დამთხვევა თუ სამყაროს კანონზომიერება - 5 საკვირველი ფაქტი, რომელსაც ახსნა არ აქვს!
14:00 პარ. 29 იანვარი, 2021 წელი

როცა დამთხვევას აღმოაჩენენ ხოლმე, საზოგადოება, როგორც წესი, ორ ბანაკად იყოფა: ერთი ნაწილი ფაქტებს შორის კავშირს უარყოფს, მეორე კი უფრო დიდ მნიშვნელობას სძენს და სამყაროს მუდმივად შეთქმულებებში ადანაშაულებს. აქ ჩვენ ყველა დროის ყველაზე გასაკვირი დამთხვევების შესახებს მოგიყვებით. თავად გადაწყვიტეთ, რა არის ეს:
მარკ ტვენის დაბადება და გარდაცვალება ჰალეის კომეტის გამოჩენის თარიღებს ემთხვევა
სამუელ ლანგჰორნ კლემენსი, რომელიც ცნობილია ფსევდონიმით, მარკ ტვენი, დაიბადა 1835 წელს, იმავე წელს, როდესაც ჰალეის კომეტა (ოფიციალურად დასახელება — 1P/Halley) პირველად გამოჩნდა. 1909 წელს მარკ ტვენმა დაწერა: „მე მოვევლინე ამ ქვეყანას 1835 წელს კომეტასთან ერთად და დავტოვებ სიცოცხლეს კომეტასთან ერთად, გაისად რომ მოფრინდება“. ასეც მოხდა: მარკ ტვენი გარდაიცვალა 1910 წლის 21 აპრილს, მეორე დღეს „კუდიანი კომეტის“ მორიგი გაელვებიდან.
სტივენ ჰოუკინგი დაბადება-გარდაცვალების თარიღებს გალილეოსთან და აინშტაინთან იზიარებს
თეორიტიკოსი ფიზიკოსი, კოსმოლოგი და ავტორი სტივენ ჰოუკინგი გალილეო გალილეის გარდაცვალებიდან 300 წლისთავზე დაიბადა და გარდაიცვალა აინშტაინის დაბადებინდან ზუსტად 139 წლის შემდეგ. როგორც ამბობენ, ჰოუკინგის ცხოვრება ბევრი დამაბნეველი დამთხვევითაა სავსე. მიუხედავად ლუ გერიგის დაავადებისა, მან 76 წელს იცოცხლა.
პოლიტიკური მოწინააღმდეგეები, აშშ-ს მე-2 პრეზიდენტი ჯონ ადამსი და აშშ-ს მე-3 პრეზიდენტი ტომას ჯეფერსონი 4 ივლისს, ერთსა და იმავე საათზე გარდაიცვალნენ
ყოფილი პრეზიდენტების თომას ჯეფერსონისა და ჯონ ადამსის ურთიერთობა წლების განმავლობაში იცვლებოდა. თავიდან ისინი მოკავშირეები იყვნენ, შემდეგ მოწინააღმდეგეებად იქცნენ. ბრიტანეთის იმპერიას გადარჩენილები კი საბოლოოდ შერიგდნენ. გასაკვირია, მაგრამ ორივე ზუსტად ერთსა და იმავე დროს გარდაიცვალა.
ქალი, რომელიც გადაურჩა ტიტანიკის, ბრიტანიკისა და ოლიმპიური გემების ჩაძირვას
ვიოლეტ ჯესოპი მედდა და გემების სტიუარდესა გახლდათ, მას მეტსახელად „მის ჩაუძირავს“ ეძახდნენ. ის ზღვაში დაღუპვას 3-ჯერ გადაურჩა.
კაცი, რომელიც ავიაკატასტროფას ორჯერ გადაურჩა
2014 წელს მალაიზიის ავიახაზებზე ორი ტრაგიკული ავიაკატასტროფა მოხდა. პირველი უკრაინის თავზე ჩამოაგდეს, ხოლო მეორე ინდოეთის ოკეანის თავზე უკვალოდ გაქრა.
ჰოლანდიელ ველოსიპედისტს მარტინ დე ჯონგეს ორივე მიმართულებით ჰქონდა ბილეთი, მაგრამ უფრო იაფი ბილეთები იშოვა და მალაიზიის ავიახაზებით არ ისარგებლა.
წყარო: bestlifeonline.com
სიახლეები ამავე კატეგორიიდან