საკნატუნო ამბები

გენიოსი, რომელიც ბარსელონის ქუჩებში ვერავინ იცნო - როგორ დაიღუპა ანტონიო გაუდი?

fun time

18:00 სამ. 30 მარტი, 2021 წელი

ანტონი გაუდი -
გარდაცვალება

14
დაკოპირებულია

ამჟამად ბარსელონას წმინდა ჯვრის საავადმყოფოს ეზოში შადრევანი ჩქეფს, ფორთოხლის ხეები იზრდება, პირდაპირ მიწაზე, ჭადრაკის სათამაშო დაფებია გაშლილი და ყველამ იცის, რომ 1926 წლის ერთ ჩვეულებრივ დღეს აქ შეიყვანეს საღებავებით დასვრილ ძონძებში ჩაცმული „უსახლკარო“, რომელიც გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა...

საუბარია დიდ კატალონიელ არქიტექტორ ანტონიო გაუდზე, რომელსაც „არქიტექტურის ტორეადორად“, „ქვის პოეტად“, „არქიტექტურის დანტედ“ მოიხსენებენ.

ანტონიო გაუდის 17–მდე არქტიტექტურული შედევრი ეკუთვნის, რომელთა უმრავლესობა ბარსელონაში მდებარეობს.

ანტონი გაუდის გარდაცვალების გარემოებები

გაუდი თავდაპირველად პარკ გუელში ცხოვრობდა, მაგრამ 70 წლის ასაკში მიხვდა, რომ მისთვის უკვე რთული იყო ქალაქის ცენტრიდან, სადაც La Sagrada Familia-ზე მუშაობდა, სახლში წასვლა. ამიტომ გადაწყვიტა, რომ ტაძარში გახსნილ სახელოსნოში საწოლი დაედგა და გაზაფხულამდე იქ ეცხოვრა, შემდეგ კი ახალი სახლი მოეძებნა.

ყოველ საღამოს არქიტექტორი თავის საყვარელ წმინდა ფილიპეს ეკლესიაში მიდიოდა, რომელიც საგრადა ფამილიადან 4 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.

გაუდის თანაშემწემ, მოქანდაკე ვისენს ვილარუბიასმა შენიშნა, რომ არქიტექტორი ხშირად ფიქრებში იმდენად ერთობოდა, რომ ირგვლივ ვერაფერს ამჩნევდა და ძალიან ადვილად შეიძლებოდა, მანქანებისა და ტრამვაის ბორბლების ქვეშ აღმოჩენილიყო. ამიტომ, შეძლებისდაგვარად, გვერდიდან არ სცილდებოდა

თუმცა იმ საბდისწერო დღეს, 1926 წლის 7 ივნისს, თანაშემწე გვერდით არ ჰყავდა.
ჩაფიქრებული გაუდი ავტომობილების სავალ გზაზე აღმოჩნდა და ტრამვაი დაეჯახა. გაუდიმ თავის სერიოზული ტრამვა მიიღო.
უბედური შემთხვევის დროს გაუდის სამუშაო ტანსაცმელი ეცვა და დოკუმენტები თან არ ჰქონდა, ამიტომ ის ვერავინ იცნო - ქუჩის მაწანწალად მიიჩნიეს და უახლოეს საავადმყოფოში, რონდა დე სან პერეს 37 ნომერში გადაიყვანეს.
სინამდვილეში, ეს იყო ჰოსპიტალი სასიკვდილოდ განწირული ღარიბებისთვის. იქ ექიმებიც კი არ ჰყავდა და ავადმყოფებს უახლოესი მონასტრის მონაზვნები უვლიდნენ. გაუდი წმინდა თომას პალატაში, №9 საწოლზე მოათავსეს.

გაუჩინარებული არქიტექტორის ძებნა, რა თქმა უნდა, მეორე დღესვე დაიწყეს. გაუდის მხოლოდ სამი დღის შემდეგ მიაგნო წმინდა ჯვრის საავადმყოფოში უახლოესმა მეგობარმა და საგრადა ფამილიას მრევლის მღვდელმა ჟილ პერესმა, რომელმაც სამი დღის მანძილზე ბარსელონას ყველა საავადმყოფო და პროზექტურა შემოირბინა, მაგრამ ყველაფერი დაგვიანებული აღმოჩნდა. დროული სამედიცინო დახმარების გარეშე დარჩენილი არქიტექტორის გადარჩენა ვერ შეძლეს. გაუდი 73 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გენიალურ ხუროთმოძღვარს საგრადა ფამილიას ტაძარი, რომლის მშენებლობა 30 წლის ასაკში დაიწყო (!), დაუსრულებელი დარჩა.

ანტონიო გაუდის მიერ შექმნილმა ნაგებობებმა შეცვალა ბარსელონა. გაუდის 17 ცნობილი და გრანდიოზული პროექტიდან 7 წარმატებით განხორციელდა და ეს არქიტექტურული ძეგლები იუნესკომ მსოფლიოს მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა.

სპეციალისტები დღესაც კამათობენ, რომელი სტილის მიხედვით ქმნიდა დიდი ხუროთმოძღვარი, თუმცა მისი შედევრების კლასიფიკაცია შეუძლებელია. თეორიულად ეს არის მოდერნი, რომელშიც ოსტატურადაა შერწყმული სხვადასხვა მიმდინარეობის ელემენტები, თანაც ისეა გადამუშავებული და შეცვლილი, რომ მსგავს ნაგებობებს ამჟამად „გაუდის სტილში“ შესრულებულს უწოდებენ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

თანამედროვეობის 6 ყველაზე ძვირად ღი...

ჟან-მიშელ ბასკია

სიტყვები, რომლებმაც 50-იან წლებში „...

კბილის პასტა ქოლგეითი

ახალი კვლევა: ძვირფასი მანქანების მ...

ძვირფასი ფული და მანქანის
მართვის სტილიმძღოლები

ახალი კვლევა: ქალაქებში 60%-ით მეტი...

ახალი კვლევა - წვიმა
მეგაპოლისებში

იაპონია ხანდაზმულთა რაოდენობით რეკო...

იაპონია ხანდაზმულთა
რაოდენობით რეკორდსმენი
გახდა

„დედამიწის შვილი“ - რატომ დგას ბავშ...

დედამიწის შვილი

შენობა, რომელიც დამოუკიდებლად თბება...

პასიური სახლები - მომავლის
პროექტი

მსოფლიოს ყველაზე უცნაური ციხე, სადა...

სან პედროს ციხე ბოლივიაში

ვიწრო სახლი, სადაც იმაზე მეტი სივრც...

ყველაზე ვიწრო სახლი
მსოფლიოში