გეიშას ესთეტიკა - ცხოვრების სტილი, რომელიც გაქრობის პირზეა
14:00 პარ. 5 მარტი, 2021 წელი
დღეს მთელი იაპონიის ტერიტორიაზე 1000-მდე ნამდვილი გეიშაა დარჩენილი, მაშინ როცა, მაგალითად, 1920 წელს მათი რაოდენობა 80 ათასს აჭარბებდა. ეს, ალბათ, არც არის გასაკვირი, თუ გავითვალისწინებთ თანამედროვე ცხოვრების რიტმს და გეიშას სენსუალური პროფესიის სირთულეს. ასე რომ, თუკი ტოკიოს ქუჩებში მოსეირნე გეიშებს შეამჩნევთ, იცოდეთ, რომ ისინი, ძირითადად, გადაცმული მსახიობები არიან, რომლებიც ეგზოტიკური გარეგნობით ტურისტების ყურადღებას იპყრობენ და მათთან ფოტოს გადაღების სანაცვლოდ ფულს იღებენ.
რა თქმა უნდა, ნამდვილი გეიშა არც ქუჩაში ფულის შოვნას ეცდება და არც მეძავეობაა მისი საქმე. მეტიც - გეიშასთან გართობისთვის იაპონელი ცოლები ქმრებზე არ ეჭვიანობენ. ეს ურთიერთობა, რაღაც, მაღალი დონის და ინტერაქტიული სპექტაკლივითაა.
„გეიშა“ იაპონურიდან ითარგმნება, როგორც „ხელოვნების ადამიანი“ (გეი – ტალანტი და შია – ადამიანი).
ის ქალურობის ეტალონია. ამ ქალების გამორჩეულობა განპირობებულია შეუდარებელი ესთეტიკით ყველაფერში - სამოსში, მეტყველებაში, სიარულის მანერაში, გამოხედვაში, მიმიკებში.
გეიშას ხელოვნებას ადრე იაპონელი გოგონები 10 წლიდან ეუფლებოდნენ, დღეს კი მაკაცრად განსაზღვრულია 16 წელი. იაპონიაში ამისთვის სპეციალური პედაგოგები არიან.
ძველად მკაცრად გასაიდუმლოებული იყო გეიშების ცხოვრების დეტალები, თუმცა დღეს უკვე მათი მომხიბვლელობის შესახებ ბევრი ინფორმაცია გვაქვს. მაგალითად:
1. გეიშას ვიზუალი და ცნობილი ბრენდები
კოსმეტიკის ცნობილი ბრენდები უშუალოდ გეიშებისთვის ქმნიან პროდუქტს. გეიშების ოსმეტიკურ კომპლექტში შედის თეთრი პუდრა და სახის კრემი, წყალგამძლე პომადა და თვალების ტუში. ადრინდელი მაღალი ვარცხნილობის ნაცვლად, რომლის გაკეთებაზეც დიდი დრო იხარჯებოდა კანზაშის ტრადიციული თმის სარჭები ამშვენებდა, დღევანდელი გეიშები პარიკებს ან შინიონს ხმარობენ. გეიშას გმოწყობას ყოველდღიურად 4-5 საათი სჭირდება;
2. საწაულმოქმედი სოკო
ყველა გეიშას სულ თან დააქვს სოკო მეიტაკეს ფხვნილი (მას „გეიშების სოკოსაც“ უწოდებენ). მიიჩნევა, რომ ნატურალური საჭმლის დანამატი, რომლეიც საგრძნობლად ამცირებს ნებისმიერი კერძის კალორიულობას და იაპონელ ქალებს ფორმის შენარჩუნებაში ეხმარება. მეიტაკეს კიდევ ერთი თვისებაა, შეუძლია, ქალს თავიდან აარიდოს მენსტრუაციისწინა სინდრომის დისკომფორტი - გაღიზიანება, ღრუ ტკივილები, გულისრევის და უღონობის შეგრძნება;
3. მთავარი მოვალეობები
თანამედროვე გეიშა უნდა ფლობდეს რამოდენიმე ენას, შეეძლოს ნებისმიერ თემაზე საუბარი და ურთიერთობისთვის სასიამოვნო გარემოს შექმნა. გეიშა უკრავს სხვადასხვა მუსიკალურ ინსტრუმენტზე, იცის სიმღერა, ცეკვა და, რა თქმა უნდა, ჩაის ცერემონიის ცატარება ყველა კანონის დაცვით.
