საკნატუნო ამბები

გონსალო გარსია პელაიო - მათემატიკოსი, რომელმაც კაზინოს მოუგო

fun time

12:00 ორშ. 13 სექტემბერი, 2021 წელი

გონსალო გარსია-პელაიო

14
დაკოპირებულია

ესპანელი გონსალო გარსია-პელაიო აზარტულმა თამაშებმა ბავშვობიდან გაიტაცა. ეს დამოკიდებულება იმდენად ძლიერი იყო, რომ გონსალომ გადაწყვიტა მათემატიკოსი გამხდარიყო და „რულეტკაზე“ ან ბანქოს თამაშში გამარჯვების ალბათობა მაქსიმალური სიზუსტით გამოეთვალა. 

განათლების მიღების შემდეგ, სანა „კაზინოების რისხვა“ გახდებოდა, გონსალო დიდი ხნის განმავლობაში ხმის რეჟისორად და პროდიუსერად მუშაობდა, მაგრამ სათამაშო დაწესებულებების ხარჯზე გამდიდრების სურვილი მოსვენებას არ აძლევდა.

გასული საუკუნის 90-იან წლებში, ორმოც წელს გადაცილებულმა გონსალომ ბავშვობის ოცნების ასრულება გადაწყვიტა.

ის, როგორც ნამდვილი მათემატიკოსი ხვდებოდა, რომ ამ საქმეში უგუნურებამდე მისული აზარტი საუკეთესო დამხმარე ვერ იქნებოდა. დასაწყისისთვის აუცილებელი იყო კაზინოში „რულეტკის“ პრინციპის გულდასმით შესწავლა და „სუსტი წერტილების“ პოვნა.

ერთი შეხედვით, „რულეტკაზე“ რომელიმე რიცხვის ამოსვლა აბსოლუტური შემთხვევითობაა და ანალიზს არ ექვემდებარება, მაგრამ გონსალომ აბსოლუტურად სრულყოფილი „რულეტკის“ შექმნა გადაწყვიტა, სადაც გარკვეული რიცხვები სხვებზე ხშირად ამოვიდოდნენ.

ესპანელი მათემატიკოსი ცდილობდა, თამაშს გვერდიდან დაკვირვებოდა, ყველა მოგებიანი რიცხვი ჩაეწერა და ცივი გონებით გაეანალიზებინა.

საბედნიეროდ, გარსია-პელაიო იყო მხოლოდ ნიჭიერი მათემატიკოსი კი არა, მრავალშვილიანი მამაც გახლდათ. მისი ხუთი ზრდასრული შვილი ნებაყოფლობით ჩაერთო თამაშში, რომელიც ოჯახს უზრუნველ მომავალს ჰპირდებოდა და მილიონებზე ნადირობაც დაიწყო!

გარკვეული დროის განმავლობაში გონსალო და მისი შვილები უბრალოდ აკვირდებოდნენ თამაშს და ჩანაწერებს აკეთებდნენ.

საბოლოოდ, ყველა ჩანაწერი მამასთან ხვდებოდა, რომელმაც მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მოგებიანი სტრატეგია გამოთვალა.

მალე მადრიდის კაზინოს ყველა სუსტი წერტილი გონსალოს ხელში აღმოჩნდა და მან ნამდვილი თამაშის დაწყება გადაწყვიტა.

პირველივე შედეგები საიმედო აღმოჩნდა - გონსალო ერთმანეთის მიყოლებით იმარჯვებდა, რამაც სათამაშო დაწესებულებების მფლობელებს თავსატეხი გაუჩინა.

ცოტა ხანშივე გონსალო გარსია-პელაიოსთვის მადრიდის ყველა კაზინოს კარი დაიკეტა, მაგრამ ის ესპანეთში გაჩერებას ისედაც აღარ გეგმავდა. გონსალოს მიზანი ჯერ ევროპის და მერე ლას -ვეგასის კაზინოების გაკოტრება იყო.

როგორც მოსალოდნელი იყო, კაზინოს მფლობელებმა გონსალო თაღლითობაში დაადანაშაულეს და მის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანეს, მაგრამ სასამართლომ ნიჭიერი მათემატიკოსი გაამართლა.

სასამართლო პროცესი, რომელიც თითქმის ათი წელი გაგრძელდა, გონსალოს სრული გამარჯვებით დასრულდა - ის უდანაშაულოდ ცნეს. უფრო მეტიც, მოსამართლემ შენიშვნა სათამაშო დაწესებულებების მეპატრონეებს მისცა და ურჩია, ფრთხილად საკუთარი აპარატურა ყურადღებით გაეკონტროლებინათ.

რა თქმა უნდა, ჟურნალისტებისთვის გარსია-პელაიოს ოჯახი, რომელიც კაზინოებისთვის ნამდვილ რისხვად იქცა, შეუმჩნეველი არ დარჩენილა.

2012 წელს გონსალოს შესახებ გადაიღეს ფილმი „რულეტკის მეფეები“ / The Pelayos; თავად გონსალომ კი დაწერა ავტობიოგრაფიული წიგნი, რომელშიც კაზინოსთან ბრძოლის სტრატეგია დაწვრილებით მიმოიხილა. დიდი ტირაჟის მიუხედავად, წიგნი მყისიერად გაიყიდა.

🔰:

ადამიანის მეხსიერების რეკორდები

პოკერში მოგებული პოლიტიკური სავარძლები

რა კავშირი აქვს ნარდს ასტროლოგიასთან?


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ღილაკიანი ტელეფონი vs სმარტფონი — რ...

ღილაკიანი ტელეფონი vs
სმარტფონი

ოკეანეს ფსკერზე მომავლის ქალაქი აშე...

მომავლის ქალაქი OCEAN SPIRAL
ოკეანეს ფსკერზე

კვლევა: თუ გსურთ გოგოს მოეწონოთ, ნუ...

კვლევა: თუ გსურთ გოგოს
მოეწონოთ, ნუ იღიმით!

ყველაზე ძვირად ღირებული ქსოვილი მსო...

ყველაზე ძვირად ღირებული
ქსოვილი მსოფლიოში

ნამიბიის ვარდისფერი მაცივარი - უდაბ...

ნამიბიის ვარდისფერი
მაცივარი

ხორცი, რომელიც 15 წელი ინახება – ფრ...

ფერმერი ალექსანდრე
პოლმარი

5 ქვეყანა, რომელსაც ბირთვული ომის შ...

5 ქვეყანა, რომელსაც
ბირთვული ომის
შემთხვევაში გადარჩენის
შანსი აქვს

რატომ ამრავლებდნენ II მსოფლიო ომის...

რატომ ამრავლებდნენ ომის
წლებში ბაბუაწვერას?

ახალი კვლევა: ქალის მენჯის ფორმა ჯა...

მენჯის ფორმა და
ჯანმრთელობა