილანდი - აქ წყურვილის მოსაკლავად სვამენ ჩაის. ტაილანდური ჩაი სხვადასხვა ბალახების, რძისა და ყინულის კუბიკების ნარევია.

პაკისტანი - Masala-ჩაი პაკისტანელების საყვარელი სასმელია. მზადდება შემდეგი რეცეპტით: ძლიერი შავი ჩაი, რძე, თაფლი და სხვადასხვა სანელებლები.

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა - აქაური როიბუში, სასმელი წითელბუჩქოვანი მცენარისგან, შესანიშნავი არჩევანია. არ შეიცავს კოფეინს, შესაბამისად, მაღალი წნევისა თუ უძილობის მიზეზი ვერ გახდება, სამაგიეროდ შეიცავს დიდი ოდენობით ვიტამინ C-ს, სპილენძსა და ფტორს.

აშშ - ამერიკაში პოპულარული სასმელია Americano и Ice-tea. როგორ მოვამზადოთ ჩაი ამერიკულად? ძალიან მარტივად: შავი ჩაის ნაყენი, შაქარი, ლიმონი და სულ ცოტა სოდიანი წყალი, გემოს დასარბილებლად.

არგენტინა - არგენტინელებს უყვართ მატე - მარადმწვანე პარაგვაული ჩაის გამხმარი, დაფშვნილი ფოთლებისგან დამზადებული ნაყენი. ის არგენტინაში კანონით განსაზღვრულია, როგორც „ეროვნული სასმელი“. მატეს სვამენ სპეციალური ჭიქით - გოგრისგან დამზადებული, საწრუპიანი სასმისით.

მაროკო - აქ უყვართ ძლიერი მწვანე ჩაი, სურნელოვანი პიტნითა და ცაცხვით.

ყატარი - ჩაი Karak საოცრად არომატული სასმელია. შავი ჩაის ნაყენს ემატება რძე, შაქარი, ცოტა კოჭა და კარდამონი.

ეგვიპტე - კარკადე ამ ქვეყნის ნაციონალური სასმელია, რომელიც სუდანური ვარდის ყვავილებისგან მზადდება. მოიასამნისფრო-მოწითალო ან ჟოლოსფერია, ამიტომ მას წითელ ჩაისაც უწოდებენ. ვარდის გამხმარ ფოთლებს მდუღარე წყალს ასხამენ და ცოტა ხანს თავდახურულ ჭურჭელში აყოვნებენ. სულ ეს არის. სხვათა შორის, არ უხდება არანაირი დანამატი.

თურქეთი - მართალია, ყავის ქვეყანაა, მაგრამ აქ ჩაიც არანაკლებ უყვართ. ამზადებენ შავი ჩაისგან და კარგად ატკბობენ. თურქული ჩაის სმის თავისებურება უსახელურო ფინჯანია, რომელიც აუცილებლად გამჭვირვალე მინით უნდა იყოს დამზადებული.

ჩინეთი - ჩინეთში ჩაი უყვართ და პატივს სცემენ. ყველაზე გავრცელებული სახეობაა „პუერ“ - პიკანტური გემოს მქონე ეს ჩაი სპეციფიკური ტექნოლოგიით მზადდება და ამის წყალობით არასდროს ძველდება.

ტიბეტი - ცნობილი ჩასუიმა ტიბეტელი ბერების სასმელია. ის ზეთოვანი კონსისტენციის არის, მის დაყენებას რამდენიმე საათი სჭირდება, შემდეგ უმატებენ კარაქს, მარილს და ფიალებით მიირთმევენ.

ჰონკონგი - აქაურებს ძალიან უყვართ საკუთარი, სპეციფიკური მეთოდით მომზადებული ჩაი, რომელსაც ხალხში „ჩულქის ჩაის“ უწოდებენ: გაციებულ შავ ჩაის უმატებენ შედედებულ რძესა და ყინულს. შემდეგ რამდენიმეჯერ ატარებენ ფილტრში, რომელსაც ქალის ჩულქის ფორმა აქვს. სასმელი გამოდის ნაზი და ფაფუკი.


ტაივანი - ტაივანში საკმაოდ გავრცელებული სასმელია „ბურთულებიანი“ ჩაი, იგივე Bubble tea, როგორც მსოფლიოში იცნობენ. მას სხვადასხვაგვარად ამზადებენ: შავი ან მწვანე ჩაის ფოთლებით, სხვადასხვა სიროფისა და რძის დამატებით, და, რა თქმა უნდა, უცვლელი ინგრედიენტით - ეს არის ტაპიოკის (უმი მანიოკისგან დამზადებული ბურღული) ბურთულები.

მალაიზია - ამ სამხრეთ აზიურ ქვეყანაში ძალიან უყვართ Teh tarik , რომელიც სრულად ანაცვლებს დესერტს. მისი მომზადება ძალიან მარტივია: შავი ჩაი, რძე, ყინულის კუბიკები ერთმანეთში უნდა აურიოთ და კარგად ათქვიფოთ - სქელი ქაფის წარმოქმნამდე.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ღილაკიანი ტელეფონი vs სმარტფონი — რ...

ღილაკიანი ტელეფონი vs
სმარტფონი

ოკეანეს ფსკერზე მომავლის ქალაქი აშე...

მომავლის ქალაქი OCEAN SPIRAL
ოკეანეს ფსკერზე

კვლევა: თუ გსურთ გოგოს მოეწონოთ, ნუ...

კვლევა: თუ გსურთ გოგოს
მოეწონოთ, ნუ იღიმით!

ყველაზე ძვირად ღირებული ქსოვილი მსო...

ყველაზე ძვირად ღირებული
ქსოვილი მსოფლიოში

ნამიბიის ვარდისფერი მაცივარი - უდაბ...

ნამიბიის ვარდისფერი
მაცივარი

ხორცი, რომელიც 15 წელი ინახება – ფრ...

ფერმერი ალექსანდრე
პოლმარი

5 ქვეყანა, რომელსაც ბირთვული ომის შ...

5 ქვეყანა, რომელსაც
ბირთვული ომის
შემთხვევაში გადარჩენის
შანსი აქვს

რატომ ამრავლებდნენ II მსოფლიო ომის...

რატომ ამრავლებდნენ ომის
წლებში ბაბუაწვერას?

ახალი კვლევა: ქალის მენჯის ფორმა ჯა...

მენჯის ფორმა და
ჯანმრთელობა