საკნატუნო ამბები

ქვეყანა, სადაც პეპსი-კოლა 30 წელზე მეტია, სძულთ და აი, რატომ...

fun time

14:00 ხუთ. 25 ივლისი, 2024 წელი

პეპსი-კოლას და
ფილიპინელების ამბავი

14
დაკოპირებულია

ამბავი, რომელზეც გიამბობთ 1992 წელს მოხდა, მაგრამ ფილიპინებში პეპსი-კოლა დღემდე სძულთ და ამაში თავად კომპანიაა დამნაშავე. 

 

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ პეპსიმ მოაწყო გათამაშება „იპოვე პრიზი“. გათამაშების პირობების თანახმად, ბოთლის თავსახურის ქვეშ კოდი იყო დამალული, რომლითაც ბოთლის მფლობელს გათამაშებაში მონაწილეობა შეეძლო.

გათამაშების მაქსიმალური პრიზი მილიონი პესო იყო (დაახლოებით, 200 000 დოლარი). ეს უბრალო ფილიპენელისთვის წარმოუდგენლად დიდი ფული იყო, რომელსაც მთელი ცხოვრების მანძილზე ვერ გამოიმუშავებდა.

ფილიპინელები, რომლებსაც ოცნების ასრულების შანსი გაუჩნდათ, დიდი ენთუზიაზმით ჩაერთნენ გათამაშებაში და უკანასკნელ ფულსაც პეპესი-კოლას შეძენაზე ხარჯავდნენ. პეპსისე ისეთი მოთხოვნა გაჩნდა, რომ ქარხნები სასმელის წარმოებას ვერ ასწრებდნენ.

საბედისწერო შეცდომა

ერთი წლის განმავლობაში პეპსი ყველა ფილიპინელის ოჯახში ეროვნული სასმელი იყო. კომპანია ვალდებულებებს კეთილსინდისიერად ასრულებდა და პრიზებს შეფერხების გარეშე ანაღდებდა, შემდეგ კი საბედისწერო შეცდომა მოხდა...

გათამაშების დღეს გამოაცხადეს კოდი, რომელმაც მილიონი პესო მოიგო და ეს იყო ნომერი 349. მალე გაირკვა, რომ პეპსის მწარმოებელმა ქარხანამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა და ამ კოდით 600 ათასი ბოთლი გამოუშვა!

600 ათასი ფილიპინელი მილიონის მოთხოვნით პეპსის ოფისს მიაწყდა. რა თქმა უნდა, კომპანიას ასეთი თანხის გადახდა არ შეეძლო და ფულის მოთხოვნას უარით უპასუხა.

უარით გაბრაზებულმა ფილიპინელებმა პეპსის ოფისების დარბევა, კომპანიის კორპორაციულ მანქანებზე თავდასხმა და მათი დაწვა დაიწყეს. საქმე იქამდე მივიდა, რომ პეპსის სადისტრიბუციო მანქანებს მაღაზიებამდე პოლიციის მანქანა მიაცილებდა.

სასამართლოები სარჩელებით აივსო, თუმცა დაზარალებულებმა კომპენსაციის სახით მხოლოდ 500-500 პესო მიიღეს.

10 წლის შემდეგ, როდესაც პეპსი-კოლამ მილიონობით დოლარი იზარალა, ფილიპინების სასამართლომ კომპანია გაამართლა და მომხდარი შემთხვევითობას მიაწერა.

მას შემდეგ 30 წელზე მეტი გავიდა და თაობა შეიცვალა, მაგრამ პეპსის მიმართ სიძულვილი დღემდე დარჩა. ფილიპინელისთვის პეპსის ჩუქება იმაზე მიანიშნებს, რომ ვიღაც მის მოტყუებას ცდილობს.

ასე რომ, თუ ფილიპინელი ნაცნობი გყავთ, პეპსი-კოლა არასოდეს შესთავაზოთ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

5 ქვეყანა, რომელსაც ბირთვული ომის შ...

5 ქვეყანა, რომელსაც
ბირთვული ომის
შემთხვევაში გადარჩენის
შანსი აქვს

რატომ ამრავლებდნენ II მსოფლიო ომის...

რატომ ამრავლებდნენ ომის
წლებში ბაბუაწვერას?

ახალი კვლევა: ქალის მენჯის ფორმა ჯა...

მენჯის ფორმა და
ჯანმრთელობა

შავი კბილები - ქმრისადმი ერთგულების...

შავი კბილების ტრადიცია -
ოჰაგურო

„ლუდის მოყვარულთა პარტია“ - იუმორის...

ლუდის მოყვარულთა პარტია

სოციალური პირობები და დაბერების პრო...

სოციალური სტატუსი და
დაბერების პროცესი

ფერადკანიან ნიგერიელ წყვილს თეთრკან...

გენეტიკის საიდუმლო

პლანეტების აღლუმი — 28 თებერვალს ცა...

პლანეტების აღლუმი 2025

რატომ ჰქვია Samsung-ს სამსუნგი და X...

რატომ ჰქვია Samsung-ს სამსუნგი
და Xiaomi-ს შაომი?