საკნატუნო ამბები

ინდოელმა მაშველმა გველი ხელოვნური სუნთქვით სიკვდილს გადაარჩინა

fun time

18:00 ორშ. 19 იანვარი

ინდოელმა მაშველმა გველი
ხელოვნური სუნთქვით
სიკვდილს გადაარჩინა

14
დაკოპირებულია

ინდოეთის შტატ გუჯარათში მცხოვრებმა მამაკაცმა გველი, რომელსაც დენმა დაარტყა სიკვდილს გადაარჩინა. სავარაუდოდ, ქვეწარმავალი ელექტრობოძზე ასვლის დროს ელექტროგადამცემ ხაზს შეეხო და დენის დარტყმის შედეგად, დაახლოებით 4,5 მეტრის სიმაღლიდან გადმოვარდა. 

ახლომახლო მომუშავე ადამიანებს დაშავებული ქვეწარმავალი შეეცოდათ და ადგილობრივ მაშველს, მუკეშ ვაიადს დაურეკეს, რომელიც შემთხვევის ადგილთან ახლოს ცხოვრობდა.

როდესაც ვაიადი მიხვდა, რომ მის წინაშე უწყინარი, უშხამო სახეობის გველია, გულის არეში მასაჟი და ხელოვნური სუნთქვა ჩაუტარა. ნახევარსაათიანი უწყვეტი ძალისხმევის შემდეგ, გველი გონს მოეგო და ბუჩქებში შეძვრა - იუწყება The Indian Express.

მუკეშ ვაიადის თქმით, სამაშველო სამუშაოებს დაახლოებით 10 წელია ასრულებს და სპეციალიზებული ტრენინგიც გავლილი აქვს. მან აღნიშნა, რომ პროფესიონალები ქვეწარმავლებთან პირდაპირი კონტაქტის თავიდან ასაცილებლად სპეციალურ მილებს იყენებენ, ამიტომ არაპროფესიონალების მიერ მსგავსი პროცედურის ჩატარება საფრთხის შემცველია.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ქვეყნები, სადაც ჩვენი საყვარელი პრო...

9 ქვეყანა, სადაც ჩვენი
საყვარელი პროდუქტები
აკრძალულია

რატომ უნდა გაყინოთ ყავის მარცვლები?

რატომ უნდა გაყინოთ ყავს
მარცვლები

რატომ არ შეიძლება იაპონიაში რესტორნ...

იაპონური კვების კულტურა

ვინ, როდის და რატომ გამოიგონა სუფრი...

სუფრის დანა - ნივთის
ისტორია

გამოიგონეს თვალის ლინზა, რომლითაც ს...

ლინზები ღამის ხედვისთვის

ახალი აღმოჩენა - რატომ არ უნდა გადა...

სიბრძნის კბილი და
ღეროვანი უჯრედები

რატომ აკრძალეს სინგაპურში საღეჭი რე...

რატომ აკრძალეს
სინგაპურში საღეჭი რეზინა?

ამერიკული კომპანია 2032 წლისთვის მთ...

სასტუმრო მთვარეზე

შვედეთში ბევრი ადამიანი ხელში ჩასან...

მიკროჩიპები
ადამიანისთვის