საკნატუნო ამბები

ჯონსონის ვარცხნილობის საიდუმლო - რატომ დადის აწეწილი თმით ბრიტანეთის პრემიერი?

fun time

12:40 ორშ. 11 ივლისი, 2022 წელი

ბორის ჯონსონი

14
დაკოპირებულია

თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და კოლორიტული პოლიტიკოსი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის სავარძელს ემშვიდობება. მან მსოფლიოს თავი არა მხოლოდ პროფესიული საქმიანობით, არამედ უჩვეულო ვარცხნილობითაც დაამახსოვრა. „კრეატიული ქაოსი“ ბრიტანეთის პრემიერის თავზე ყოველთვის უამრავ კითხვას იწვევდა. მაინც რატომ გამოიყურება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანი ასე უჩვეულოდ?

ჟურნალისტები ჯონსონს ვარცხნილობსთან დაკავშირებულ კითხვებს გამუდმებით უსვამდნენ, თუმცა პოლიტიკოსი პირდაპირი პასუხის გაცემას ყოველთვის გაურბოდა და აბეზარ ჟურნალისტებს სიცილით იგერიებდა.

მაინც რა არის ეს - საგანგებოდ პრემიერისთვის შექმნილი ვარცხნილობა, შამპუნის ან თმის ბალზამის არასწორად შერჩევის შედეგი, თუ ჯონსონის უჩვეულო გზავნილი მსოფლიოსთვის?

ამერიკულმა გამოცემამ Nicky Swift ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა და გაარკვია, რა გახდა უჩვეულო ვარცხნილობის არჩევის მიზეზი.

როგორც პრემიერთან დაახლოებული პირები ამბობენ, ჯონსონი დიდ დროს და ენერგიას ხარჯავს იმისთვის, რომ ქარიზმატულად გამოიყურებოდეს.

ის ყოველთვის „გაწეწილი“ არ ყოფილა, ახალგაზრდობაში ბრიტანეთში პოპულარულ, კლასიკურ ვარცხნილობას ატარებდა და ზუსტად ისე გამოიყურებოდა, როგორც ოქსფორდის კურსდამთავრებულს, არისტოკრატს და ბრიტანეთის მეფის ნათესავს ეკადრება.

„საფირმო ვარცხნილობა“ ჯონსონმა დიდ პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ მოირგო.

პოლიტიკური კარიერის დასაწყისში ჯონსონი მიხვდა, რომ ლონდონელი დენდის სტილი ხალხთან დაახლოების საუკეთესო გზა არ იყო, ამიტომ პოლიტიკოსის სტილისტებმა და იმიჯმეიკერებმა ახალი, უფრო „ხალხური“ ჯონსონის სტილი შექმნეს - აწეწილი თმა, დიდი ზომის პიჯაკი, დაჭმუჭნილი საწვიმარი და ველოსიპედი ბორის ჯონსონის განუყოფელ ნაწილად იქცა.

პრემიერი თავისი გარეგნობით და გამომეტყველებით თითქოს ბრიტანელებს ეუბნება: „ბიჭებო, მეც თქვენნაირი ვარ. გუშინ თმა უცნაური შამპუნით დავიბანე და დილას ვეღარაფერი მოვუხერხე. უბრალოდ დავავარცხნე და გავიქეცი თქვენი პრობლემების გადასაჭრელად.

აღსანიშნავია, რომ „ხალხური ჯონსონის“ იმიჯმა შესანიშნავად იმუშავა როგორც ბრიტანეთში, ისე მის საზღვრებს გარეთ.

დიახ, ბრიტანეთის პრემიერმა თანამდებობა დაკარგა, მაგრამ ის პოლიტიკაში რჩება. ამიტომ, არ უნდა ველოდოთ, რომ ხვალიდან ისევ ლონდონელი დენდის იერით გამოგვეცხადება.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ვინ არის ბიჭი, ვინც 12 წლისამ კვანტ...

ბელგიელი ლოჰან სიმონსი
(Laurent Simons)

როგორ გაჩნდა ტანსაცმელზე ჯიბეები და...

ტანსაცმელზე ჯიბეები

ჰიბრიდი ცხოველები, რომლებიც რეალურა...

ლეოპონი

როგორ ცხოვრობენ შვედურ „ხრუშჩოვკებშ...

შვედური „ხრუშჩოვკები“
Lamellhus

რაც უფრო ღარიბია ქვეყანა, მით უფრო...

რაც უფრო ღარიბია ქვეყანა,
მით უფრო გრძელი
კონსტიტუცია აქვს

იაპონიის „ყველაზე ხანდაზმულ“ სოფელშ...

გუმას პრეფექტურის სოფელი
ნანმოკუ

10 ებრაული ანდაზა ცხოვრების შესახებ

10 ებრაული ანდაზა
ცხოვრებაზე

პერუში ააშენეს სახლი, რომლის სიგანე...

პერუში ააშენეს სახლი,
რომლის სიგანე 63
სანტიმეტრია

ვარსკვლავები და მათი უცნაური დიეტებ...

რენე ზელვეგერი