საკნატუნო ამბები

ხეში ჩაზრდილი ველოსიპედის საიდუმლო - ვინ არის მისი მფლობელი?

fun time

14:00 სამ. 2 აგვისტო, 2022 წელი

ხეში ჩაზრდილი
ველოსიპედის ამბავი

14
დაკოპირებულია

დიდი ხანია ხეში ჩაზრდილი ველოსიპედი აშშ-ში, ვაშინგტონის შტატში, კუნძულ  ვაშონის (Vashon) სიმბოლოდ იქცა. წლების მანძილზე ადგილობრივები ჰყვებოდნენ, რომ ველოსიპედი 1914 წელს ომში წასულმა 14 წლის ბიჭმა ხეზე იმ იმედით მიაბა, რომ საყვარელ გასართობს მალე დაუბრუნდებოდა, თუმცა ომიდან ცოცხალი ვერ დაბრუნდა. ბიჭის მშობლებმა ხეზე მიბმული ველოსიპედი შვილის ხსოვნის პატივსაცემად და ომის საშინელების შესახსენებლად დატოვეს. თუმცა...

ამ ლეგენდაში ბევრი შეუსაბამობაა. მაგალითად, ის, რომ:
აშშ პირველ მსოფლიო ომს მხოლოდ 1917 წელს შეუერთდა;
თანაც, 10 წელზე უფროსი ბიჭი ამ ზომის ველოსიპედზე ვერ მოთავსდებოდა და მეტიც - ამ ასაკის ბიჭები ომში არ მიჰყავდათ;
რაც მთავარია, მე-20 საუკუნის დასაწყისში ასეთი ბრენდის ველოსიპედი არ არსებობდა.

მაშ, როგორ აღმოჩნდა ველოსიპედი ხეში?

მას შემდეგ, რაც ველოსიპედის ამბავმა მსოფლიო მოიარა, მის ნამდვილი პატრონი გამოჩნდა. ის 72 წლის პოლიციის ყოფილი შერიფი დონ პაზი აღმოჩნდა, რომელიც ამჟამად კენევიკში ცხოვრობს.

დონი ვაშონის კუნძულზე დაიბადა და 1992 წლამდე აქვე ცხოვრობდა. 1954 წელს, როდესაც პაზი 8 წლის ბიჭუნა იყო, მის ოჯახს ტრაგედია დაატყდა თავს - მამა ხანძრის შედეგად დაიღუპა. კუნძულის მცხოვრებლებმა ქვრივისა და ობლად დარჩენილი ბიჭუნას დასახმარებლად ნივთების შეგროვება დაიწყეს. ველოსიპედი ამ ნივთებს შორის აღმოჩნდა. დონმა აღიარა, რომ საჩუქარი თავიდანვე არ მოეწონა - ის სამთვლიან ველოსიპედს ჰგავდა და მეტისმეტად უხეში საბურავები ჰქონდა.

მამის სიკვდილის შემდეგ დონის ოჯახმა საცხოვრებელი ადგილი შეიცვალა და ჭაობის მახლობლად მდებარე სახლში გადავიდა. ბიჭუნას ველოსიპედი სწორედ ამ ადგილებში სეირნობის დროს დაავიწყდა, თუმცა ამაზე არ უდარდია. 1995 წელს, დის მოსანახულებლად, კუნძულზე ჩასული დონი იმ დროისთვის უკვე საკმაოდ ცნობილი ველოსიპედითაც დაინტერესდა და დანახვისთანავე შესძახა - „ეს ხომ ჩემი ველიკია”.

რაც შეეხება ბუნებრივ ფენომენს, რომელმაც მსოფლიო გააოცა, ვარაუდობენ, რომ ველოსიპედი ხის ზედა ტოტებზე დამოუკიდებლად, ადამიანის დახმარების გარეშე ვერ მოხვდებოდა და ვიღაცამ უბრალოდ, შეაგდო.

დროთა განმავლობაში პატარა დონის ველოსიპედი ხეს შეეზარდა და უცნაური ტანდემი შექმნა.

რა გასაკვირია, ბევრი ტურისტი ვაშონზე მხოლოდ ამისთვის ჩამოდის!




სიახლეები ამავე კატეგორიიდან

4 შემთხვევა, როდესაც ციდან ფული მარ...

4 შემთხვევა, როდესაც ციდან
ფული მართლა ცვიოდა

ალასკის მკაცრ კლიმატს რომ გაუძლონ,...

როგორ უძლებს ბაყაყი
ყინვას?

როგორ საუბრობენ პრეზიდენტები ტელეფო...

როგორ საუბრობენ
პრეზიდენტები ტელეფონით?

ფეხსაცმელი, როგორც ოქსფორდის უნივერ...

მამაკაცის ფეხსაცმელი -
ოქსფორდების ისტორია

სად ჯობია დასვენება ფსიქიკის აღსადგ...

სად ჯობია დასვენება
ფსიქიკის აღსადგენად?

რატომ იმატა მსოფლიოში ტყუპების რაოდ...

რატომ მოიმატა მსოფლიოში
ტყუპების რაოდენობამ?

Chupa Chups-ის ლოგო სალვადორ დალიმ...

Chupa Chups-ის ლოგო სალვადორ
დალიმ შექმნა

რატომ უჭირს კატას ხიდან ჩამოსვლა, თ...

რატომ უჭირს კატას ხიდან
ჩამოსვლა

სასწაულმოქმედი ხილი, რომელიც შაქარზ...

მსოფლიოში ყველაზე ტკბილი
ხილი - ტაუმატოკოკუ