4. მსუბუქი ყოფაქცევის გეიშა
გეიშა არ ყიდის სხეულს. თუკი ვინმეს ასეთი წარმოდგენა აქვს, ეს მეორე მსოფლიო ომი შემდეგ პერიოდში ჩამოყალიბდა, როცა იაქპონოაში ჩასული ამერიკელი ჯარისკაცები ყველა იაპონელ გოგოს, ვინც კი მათ „ეძლეოდათ“, Geisha girl-ს უწოდებდნენ. ასე ჩამოყალიბდაწარმოდგენა, ღომ ტითქოს გეიშა მსუბუქი ყოფაქცევის ქალია.
გეიშა და იუძე (იუძე ანუ „ქალი სიამოვნებისთვის“ - ასე უწოდებენ იაპონიაში სექს-მუშაკებს) ორი ურთიერთსაწინააღმდეგო პორფესიაა. მათი გარჩევა სამოსითაც შეიძლება:
იუძეს კიმონოზე ობი (ქამარი) შეკრული აქვს წინა მხრიდან, ერთი მარტივი კვანძით, რადგან ის ერთი დღის ცოლია;
ფეხსაცმელის ატარებს შიშველ ფეხზე, თეთრი წინდების გარეშე, თავზე კი უამრავი სარჭი უკეთია. ვარცხნილობა მორთული აქვს წითელი ძაფებით ან ზოგჯერ მონეტებითაც კი;
ფოტოზე: იუძე ანუ „ქალი სიამოვნებისთვის“, კავალერთან ერთად
გეიშას კიმონოს ქამარი კი იკვრება წელზე, ბევრი და რთული კვანძებით;
ფოტოზე: გეიშას კომონოს ეკვრის რიტუალი. 1890 წელი
5. გეიშას განათლება
გეიშას განათლება რამდენიმე ათასი დოლარი ღირს. მხოლოდ ერთი კიმონოს ფასი 10-15$ ათასს აღწევს. ხარჯის ნაწილს თავად „ჩაის სახლების“ მეპატრონეები ფარავენ. სანაცვლოდ, განათლებამიღებულმა გეიშამ ერთი წელი მხოოდ თავისი აღმზრდელი „სკოლის“ საარგებლოდ უნდა იმუშაოს. თუ გოგო გეიშას პროფესიის შეცვლას მოისურვებს, დიდი „საჯარიმო“ თანხის გადახდა მოუწევს.
თანამედროვე გეიშას კამპანიაში 2 საათის გატარების ფასი საშუალოსტატისტიკური იაპონელის წლიური ხელფასის მეოთხედს უდრის!
ამიტომაც, მხოლოდ მაღალანაზაღაურებადი ჩინოვნიკები და მდიდარი ბიზნესმენები თუ აძლევენ თავს უფლებას, ჩაის სახლში გეიშასთან ურთიერთობით ისიამოვნონ;
6. გეიშას სიარულის მანერა
გეიშა ყოველთვის წელში გასწორებული, პატარა ნაბიჯებით, მაღლა აწეული თავითა და ბეჭებში გასწორებული დადის. ვერასდროს ნახავთ კედელზე უნიათოდ მიყრდნობილ გეიშას. სიარულის მანერის ჩამოსაყალიბებლად ისინი წლობით ვარჯიშობენ. იყენებენ თავზე წიგნის დადების მეთოდს და არასდროს სძინავთ ბალიშზე.
7. სხეულის ენის ფლობა
გეიშას ყოველი ჟესტი თუ მიმიკა წინასწარ მომზადებული გეგონებათ. დახვეწილი მანერებით, თითოეული მოძრაობით ის საკუთარ თვითდაჯერებულობაზე მიგვითითებს.
სხეულის ენის ფლობა გეიშას კაცის მოხიბვლაშიც ეხმარებოდა. ისინი კლიენტის სახის გამომეტყველებისა და ჟესტების კოპირებას ახდენდნენ, რაც კაცის ქვეცნობიერზე ქალის სასიკეთოდ მოქმედებდა.
8. მიუწვდომლობა
დახურული სამოსის მიუხედავად, ეს ქალები საოცრად სექსუალურები არიან - მიუწვდომელი ქალი ხომ კაცისთვის ყოველთვის უფრო სასურველია.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან